სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმისაქართველოში H1 გრიპის ვირუსის შემთხვევები მატულობს

საქართველოში H1 გრიპის ვირუსის შემთხვევები მატულობს

„საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსის შემთხვევები კვირიდან კვირამდე მატულობს“, – ამის შესახებ იაშვილის საავადმყოფოს დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

გაზრდილია კლინიკებში მიმართვიანობა. ექიმი ამბობს, რომ ქვეყანაში დღეს დომინანტი H1 ტიპის ვირუსია.

მისივე პროგნოზით, პიკური პერიოდი იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

ივანე ჩხეიძე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ, ამ შემთხვევაში, რისკჯგუფში ბავშვები არიან.

“დეკემბრის მეორე ნახევრიდან გრიპი არის, დადასტურებულ შემთხვევებში, პირველ ადგილზე, სიხშირის მიხედვით. ამ საერთო მაჩვენებელში უპირატესი ე.წ. H1 ტიპის ვირუსია – პანდემიური ვირუსი, “ღორის გრიპის” სახელით ცნობილი. საქართველოში, გვაქვს გრიპის შემთხვევების ყოველკვირეული მატება, მოლოდინია, რომ ეს მატება გაგრძელდება, შემდეგი კვირების განმავლობაში და, ალბათ, იანვარში მიაღწევს თავის პიკს.

გრიპისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა – 38 და მეტი, გრიპს ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ხველა, საერთო სისუსტე, უმადობა, ყველაფერი ეს, ჯამში, ხდება მდგომარეობის სიმძიმის მიმანიშნებელი.დღეს საქართველოში, ვირუსი, რომელსაც შეუძლია ანალოგიური სიმპტომატიკის გამოწვევა, არ არსებობს.

ყველა ის ვირუსი, რომელიც ფიქსირდება გრიპის ვირუსთან ერთად, ამ ვირუსების რიცხვი საკმაოდ მაღალია, მათი მიმდინარეობა არ არის ასე მძიმე. განსაკუთრებით, ეს მნიშვნელოვანია 2 წლამდე ბავშვებისთვის – ეს არსი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფი. უმჯობესია, პირველივე დღიდანვე იყოს პედიატრი, ან ოჯახის ექიმი ჩართული ბავშვის მართვაში.

ნოემბრის პირველი ნახევრიდან დაწყებული, ვაქცინაციის ჩატარება არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრევენციული საშუალება. როდესაც ვაქცინაციის საკითხის დგას, პირველ რიგში, რისკ ჯგუფში არის ექვსი თვიდან ხუთ წლამდე ბავშვები.

ვისთანაც არ ჩატარებულა ვაქცინაცია, რეკომენდაცია რჩება სტანდარტული, ეს არის ნიღბების ტარება, დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა, ოთხების ხშირი განიავება და რაც მთავარია, კონტაქტების თავიდან აცილება”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  საჭიროა მხოლოდ 4 ინექცია - „ალერგია შეიძლება დასრულდეს“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights