გრიპი – ძირითადი გზავნილები

0
550
სეზონურ ვირუსებთან ერთად H1N1 გააქტიურდა
#post_seo_title

გრიპი – ძირითადი გზავნილები

გრიპი ჩვეულებრივ  მსუბუქად მიმდინარე დაავადებაა და უმეტესად ახასიათებს სწრაფი გამოჯანმრთელება. მიუხედავად ამისა, ეს გადამდები რესპირატორული დაავადება, რომელიც გამოწვეულია გრიპის ვირუსით, ზოგჯერ შესაძლოა გახდეს მძიმე დაავადებისა და სიკვდილის მიზეზი.

არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში გრიპის ვირუსი და უბრალო გაციება. გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევაში უყურადღებობას შესაძლოა მოჰყვეს გართულებები და ლეტალური შედეგიც კი, ამიტომ ავადმყოფმა სიმპტომების აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

გრიპის თავიდან აცილების საუკეთსო საშუალებაა ვაქცინაცია. გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, შესაბამისად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საჭიროა ყოველწლიურად. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გრიპის  სეზონი ჩვეულებრივ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში (ყოველი წლის მე-40 კვირიდან მომდევნო წლის მე-20 კვირამდე – დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით აღწევს) დგება, შესაბამისად ოქტომბერი არის საუკეთესო დრო გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის.

  • გრიპის ვირუსი შეიძლება სწრაფად გავრცელდეს ხველის ან ცემინებისას, როცა ვირუსი წვეთებად გაიფრქვევა ჰაერში. ის ასევე შეიძლება გავრცელდეს დაბინძურებული ხელებით ან  ზედაპირებით.
  • გრიპი ადამიანთა უმეტესობას გადააქვს  მსუბუქად და არ ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება ან ანტივირუსული მედიკამენტები. გრიპის მძიმე შემთხევებისას შესაძლებელია    მკურნალობა ჩატარდეს გრიპის საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტივირუსული მედიკამენტებით და არა ანტიბიოტიკებით, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.
  • მსუბუქი სიმპტომების მქონე ადამიანები სასურველია დარჩნენ სახლში, მოსვენებულ მდგომარეობაში, დალიონ დიდი რაოდენობით წყალი, მიიღონ ნოყიერი საკვები და მოერიდონ კონტაქტს სხვებთან. თუ სიმპტომები დამძიმდება – მიმართეთ ექიმს.
  • გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა  და გრიპის პრევენციის ძირითადი საშუალებაა, რომელიც ამცირებს ეპიდემიის მასშტაბებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულია ჯანდაცვის მუშაკებისა და გრიპის სერიოზული გართულებების განვითარების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების  ვაქცინაცია, ყოველ წელს, გრიპის სეზონის დაწყებამდე.

2018-19 წლების გრიპის სეზონისათვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისათვის სახელმწიფოს მიერ მაღალ რისკ ჯგუფებად განისაზღვრა:

  • ორსულები;
  • 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულნი;
  • დიალიზზე მყოფი პირები;
  • ბავშთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადარნი და მათი მომსახურე პერსონალი;
  • C ჰეპატიტით დაავადებული პირები, რომლებიც გადიან ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობის კურსს;
  • აივ ინფიცირებული პირები;
  • სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების სამსახურების თანამშრომლები.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ