პარასკევი, მაისი 9, 2025
მთავარიშენი ექიმიკაცი დაუდგენელი წარმომავლობის ხორცისგან ტრიქინელოზით დაავადდა -რა დაავადებაზეა საუბარი და რა სიმპტომები...

კაცი დაუდგენელი წარმომავლობის ხორცისგან ტრიქინელოზით დაავადდა -რა დაავადებაზეა საუბარი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

ქვეყანაში ტრიქინელოზის შემთხვევა დაფიქსირდა. მძიმე პარაზიტოზი 64 წლის მამაკაცს, გურიაში, დაუდგენელი წარმომავლობის ხორცპროდუქტისგან შეეყარა.

ის რეგიონული კლინიკიდან თბილისში პარაზიტოლოგიის ცენტრში გადმოიყვანეს.

პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით შეფასდა, თუმცა ტრიქინელოზი მძიმე დაავადებაა და მას ახასიათებს გართულებებიც.

ტრიქინელოზი, დაავადების პირველ ეტაპზე, მაღალი ცხელებით, ძლიერი ტკივილებით, დიარეით და პირღებინებით გამოიხატება. ასევე, ხშირია ალერგიული გამოვლინებებიც.

ტრიქინელას პარაზიტით თავდაპირველად ავადდება ცხოველი. შინაური ცხოველებიდან ეს არის ძირითადად ღორი. სწორედ ღორის ხორცია ადამიანზე მთავარი გადამტანი. ღორების დაავადება განსაკუთრებით ხშირია მათი ნაგავსაყრელებზე და ტყეში კვებისას, რა დროსაც ჭამენ ცხოველის ან მღრღნელის ლეშს. ამგვარად შეიძლება დაავადდეს ცხენიც, ასევე, ხშირია გარეული ცხოველის – ტახისა და დათვის დაავადებაც, ამიტომ ადამიანის ინფიცირება შეიძლება მოხდეს ვეტერინარულად შეუმოწმებელი, როგორც ღორის, ასევე, სხვა ნანადირევი ხორციდან.

დაავადების შემთხვევაში, მკურნალობის მიუხედავად, ტრიქინელას პარაზიტი ადამიანის ორგანიზმში რჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

უსაფრთხო ხორცპროდუქტებს აქვს სახელმწიფო კონტროლის ნიშანი – ფორმა 2, რომლის მოთხოვნაც მომხმარებელს შეუძლია ორგანიზებული ვაჭრობის ნებისმიერ ობიექტში. ეს ხარისხის ნიშანი კი (ლურჯი ბეჭედი ხორცზე) არის უსაფრთხო პროდუქტის გარანტი.

ტრიქინელოზი მძიმე და იშვიათი დაავადებაა, თუმცა ის ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის. ინფიცირების ერთადერთი გზა დაავადებული ხორცპროდუქტის საკვებად გამოყენება, პრევენცია კი მხოლოდ შემოწმებული ხორცის მოხმარებაა.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  „შაქრის გარეშე“ ნიშნავს ჯანსაღს? – მწარე სიმართლე დიეტურ პროდუქტებზე!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights