მალარია მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს

0
58
მალარია მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს
#post_seo_title

მალარია

ზოგადი მიმოხილვა: მალარია მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს და გლობალური კლიმატური ცვლილებების, მოსახლეობის მზარდი მიგრაციისა და ტვირთბრუნვის მატების ფონზე სულ უფრო მეტი ქვეყნისათვის ხდება პრობლემა. ამჟამად მალარიაზე ენდემურია ასზე მეტი ქვეყანა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მალარიით ავადდება 200 მილიონამდე ადამიანი და მათ შორის 660000 (უმეტესად აფრიკის კონტინენტზე საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე ქვეყნებში) ამ დაავადებისაგან კვდება.
მალარიის 5 ფორმიდან ყველაზე გავრცელებულია ტროპიკული და სამდღიური
მალარია, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ინტენსივობით. მაგალითად
ავღანეთში აღრიცხული მალარიის შემთხვევების 80% მოდის სამდღიურ მალარიაა,
ხოლო 20% ტროპიკული. აფრიკის კონტინენტზე სახარის სამხრეთით მდებარე
ქვეყნებში შემთხვევების თითქმის 100% ტროპიკული მალარიაა.
მალარია ძველი დროიდან ფართოდ იყო გავცელებული საქართველოშიც,
წარმოადგენდა საშიშროებას ეროვნული უსაფრთხოებისათვის, იწვევდა მაღალ
სიკვდილიანობას და ქვეყანას აყენებდა უზარმაზარ ეკონომიურ დანაკარგებს. გასული
საუკუნის ოციან წლებში კოლხეთის დაბლობსა (დასავლეთ საქართველო) და ალაზნის
ველზე (აღმოსავლეთ საქართველო) მოსახლეობის დაახლოებით 30% იყო
დაავადებული მალარიით. დაავადების შემთხვევების დიდი ნაწილი ლეტალურად
სრულდებოდა. ასევე ფართოდ იყო გავრცელებული ტროპიკული მალარიაც, რომელიც
როგორც ადგილობრივი (ენდემური) დაავადება ლიკვიდირებულია 1954 წლიდან და
ამჟამად რეგისტრირდება მხოლოდ აზია-აფრიკის ქვეყნებიდან შემოტანილი
შემთხვევები. სამდღიური მალარია, როგორც ადგილობრივი გავრცელების დაავადება
1970 წლისათვის აღმოფხვრის შემდგომ, 1996 წლიდან კვლავ აღმოცენდა (ძირითადად
აღმოსავლეთ საქართველოში აზერბაიჯანთან მოსაზღვრე რაიონებში). ამჟამად
საქართველო მალარიის ელიმინაციის სტადიაშია. დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანია
მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის შენარჩუნება.
გამომწვევი აგენტი: მალარია-ინფექციურ დაავადებათა ჯგუფია, რომელსაც იწვევს
უმარტივესი სისხლის Plasmodium-ის გვარის პარაზიტები. მათი გადაცემა ბუნებრივ
პირობებში Anopheles-ის გვარის მდედრი კოღოების კბენის შედეგად ხდება. ადამიანის
მალარიით დაავადებას იწვევს plasmodium-ის 5 სახეობა: სამდღიური მალარია,
რომლის გამომწვევია Plasmodium vivax, ტროპიკული მალარია – გამომწვევი Plasmodium
falciparum, ოთხდღიური მალარია – გამომწვევი Plasmodium malariae, ოვალე მალარია
გამომწვევი Plasmodium ovale და Plasmodium knowlesi-ით გამოწვეული მალარია. ეს
უკანასკნელი ახლახანს იქნა აღმოჩენილი ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე.
მნიშვნელოვანი ეპიდემიური როლი ენიჭება ტროპიკულსა Plasmodium falciparum და
სამდღიურ მალარიას Plasmodium vivax.
მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები: მალარია ბუნებრივ-ენდემური დაავადებაა.
მისი გავრცელება შეზღუდულია ბუნებრივი ფაქტორების მიერ. იგი გვხვდება მხოლოდ
იმ რეგიონებში, სადაც არსებობს მისი განვითარებისათვის (გამრავლება-გავრცელება)
საჭირო ყველა პირობა. ასეთ ადგილებს მალარიოგენურს უწოდებენ. მალარიის
განვითარებისათვის ხელშემწყობი პირობები განსხვავებულია და შესაბამისად
ტრანსმისიის (გადატანის) ხარისხიც სხვადასხვაა. კერძოდ, ტერიტორიის
მალარიოგენურობის განმსაზღვრელი პირობები შემდეგია:
 ტემპერატურა, რომელიც ხელს უწყობს გადამტანში (კოღო Anopheles)
პარაზიტის სპოროგონიის (პარაზიტის სქესობრივი მომწიფების სტადია)
პროცესის დასრულებას.
 ტერიტორიაზე Anopheles-ის გვარის კოღოების არსებობა, რომელთაც უნარი აქვთ
მიიღონ მალარიის გამომწვევები.
 მოცემულ ტერიტორიაზე მდედრი Anopheles-ისათვის ხელსაყრელი პირობები,
რათა მიაღწიოს ზრდასრულ ასაკს და გახდეს ეპიდემიოლოგიურად საშიში.
 მდედრი კოღოების ადამიანთან კონტაქტის (კბენის) შესაძლებლობა.
 ტერიტორიაზე მოსახლეობის არსებობა.
ტერიტორიის მალარიოგენურობა ფორმირდება, მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი
პირობების კომპლექსით. ტერიტორიის მალარიოგენურობის განმსაზღვრელ უმთავრეს
პირობას წარმოადგენს: მოცემულ ტერიტორიაზე მდედრი Anopheles-ისათვის
ზრდასრულ ასაკამდე მისაღწევი ხელსაყრელი პირობები და მისი ადამიანებთან
კონტაქტის შესაძლებელობლობა.

მალარია

მალარია მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს | შენი ექიმი

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ