სამშაბათი, თებერვალი 11, 2025
მთავარიშენი ექიმი„HMPV საქართველოში უკვე დაფიქსირებულია“ - ექიმმა ვირუსსა და მის საფრთხეებზე ისაუბრა

„HMPV საქართველოში უკვე დაფიქსირებულია“ – ექიმმა ვირუსსა და მის საფრთხეებზე ისაუბრა

კორონავირუსის გავრცელებიდან ხუთი წლის შემდეგ, ჩინეთში ახალი ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. ჩინეთი განიცდის რესპირატორული ვირუსის ინფექციების ზრდას. ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მიზეზი ეპიდემიაა.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” ვირუსსა და მის საფრთხეებზე ისაუბრა.

მისი თქმით, კორონა ვირუსსა და HMPV ვირუსს, იგივე მეტაპნევმო ვირუსს შორის კავშირი არ არის და ის არ გახდება პანდემიის გამოწვევის მიზეზი. მეტაპნევმო საქართველოში უკვე დაფიქსირებულია და საქართველოში თითქმის ყველა ბავშვს ეს ვირუსი უკვე გადატანილი აქვს.

„არანაირი შედარება ამ ვირუსებს შორის (კორონა ვირუსი და HMPV ვირუსი) ამ თვალსაზრისით არ შეიძლება. იმიტომ, რომ კორონა ვირუსის საწინააღმდეგო საშუალება არ ჰქონდა არავის. ეს იყო ვირუსი, რომელიც ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც შეხება გქონდა, ამ ადამიანებში იწვევდა კლინიკურად გამოვლენილს დაავადებებს. ხოლო მეტაპნევმო ვირუსი სრულიად განსხვავებულია. ძალიან ბევრი კვლევაა ჩატარებული, მათ შორის ბავშვებში, სადაც ნაჩვენებია, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ ვირუსის გადატანის მაჩვენებელი 99%-ზე მეტი იყო. იგივეა საქართველოზეც. ამიტომ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ საქართველოში ყველა ბავშვს ეს ვირუსი გადატანილი აქვს. ამიტომ, ამ ბავშვებში იმუნიტეტი არსებობს.

მეორე, HMPV ვირუსი საქართველოში მუდმივად ფიქსირდება. ის ფუფუნება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, ლუგარის ლაბორატორიის, საშუალებას გვაძლევს, რომ მკაცრი მონიტორინგი გვქონდეს არა მარტო გრიპზე, არამედ მეტაპნევმო ვირუსზეც. ყოველკვირეულად გვაქვს ამ ვირუსებზე მონაცემები, თუ რა რაოდენობაა ქვეყანაში. საქართველოში ეს ვირუსი ფიქსირდება, ამას რა თქმა უნდა ვადასტურებთ. ეს ახალი ვირუსი 2001 წელს არის აღმოჩენილი და 25 წლის ისტორია აქვს, მაგრამ არცერთი პერიოდი არ ყოფილა, როდესაც ამ ვირუსს მძიმე დაავადებები გამოეწვიოს ან სერიოზული ეპიდ აფეთქებები.“, – ამბობს პროფესორი,

მისივე ინფორმაციით, 50-ე კვირას ვირუსის 6% დაფიქსირებული, რაც შედარებით მაღალი მაჩვენებელია. ხოლო ბოლო მონაცემებით, 1%-ია დადასტურებულ შემთხვევებში. წინა კვირაში მეტაპნევმო ვირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის ერთი იყო ფილტვების ანთებით გართულებული.

ჩხაიძის განმარტებით, მეტაპნევმო ვირუსი 5 წლიდან 65 წლამდე ასაკში მხოლოდ გაციების სიმპტომით მიმდინარეობს და რაიმე გართულებას ან დაავადებების დატოვებას არ იწვევს. შესაბამისად, აღნიშნული ვირუსი, გარდა კონკრეტული ჯგუფებისა და სეგმენტისა საფრთხეს არ წარმოადგენს.

„ეს ვირუსი ძირითადად იწვევს გაციების მსგავს სიმპტომატიკას. ამ ვირუსს მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლია 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობაში და ასევე იმ ადამიანებში, რომლებსაც ფილტვის ქრონიკული დაავადებები ან ბრონქული ასთმა აქვთ. ხოლო 5-დან 65 წლამდე ასაკში შეუძლია გამოიწვიოს გაციება. ეს იქნება ცხვირიდან გამონადენი, ხველა, დაბალი ტემპერატურა, მაგრამ არა ფილტვის დაზიანება.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კომენტარი ამ მატებასთან დაკავშირებით არის ძალიან მარტივი. ეს არის სეზონური მატება, როდესაც მოიმატა არა მხოლოდ მეტაპნევმო ვირუსმა, არამედ კორონა ვირუსმაც, გრიპმაც და ზოგადად, ჩინეთს არ გამოუცხადებია საგანგებო მდგომარეობა“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძემ სეზონური გრიპის შემთხვევებთან დაკავშირებითაც ისაუბრა:

„საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად მატულობს, თუმცა ეს მატება სტაბილურია. არსებობს მოლოდინი, რომ ზრდა შემდეგი კვირების განმავლობაშიც გაგრძელდება.“

მისივე თქმით, 2024-2025 წლის სეზონზე დაფიქსირებული გრიპის ვირუსის შემთხვევების ზრდა არ არის ისეთი, როგორიც 2 წლის წინ იყო და შარშანდელთან შედარებით, პრაქტიკულად უცვლელია.

როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, დეკემბერში იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით 36 ბავშვი მკურნალობდა. კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ მათგან ვაქცინირებული არც ერთი ყოფილა და აქცენტს ვაქცინაციის აუცილებლობაზე აკეთებს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
ეს შემოთავაზება ტქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის – დასახელდა ზოდიაქოს სამი ნიშანი

ეს შემოთავაზება ტქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის – დასახელდა ზოდიაქოს სამი ნიშანი

11 თებერვალი 2025
სხვადასხვა ტიპის ჭერი – რომელი უნდა ავარჩიოთ სახლისთვის

სხვადასხვა ტიპის ჭერი – რომელი უნდა ავარჩიოთ სახლისთვის

თებერვალი 10, 2025
ლიმონის გაყინვა – ბუნებრივი „ჯანმრთელობის ბომბი“ თქვენს სამზარეულოში!

ლიმონის გაყინვა – ბუნებრივი „ჯანმრთელობის ბომბი“ თქვენს სამზარეულოში!

თებერვალი 10, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
გურგენიანის ჩანჩქერი 40 მეტრი სიმაღლისაა და ნამდვილად ულამაზეს სანახაობას გვთავაზობს

გურგენიანის ჩანჩქერი 40 მეტრი სიმაღლისაა და ნამდვილად ულამაზეს სანახაობას გვთავაზობს

თებერვალი 10, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
სასარგებლოა თუ არა რძემჟავები დილით, საუზმეზე?

სასარგებლოა თუ არა რძემჟავები დილით, საუზმეზე?

თებერვალი 10, 2025
ვივიენ ლი –კარიერა და პირადი ცხოვრება

ვივიენ ლი –კარიერა და პირადი ცხოვრება

თებერვალი 11, 2025
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

10 თებერვალი 2025
თბილისში ერთ-ერთ რესტორანში სროლა იყო

თბილისში ერთ-ერთ რესტორანში სროლა იყო

თებერვალი 10, 2025
ავსტრალიელმა მეცნიერებმა კენგურუს ემბრიონი ხელოვნურად შექმნეს

ავსტრალიელმა მეცნიერებმა კენგურუს ემბრიონი ხელოვნურად შექმნეს

თებერვალი 10, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights