ოთხშაბათი, მარტი 19, 2025
მთავარიშენი ექიმისაშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია და განკურნება შესაძლებელია

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია და განკურნება შესაძლებელია

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია და განკურნება შესაძლებელია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ხაზგასმით აღნიშნავენ საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო იმუნიზაციისა და სკრინინგის მნიშვნელობას.    

2025 წლის 27 იანვარი, თბილისი.

საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რაც დაკავშირებულია უდიდეს პოროვნულ სტრესთან, სოციალური აქტივობის წყვეტასთან და ქალების, მათი ოჯახებისა და ჯანდაცვის სისტემების ფინანსურ დანახარჯებთან. საშვილოსნოს ყელის კიბო, რომლის უმთავრესი გამომწვევი მიზეზი ადამიანის პაპილომავირუსია (აპვ), საქართველოში მცხოვრებ ქალებში ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებულ ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მეხუთე ადგილზეა.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია, ის მაინც რჩება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევად ქვეყანაში, სადაც შემთხვევათა 40%-ზე მეტის გამოვლენა გვიან (მე-3 ან მე-4) სტადიაზე ხდება. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობის პრევენცია შესაძლებელია აპვ საწინააღმდეგო ვაქცინით, ხოლო ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში კი, იგი განკურნებადია.

“ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა. ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის მიღწევა მნიშვნელოვანია საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოსაფხვრელად. მოვუწოდებ ყველას, ვისაც აცრა ეკუთვნის, ჩაიტაროს ვაქცინაცია და დაიცვას საკუთარი თავი და მისი გარშემომყოფები“ – განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ.

2020 წლის ნოემბერში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) საშვილოსნოს ყელის კიბოს, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემის, აღმოფხვრის დაჩქარების გლობალური სტრატეგია შეიმუშავა. მასში წარმოდგენილია საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრის სამი ძირითადი მიმართულება: ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაცია, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი და მკურნალობა; სამივე მიმართულება უნდა დაინერგოს ერთობლივად და საჭირო მასშტაბით, საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.

საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (ჯანმო) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლობები საქართველოში ხაზს უსვამენ ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) იმუნიზაციის ხელმისაწვდომობის, კიბოსწინარე დაზიანებების ხარისხიანი სკრინინგისა და მკურნალობის მნიშვნელობას.

“საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ტექნიკური დახმარებით 2009 წლიდან ამოქმედდა. იმისათვის, რომ სკრინინგ პროგრამები საყოველთაო ხელმისაწვდომი გახდეს, მათ შორის, სოფლად და ძნელადმისაწვდომ ადგილებში მცხოვრები ქალებისთვის, UNFPA, გაეროს სააგენტოებთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ხელს უწყობს ციფრული მედიცინის განვითარებას საქართველოში. აქვე უნდა აღინიშნოს საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაც, რაც უკვე ხელმისაწვდომია შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდა ქალებისა და კაცებისთვის საქართველოშის” – აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ ბანძელაძემ.

დღეისათვის, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის, სკრინინგის, მკურნალობისა და მონაცემთა მართვის სფეროში, არსებობს ჯანმო-სა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ხელშეწყობით მიმდინარე შემდეგი ვალდებულებები:

პრევენცია: ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაცია შეტანილია იმუნიზაციის ეროვნულ პროგრამაში 10-12 წლის გოგოებისთვის. 2022 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 13-18 წლის გოგოების ვაქცინაციის პროგრამა, ხოლო 2023 წლის გადაწყვეტილებით კი, ვაქცინაციის პროგრამაში შესაზლებელი გახდა 46 წლამდე ასაკის ქალების ჩართვა.*

ამჟამად, ვაქცინაციის პროგრამა მოიცავს:

•    10-12 წლის ასაკობრივ ჯგუფში ორჯერად ვაქცინაციას, მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;
•    13-46 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერად ვაქცინაციას, შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 თვეს, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 თვეს.

სკრინინგი: სკრინინგის ეროვნული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა 25-60 წლის ქალებისათვის.

მკურნალობა: შემუშავებულია საშვილოსნოს ყელის კიბოს მტკიცებულებაზე დაფუძნებული მკურნალობის გაიდლაინები.

მონაცემები: შეიქმნა კიბოს სკრინინგის ეროვნული რეესტრი, სკრინინგში მონაწილეობის ხელშესაწყობად და მონაცემთა მართვის გასაუმჯობესებლად.

*ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაცია და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოდ არის ხელმისაწვდომი პირველადი ჯანდაცვისა და ეროვნულ სკრინინგ ცენტრებში. ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაცია ასევე უფასოა 10-26 წლის ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი ბიჭებისა და კაცებისთვის და ემსახურება სხვადასხვა კიბოს განვითარების პრევენციას.

გარდა ამისა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე ხელმისაწვდომია ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო 9-ვალენტიანი ვაქცინა, რომელიც იცავს ორგანიზმს ადამიანის პაპილომავირუსის შემდეგი ონკოგენური ტიპებისაგან: აპვ 6, 11, 16, 18, 31, 33, 45, 52 და 58 გამოწვეული ინფექციისგან.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზს: 116 001.

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია და განკურნება შესაძლებელია | შენი ექიმი

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

17 March, 2025
ჩემი ნამდვილი სახელი ია არ არის – მამამ სხვა სახელი დამარქვა… – ია ფარულავას ისტორია

ჩემი ნამდვილი სახელი ია არ არის – მამამ სხვა სახელი დამარქვა… – ია ფარულავას ისტორია

18 მარტი 2025
სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

მარტი 17, 2025
“ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ქარი” – ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

“ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ქარი” – ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

მარტი 18, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
აღმოაჩინე როჭოს ჩანჩქერი – ლაგოდეხის ბუნების საიდუმლო!

აღმოაჩინე როჭოს ჩანჩქერი – ლაგოდეხის ბუნების საიდუმლო!

მარტი 18, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა დროს გადავრგოთ ვაზი და როგორ მოვუაროთ ნერგებს

რა დროს გადავრგოთ ვაზი და როგორ მოვუაროთ ნერგებს

მარტი 18, 2025
კანის დატენიანება აუცილებელი არის თუ არა ორსულობაში? მითები სტრიებზე

კანის დატენიანება აუცილებელი არის თუ არა ორსულობაში? მითები სტრიებზე

მარტი 18, 2025
გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

17 მარტი 2025
მთაწმინდის რაიონში, უკლებას ქ. N6-ში შიდაკვარტალური ეზოს მოწესრიგება დასრულდა

მთაწმინდის რაიონში, უკლებას ქ. N6-ში შიდაკვარტალური ეზოს მოწესრიგება დასრულდა

მარტი 18, 2025
საქართველო დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის ქვეყნებს შორისაა – როგორია დასვენების დღიური ხარჯი

საქართველო დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის ქვეყნებს შორისაა – როგორია დასვენების დღიური ხარჯი

მარტი 18, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights