სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროჯანდაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები განიხილეს. მხარეებმა, სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს

ჯანდაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები განიხილეს. მხარეებმა, სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს

ჯანდაცვის მინისტრი ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიის (AACI) უფროს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ და კრესო ანტონიო პალისკამ, ქვეყანაში, ჯანდაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები განიხილეს. მხარეებმა, სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ AACI, მთელს მსოფლიოში, ჯანდაცვის ორგანიზაციების აკრედიტაციისა და სერტიფიცირების მიმართულებით მუშაობს.

როგორც ორგანიზაციის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო 2 წლის განმავლობაში, საქართველოში, ჰოსპიტალურ სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რამაც თავის მხრივ მომსახურების ხარისხი და მის მიმართ სანდოობა გაზარდა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიასთან და მის ექსპერტებთან თანამშრომლობა, საქართველოში, კიდევ უფრო განავითარებს ჰოსპიტალურ სექტორს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყების პრიორიტეტი თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის უფლების დაცვაა და მათ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული სამედიცინო სერვისის უზრუნველყოფაა, რასაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან პარტნიორობა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ჯავახაძე.

#drpkhakadze #აქხარისხია

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  კონკურენციის სააგენტომ ოთხი ფარმაცევტული კომპანია ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით შეთანხმებული ქმედების გამო, ჯამში, 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights