სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიპინეო სამედიცინო ეკოსისტემის ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი მზად არის მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში გაუწიოს...

პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი მზად არის მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში გაუწიოს დახმარება ნებისმიერი მდებარეობისა და სიმძიმის ტრავმული დაზიანების მკურნალობაში

პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი მზად არის მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში გაუწიოს დახმარება ნებისმიერი მდებარეობისა და სიმძიმის ტრავმული დაზიანების მკურნალობაში.

ჩვენი პაციენტები სარგებლობენ შემდეგი სერვისებით:
  • მენჯ-ბარძაყის, მუხლის, მხრისა და იდაყვის ენდოპროთეზირება;
  • კიდურების დაგრძელება შეძენილი პათოლოგიების დროს;
  • საკორექციო ძვალკვეთა თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიების დროს;
  • მოტეხილობების ქირურგიული მკურნალობა, მათ შორის ოსტეოსინთეზი;
  • ძვლის გადანერგვა შეუხორცებელი მოტეხილობების დროს;
  • მტევანსა და ტერფზე ნებისმიერი თანამედროვე ქირურგიული ჩარევა.
კლინიკაში, ერთ სივრცეში, შესაძლებელია ყველა საჭირო ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევის ჩატარება. ოპერაციები ხორციელდება მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული თანამედროვე იმპლანტებით.
პაციენტებს ასევე აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ სრული ამბულატორიულ-ტრავმატოლოგიური სერვისით.
ჩვენი კლინიკა აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს მომსახურების უწყვეტ და ხარისხიან მიწოდებას!
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  კვლევა - გამოავლინეს ჰორმონები, რომლებსაც კანის დაბერებასთან შეწინააღმდეგება შეუძლია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights