სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიპროდუქტებში გამოყენებული წითელი საღებავი ჯანმრთელობისთვის საშიშია - ტკბილეული ქიმიური საღებავით, რომელიც მძიმე...

პროდუქტებში გამოყენებული წითელი საღებავი ჯანმრთელობისთვის საშიშია – ტკბილეული ქიმიური საღებავით, რომელიც მძიმე დაავადებებს იწვევს

“საშიში წითელი” – რომელიც თვალს ატყუებს, ორგანიზმს კი წამლავს.

ეს არის “წითელი ალამი ” ამერიკის შეერთებული შტატებიდან – სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია მსოფლიოს მოუწოდებს შეწყვიტოს საკვებსა და წამლებში წითელი საღებავი N3-ის გამოყენება.

კვლევებით დადგინდა, რომ ეს სინთეტიკური საღებავი მძიმე დაავადებებს იწვევს.

წითელი ნომერი სამი – ნავთობისგან მზადდება, მისგან კი ვიზუალურად მიმზიდველი, განსაკუთრებით ბავშვებისთვის საყვარელი პროდუქტები – ტკბილეული, კანფეტები, ე.წ. ჟელიბონი, ზეფირი, ვარდისფერი ნაყინი, წვენები, ძეხვეული და წამლები.

საშიში ნივთიერება მხოლოდ მარკეტინგული გათვლისთვის – წითელი საღებავი ნომერი სამი საკვებ პროდუქტებსა და წამლებში მხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვის გამოიყენება.

ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ მკვეთრი წითელი უფრო მიმზიდველს და შესაბამისად უფრო გაყიდვადს ხდის ამა თუ იმ პროდუქტს.

აღსანიშნავია, რომ წითელი საღებავი N3 კოსმეტიკაში ჯერ კიდევ 25 წლის წინ აიკრძალა, იგივე მიზეზით, რომ ის ჯანმრთელობისთვის საშიშია.

FDA-იმ საკვებისა და წამლის მწარმოებლებს პროდუქტებიდან მავნე ნივთიერების სრულ ამოღებამდე 2 წლიანი ვადა მისცა.

2027 წლამდე სახიფათო პროდუქტი მომხმარებელმა თავად უნდა ამოიცნოს, ამისთვის კი, საუკეთესო გზა შეფუთვაზე შემადგენლობის ამოკითხვაა. ის ეტიკეტზე, შესაძლოა, დატანილი იყოს შემდეგი ვარიაციებით:

ბავშვის ჯანმრთელობა წითელი ხაზია, ამიტომ მსოფლიო უარს ამბობს წითელზე!

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ინსულინის ინექციების დასასრული? სამეცნიერო მიღწევა, რომელიც დიაბეტიანთა ცხოვრებას ცვლის!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights