კორონავირუსები მოიცავს ვირუსთა დიდ ოჯახს, რომლებიც ძირითადად იწვევენ შედარებით მსუბუქად მიმდინარე სეზონურ რესპირატორულ დაავადებებს. დაავადებას ახასიათებს ცხელება, ხველა და სუნთქვის უკმარისობა.
ზოგიერთი კორონავირუსი ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, ზოგი კი არა.
დაავადებას ახასიათებს ცხელება, ხველა და სუნთქვის უკმარისობა. ამასთან ერთად,
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, კორონავირუსების ზოგიერთი
წარმომადგენლის მიერ გამოწვეულ იქნა ისეთი დაავადებები როგორიცაა მძიმე მწვავე
რესპირატორული სინდრომი (SARS) და შუა აღმოსავლეთის რესპირატორული
სინდრომი (MERS).
მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS) ეპიდემიოლოგია დაავადების გამომწვევია SARS კორონავირუსი. იგი პირველად აღმოჩენილი იქნა აზიაში, 2003 წლის თებერვალში, თუმცა რეტროსპექტული კვლევით დადგინდა, რომ დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 2002 წლის ნოემბერში – გუანგდონგის პროვინციაში (ჩინეთი). მომდევნო რამდენიმე თვეებში, დაავადება გავრცელდა ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში.
საქართველოში SARS-ის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთადერთი შემთხვევა დაფიქსირდა 2003 წელს – რუსეთში, ჩინეთის საზღვართან ახლოს. სულ, 26 ქვეყანაში 8098 შემთხვევა, მათ შორის 774 (9.55%) გარდაცვალება დაფიქსირდა. სხვა რესპირატორული ვირუსების მსგავსად, მასაც ახასიათებს >38° ტემპერატურა, თავის და კუნთების ტკივილი, ზოგადი სისუსტე.
მასალის გამოყენების პირობები