სამშაბათი, აპრილი 22, 2025
მთავარიშენი ექიმიბავშვების ხილფაფებში ტყვია აღმოაჩინეს - FDA-მ მწარმოებლებს კონკრეტული მოთხოვნა წაუყენა

ბავშვების ხილფაფებში ტყვია აღმოაჩინეს – FDA-მ მწარმოებლებს კონკრეტული მოთხოვნა წაუყენა

ბავშვების ხილფაფებში ტყვია აღმოაჩინეს – FDA-მ მწარმოებლებს კონკრეტული მოთხოვნა წაუყენა.

აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ დააწესა კონკრეტული ზღვარი, რომელიც ბავშვთა საკვებში ტყვიის შემცველობის გამოყენებისას მწარმოებლებმა უნდა დაიცვან.

აღსანიშნავია, რომ ამ დადგენილების მიღება პირველად გასული წელს მოითხოვეს, როდესაც აშშ-ში, 2024 წლის ოქტომბრიდან აპრილამდე – ვაშლისა და დარიჩინის პიურის მირთმევის შემდეგ 560-ზე მეტი ბავშვი დაავადდა. პაციენტებს ხილის ფაფის მირთმევის შემდეგ სისხლში, ტყვიის შემცველობა 8-ჯერ ჰქონდათ მომატებული.

ჩატარებულმა ტესტმა აჩვენა, რომ ე.წ.ვაშლის დარიჩინის პიურე კანონით განსაზღვრულზე, 200-ჯერ მეტ ტყვიას შეიცავდა. FDA-ის მიერ დაწესებული შეზღუდვა ასე გამოიყურება – ათას კილოგრამ ბავშვის საკვებში ტყვიის შემცველობა 10 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს. ანუ ბავშვის თხევად ხილში, ბოსტნეულში, მარცვლეულსა თუ პუდინგების 1 ცალ შეკვრაში ტყვიის შემცველობა უნდა იყოს 0.000001 მილიგრამი. მწარმოებლები ვალდებულები არიან დაიცვან FDA-ის მიერ გაცემული ეს წესი, წინააღმდეგ შემთხვევაში – ისინი დაჯარიმდებიან.

 

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  „ეს საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა...“ - რამდენად ადრე იცოდა ჩინეთის მთავრობამ ვირუსის შესახებ და რამდენ ხანს მალავდა ინფორმაციას...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights