სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმირას ფიქრობენ პაციენტები ტელემედიცინის სერვისზე?

რას ფიქრობენ პაციენტები ტელემედიცინის სერვისზე?

საქართველოს მაღალმთიან და ძნელად მისადგომ სოფლებში ტელემედიცინის სერვისები ინერგება.

ეს ნიშნავს რომ 110 სოფლის მოსახლეობას შეეძლება ამბულატორიიდანვე, ონლაინ დაუკავშირდეს წამყვანი კლინიკების სპეციალისტ ექიმებს, თანამედროვე მოწყობილობების მეშვეობით გაესინჯოს და მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. ამ პროცესში მათ ამბულატორიის ექიმები ეხმარებიან.
ვიდეო მოგითხრობთ, რას ფიქრობენ პაციენტები, რომლებმაც უკვე ისარგებლეს ტელემედიცინის სერვისებით.
ტელემედიცინის დანერგვა საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და მისი პარტნიორების, გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის, გაეროს ბავშვთა ფონდის და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ხორციელდება.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის 12 სიმპტომი, რომლებიც არასდროს უნდა იგნორირდეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights