ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

0
49
#post_seo_title

ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

1. დაავადების განმარტება, სინონიმები, კლასიფიკაცია და ტერმინოლოგია „ეპილეფსია“ წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან „epilambanein“ და ნიშნავს „მოულოდნელად შეპყრობას“. იგი შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის, სქესის, რასისა და სოციალური ფენის ადამიანს.
სინონიმებია: „ჰერკულესის დაავადება“, „კომიტეტის დაავადება“, „ღვთაებრივი
დაავადება“, „ვარსკვლავთა დაავადება“, „მთვარის დაავადება“, „დემონური დაავადება“
და სხვა. საქართველოში: „ბნედა“, „მტერდაცემა“, „ავი ზნე“, „კრუნჩხვა“, „ცისად-ცისად
გუემულება“.
განსაზღვრება: ეპილეფსია თავის ტვინის ქრონიკული ნევროლოგიური დაავადებაა.
დეფინიცია (ILAE 2015) – ეპილეფსია თავის ტვინის დაავადებაა იმ შემთხვევაში, თუ
სახეზეა:
1. ორი არაპროვოცირებული გულყრა, რომელიც აღმოცენდება 24 საათზე მეტი
ინტერვალით
2. ერთი არაპროვოცირებული (ან რეფლექსური) გულყრა, მაგრამ შემდეგი 10 წლის
განმავლობაში გულყრების განვითარების ისეთივე მაღალი რისკი (60%), როგორც ორი
არაპროვოცირებული გულყრის შემდგომ პერიოდში.
3. ეპილეფსიური სინდრომი.
ეპილეფსიის კლინიკური ნიშანია არაპროვოცირებული ეპილეფსიური გულყრები.
ეპილეფსიური გულყრის ბიოლოგიური საფუძველია თავის ტვინის ნეირონების
ნორმალური აქტივობის დარღვევა და პაროქსიზმული განტვირთვების აღმოცენების
შედეგად პათოლოგიური მოქმედების რეჟიმში გადართვა, რაც კლინიკურად ვლინდება
განმეორებითი ეპილეფსიური გულყრით, ხოლო ელექტროენცეფალოგრაფიულად –
სპეციფიკური პაროქსიზმული ცვლილებებით.
ეპილეფსიური გულყრის მახასიათებლებია – სტერეოტიპურობა და განმეორებადობა.
ეპილეფსიური გულყრა შეიძლება იყოს კრუნჩხვითი ან არაკრუნჩხვითი.
ეპილეფსიური გულყრების საერთაშორისო კლასიფიკაციით გამოყოფილია გულყრის ორი
ძირითადი ტიპი – ფოკალური და გენერალიზებული.
ფოკალური ეპილეფსიური გულყრა – პაროქსიზმული აგზნება მოიცავს ერთ ჰემისფეროს, შესაძლოა, გავრცელდეს თავის ტვინის სხვა უბნებზე და გადაიზარდოს კრუნჩხვი გულყრაში.
მარტივი ფოკალური გულყრა: შეტევა მიმდინარეობს ნათელი ცნობიერების ფონზე.
რთული ფოკალური გულყრა: შეტევა მიმდინარეობს დათრგუნული ცნობიერების
ფონზე.
გენერალიზებული ეპილეფსიური გულყრა – პაროქსიზმული აგზნება სწრაფად
ვრცელდება ან ერთდროულად აღმოცენდება ორივე ჰემისფეროში.
აბსანსი (ლათ. „absentia“ – „აქ არ ყოფნა“): ცნობიერების წამიერი (5-10 წმ) გამოთიშვა,
რომელსაც ეეგ-ზე თან ახლავს განტვირთვების სპეციფიკური ტიპი – 3 პიკტალღა/წამში.
ატიპიური აბსანსი: ცნობიერების წამიერი (5-10 წმ) გამოთიშვა, რომელსაც ეეგ-ზე
განტვირთვების სპეციფიკური ტიპის (3 პიკ-ტალღა წამში) ნაცვლად თან ახლავს
განსხვავებული პაროქსიზმული ფენომენები (არარეგულარული პიკ-ტალღოვანი
აქტივობა, პოლიპიკ-ტალღოვანი პაროქსიზმები, გულყრისას საწყისი
მახვილტალღოვანი 10-20 რხევა/წამში რიტმი და სხვ.).

ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა – გაიდლაინი

ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა | შენი ექიმი

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ