სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი„პაციენეტების მეორედი მუნის დიაგნოზით ტოვებს ჩემს კაბინეტს“ - რა უნდა გავაკეთოთ მუნის...

„პაციენეტების მეორედი მუნის დიაგნოზით ტოვებს ჩემს კაბინეტს“ – რა უნდა გავაკეთოთ მუნის დიაგნოზის შემთხვევაში

რა უნდა გავაკეთოთ მუნის დიაგნოზის შემთხვევაში

„ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში გხვდება. სეზონურობას ვერ გამოვოყოფ. აქტუალურია, ზამთრის, გაზაფხულის, ზაფხულის პერიოდში, ვინაიდან მჭიდროდ არის გადამდები, ამიტომ შემთხვევები იმატებს, როდესაც თინეიჯერები ერთმანეთში ცვლიან პირადი ჰიგიენის მოხმარების ნივთებს, ტანსაცმელს. შესაბამისად კლინიკური სურათიც ძალიან აშკარა და გამოხატულია.

მუნის გამონაყარს აქვს ძალიან სპეციფიური კლინიკური სურათი და სიმპტომატიკა. ძირითადად აღინიშნება მაჯების, თითებშორის, დუნდულებზე, მუცელზე ქანავა პაპულები – წერტილოვანი ქანავა გამონაყარი. ქავილი ძლიერდება ღამით.

პაციენტების უმრავლესობა ყოველთვის აღნიშნავს, რომ ღამით ქავილი ბევრად უფრო ძლიერია და სითბოში უფრო მწვავდება.

როგორც კი მსგავს სიმპტომებს შენიშნავთ, უკეთესია ექიმმა დაათვალიეროს.

მკურნალობა არის რადიკალურად განსხვავებული, მარტივად მოგვარებადი, თუ დროულად მოხდება დაავადების დიაგნოსტიკა. მკურნალობა ხდება ძირითადად ადგილობრივი დიაგნოსტიკური თერაპიებით, ადგილობრივად გამოსაყენებელი გელით და კრემით, რიმელსაც აქვს თავისი მოხმარების წესი.

მუნი არის ტკიპა. წარსულში მოიაზრებოდა როგორც არაჰიგიენურ გარემოში ან დაბინძურებულ ადგილას მცხოვრებ ადამიანებში გავრცელებულ მდგომარეობად. დღეს ეს ასე აღარ არის, ნებისმიერ სოციალურ ფენაში გვხვდება. თუ ბავშვები ან სკოლაში დაფიქსირდა, ვინაიდან მჭიდროდ გადამდებია. აღსანიშნავია, რომ თუ ოჯახის ერთ წევრს ექავება, უმეტეს შემთხვევაში ოჯახი სხვა წევრსაც აქვთ მსგავსი ტიპის გამონაყარი.

მუნის ტკიპა არ დაფრინავს, არ დახტის. შესაბამისად კანის კანთან მჭიდრო კონტაქტით ხდება მისი გადადება.

სანამ დაავადება არის აქტიური, სანამ აღინიშნება ქავილი და კანზე გამონაყარი, ადამიანი არის გადამდები.

მკურნალობის, კურსის დასრულებიდან დაახლოებით 7-10 დღე ჭირდება მდგომარეობის საბოლოოდ ალაგებას.

რაც შეეხება მუნის რეინფიცირებას, ზოგადად, დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად კარგად გაიმეორებს და შეასრულებს პაციენტი ექიმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. იმიტომ, რომ შემდეგ ციკლი მეორდება და თუ ჰიგიენის ნორმები ზუსტად არ იქნება დაცული, დიდი შანსია, რომ ხელახლა გამეორდეს ან მდგომარეობა ბოლომდე არ ალაგდეს და ისევ გააქტიურდეს.

მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. ვერ გამოვყოფ სეზონს. შემიძლია თამამად ვთქვა, პაციენეტების მეორედი მუნის დიაგნოზით ტოვებს ჩემს კაბინეტს” – ამის შესახებ დერმატოლოგმა, ნათია თოდუამ “პალიტრავიდეოს” განუცხადა.

 

  “როდესაც სიცხის ზეგავლენაზე ვსაუბრობთ, ალბათ რამდენიმე ფაქტორი უნდა გამოვყოთ, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ასეთი ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში”-ივანე ჩხაიძე
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights