კვირა, დეკემბერი 8, 2024
მთავარიშენი ექიმითავის ტვინის ტრავმული დაზიანების გრძელვადიანი შედეგები

თავის ტვინის ტრავმული დაზიანების გრძელვადიანი შედეგები

თავის ტვინის ტრავმას, მსუბუქ შემთხვევებშიც კი, შეიძლება სერიოზული შედეგები მოყვეს. მან, ასევე, შეიძლება გაზარდოს ისეთი ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარების  რისკი, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება, პარკინსონის დაავადება და ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათია.

თავის ტვინის ტრავმის დაუყოვნებელი ეფექტები

  • ტვინის შერყევის სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,
    დაბნეულობა, გულისრევა
  • ცნობიერების დაკარგვა
  • თავის ქალას მოტეხილობები და ქალასშიდა სისხლდენა
  • ტვინის დაზიანებული რეგიონის მიხედვით, კოგნიტური, მოტორული და სენსორული ფუნქციების დაქვეითება.

გრძელვადიანი შედეგები 

თავის ტრავმული დაზიანების გრძელვადიანი შედეგები შეიძლება დაკავშირებული იყოს ხანგრძლივ უნარშეზღუდულობასთან, კოგნიტურ/ემოციურ ცვლილებებთან, ისევე, როგორც ბევრ სხვა სამედიცინო პრობლემასთან და მკვეთრად უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე.

ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგაც კი, თავის ტრავმაგადატანილ ადამიანებს აქვთ შემცირებული სიცოცხლის ხანგრძლივობა და სხვადასხვა მიზეზით გარდაცვალების მომატებული რისკი ზოგადად მოსახლეობასთან შედარებით. მათ მეტად ემუქრებათ ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები, უნარშზღუდულობა, უმუშევრობა, ნარკოტიკებზე დამოკიდებულება და განიცდიან ცხოვრებით კმაყოფილების შეგრძნების შემცირებას.

თავის ტრავმის შესაძლო გრძელვადიანი შედეგები შეიძლება იყოს:

  • კოგნიტური დეფიციტი – დაქვეითებული მეხსიერება, ყურადღება და პრობლემების მოგვარების უნარი
  • მოტორული დარღვევები – დამბლა, ტრემორი, კოორდინაციის დარღვევა
  • სენსორული დარღვევები – მხედველობის, სმენის, წონასწორობის პრობლემები
  • კომუნიკაციის პრობლემები- აფაზია (მეტყველების მოშლა)
  • ემოციური/ქცევითი ცვლილებები – დეპრესია, შფოთვა, აგრესია
  • მეტაბოლური პროცესების დარღვევა და ჰორმონალური დისბალანსი
  • ნეიროდეგენერაციული დაავადებების გაზრდილი რისკი.

სულ უფრო მზარდი მტკიცებულებების მიხედვით, თავის ტვინის ტრავმული დაზიანება ზრდის ისეთი ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება, პარკინსონის დაავადება და ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათია.

კვლევები აჩვენებს, რომ თავის ზომიერი და მძიმე ტრავმული დაზიანება, საწყისი ტრავმიდან წლების შემდეგ, მნიშვნელოვნად (2.3-დან 4.5-ჯერ) ზრდის დემენციის, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს. 

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ქალა-ტვინის მსუბუქი სახის დაზიანებამაც კი, შეიძლება, დროთა განმავლობაში, კოგნიტური დაქვეითების განვითარებას შეუწყოს ხელი.

მზარდი მტკიცებულებები ასევე აჩვენებს, რომ თავის ტვინის ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს მეორადი დაზიანების პროცესების მთელი კასკადი, რომელიც მოიცავს ოქსიდაციურ სტრესს, ნეიროანთებას, მიტოქონდრიულ დისფუნქციას და ნეირონების აღდგენის მექანიზმების დაქვეითებას. 

ტრადიციული მედიცინა ძირითადად ფოკუსირებულია თავის ტრავმის შემდეგ პაციენტის სტაბილიზაციაზე და მწვავე სიმპტომების მართვაზე; ის არ განიხილავს   მეტაბოლურ, ანთებით და ოქსიდაციურ პროცესებს, რომლებიც საწყისი ტრავმის შემდეგ, ტვინის მეორადი დაზიანების და ნეიროდეგენერაციის ძირეულ მიზეზებად ითვლება. თუმვა, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ თუ არ მოხდა ამ უჯრედულ პათოლოგიურ პროცესებზე ფოკუსირება, მათ შეიძლება პროგრესირებადი ნეიროდეგენერაცია გამოიწვიონ. არსებული მონაცემების საფუძველზე, ტვინის დაზიანების ამ ძირეული მექანიზმების იდენტიფიცირებით და მკურნალობით, შესაძლებელია ტრავმის შემდგომი ნეიროდეგენერაციული და სხვა პათოლოგიების განვითარების რისკების მკვეთრად შემცირება.

ფუნქციური მედიცინის ინტერვენციები მიმართულია ნეიროდეგენერაციის პრევენციაზე და  გულისხმობს ოქსიდაციური სტრესის, ექსციტოტოქსიკურობის, ანთების შემცირებას და მიტოქონდრიული ფუნქციის გაუმჯობესებას, მემბრანის აღდგენას და ნეირონების რეგენერაციას.

ეს ინტერვენციებია:

1. კვებითი ჩარევები

ანთების საწინააღმდეგო დიეტა (ხმელთაშუა ზღვის, პალეო და ა.შ.)

ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების, ანტიოქსიდანტების (ვიტამინები C, E, კაროტინოიდები)

მიტოქონდრიის დამხმარე ნუტრიენტების (CoQ10, ალფა-ლიპოის მჟავა, L-კარნიტინი) ჩართვა კკვების რეჟიმში.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები:

  • თევზი: სკუმბრია, ორაგული, ქაშაყი, სარდინი, ტუნა
  • თესლეული: სელის თესლი, ჩია

ვიტამინი C:

  • ციტრუსები: ფორთოხალი, გრეიპფრუტი, ლიმონი
  • კენკრა: მარწყვი
  • ბოსტნეული: წიწაკა, ბროკოლი, კომბოსტო

ვიტამინი E:

  • თხილეული: ნუში, მზესუმზირა
  • მცენარეული ზეთები: მზესუმზირის ზეთი
  • მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული: ისპანახი

კაროტინოიდები:

  • ყვითელი და ნარინჯისფერი ბოსტნეული: სტაფილო, გოგრა, ტკბილი კარტოფილი
  • მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული: ისპანახი, კეილი

CoQ10:

  • ხორცი: საქონლის ხორცი, ღვიძლი
  • თევზი: სარდინი, ორაგული
  • თხილეული: ფისტა

ალფა-ლიპოის მჟავა:

  • წითელი ხორცი
  • ბოსტნეული: ისპანახი, ბროკოლი, პომიდორი

L-კარნიტინი:

  • წითელი ხორცი: ცხვრის ხორცი, საქონლის ხორცი
  • რძის პროდუქტები: რძე, ყველი

2. ნუტრაცევტული და მცენარეული საშუალებები

კურკუმინი, რესვერატროლი, მწვანე ჩაის ექსტრაქტი – ამცირებს ანთებას/დაჟანგვას.

ლომის მანის სოკო, ბაკოპა – ხელს უწყობს ნეიროგენეზს.

3. ცხოვრების წესის ცვლილებები

ვარჯიში (აერობული და წინააღმდეგობის ვარჯიში)

სტრესის მართვა – მედიტაცია, იოგა, სუნთქვითი ვარჯიშები.

ადეკვატური ძილი

4. ახალი თერაპიები 

ჰიპერბარიული ჟანგბადის თერაპია – ზრდის ტვინის დაზიანებულ ქსოვილებში ზრდის ჟანგბადის მიწოდებას, ამცირებს ოქსიდაციური სტრესს და ანთებას, რომლებიც მეორადი დაზიანების პროცესების გამომწვევია.

ის ასევე ხელს უწყობს ნეიროპლასტიურობას, ასტიმულირებს ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას და აძლიერებს მიტოქონდრიულ ფუნქციას, რითაც ხელს უწყობს ნეირონების შეკეთებას და რეგენერაციას თავის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდეგ.

ფოტობიომოდულაცია – ამცირებს ანთებას, ასტიმულირებს მიტოქონდრიებს და ხელს უწყობს ნეირონების შეკეთებას, აღადგენს მეტაბოლურ წონასწორობას და გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს შეუწყობს ტვინის ჯანმრთელობას და მის ოპტიმალურ ფუნქციონირებას.

ყურადღება:

წინამდებარე ინფორმაცია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვისაა განკუთვნილი. იგი არ წარმოადგენს და არ ანაცვლებს პროფესიონალურ სამედიცინო რჩევას, დიაგნოზს ან მკურნალობას. ნებისმიერი სამედიცინო საკითხის ან მდგომარეობის შესახებ კითხვების ან ეჭვების შემთხვევაში, ყოველთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან სხვა კვალიფიციურ სამედიცინო სპეციალისტს. არასოდეს უგულებელყოთ პროფესიონალური სამედიცინო რჩევა ან დააყოვნოთ მისი მიღება აქ წაკითხული ინფორმაციის გამო. თუ თქვენ გაქვთ გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სასწრაფო სამედიცინო დახმარებას

გამოყენებული რესურსები:

https://www.ninds.nih.gov/health-information/disorders/traumatic-brain-injury-tbi

https://www.nichd.nih.gov/health/topics/tbi/conditioninfo/effects

https://jnnp.bmj.com/content/90/11/1221

https://health.mil/Reference-Center/Publications/2023/06/16/Neurodegenerative-Diseases-and-Traumatic-Brain-Injury-Information-Paper

https://health.mil/Reference-Center/Publications/2023/06/16/Neurodegenerative-Diseases-and-Traumatic-Brain-Injury-Information-Paper

https://www.alz.org/alzheimers-dementia/what-is-dementia/related_conditions/traumatic-brain-injury

https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/28874921/

https://www.cdc.gov/traumaticbraininjury/pdf/moderate_to_severe_tbi_lifelong-a.pdf

https://www.thelancet.com/journals/laneur/article/PIIS1474-4422(23)00241-7/abstract

https://hms.harvard.edu/news/brain-injury-increases-risk-cardiovascular-disease

https://www.massgeneralbrigham.org/en/about/newsroom/press-releases/tbi-under-recognized-as-risk-factor-for-cardiovascular-disease

https://www.cdc.gov/traumaticbraininjury/data/index.html

https://www.ninds.nih.gov/current-research/focus-disorders/focus-traumatic-brain-injury-research

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC7530840/

https://www.brainline.org/article/what-impact-will-moderate-or-severe-tbi-have-persons-life

https://healthcare.utah.edu/healthfeed/2021/12/long-term-effects-of-traumatic-brain-injury

https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/31480294/

https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC7699702/

https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC9604531/

https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC8746812/

https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC8445631/

https://medicine.yale.edu/news-article/high-intensity-exercise-can-reverse-neurodegeneration-in-parkinsons-disease/

https://www.nature.com/articles/s41598-022-15565-0

https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC9366035/

https://www.thewellnesslab.com/hyperbaric-oxygen-and-the-brain/

https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC8533945/

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ბოზკაადა თურქეთის ბიუჯეტური კუნძულია

ბოზკაადა თურქეთის ბიუჯეტური კუნძულია

6 December, 2024
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთათვის შემდეგი 10 წელი დაუჯერებლად კარგი იქნება

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთათვის შემდეგი 10 წელი დაუჯერებლად კარგი იქნება

7 დეკემბერი 2024
სამი საახალწლო დეკორაციის ხრიკი: მარტივად შექმენით ჯადოსნური ატმოსფერო

სამი საახალწლო დეკორაციის ხრიკი: მარტივად შექმენით ჯადოსნური ატმოსფერო

დეკემბერი 7, 2024
როგორ შევინახოთ გარჩეული ნიგოზი – ამ მეთოდით ინახება 1 წლამდე

როგორ შევინახოთ გარჩეული ნიგოზი – ამ მეთოდით ინახება 1 წლამდე

დეკემბერი 5, 2024
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ბეთჰოვენის დნმ მიიღეს და მისი ცხოვრების იდუმალი დეტალები გამოავლინეს

ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ბეთჰოვენის დნმ მიიღეს და მისი ცხოვრების იდუმალი დეტალები გამოავლინეს

დეკემბერი 4, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
სამარხვო რეცეპტი საახალწლო სუფრისთვის

სამარხვო რეცეპტი საახალწლო სუფრისთვის

დეკემბერი 7, 2024
საიდან იწყება ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია

საიდან იწყება ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია

დეკემბერი 7, 2024
ქვეყნები, სადაც ახალი წელი მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი გახდება

ქვეყნები, სადაც ახალი წელი მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი გახდება

7 დეკემბერი 2024
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მუშაობას 14 დეკემბერს განაახლებს — თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მუშაობას 14 დეკემბერს განაახლებს — თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

დეკემბერი 7, 2024
2024 წლის ოქტომბერში საქართველოში მშენებლობის ღირებულება გაიზარდა

2024 წლის ოქტომბერში საქართველოში მშენებლობის ღირებულება გაიზარდა

დეკემბერი 7, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights