ტრავმული პაციენტის საექთნო მართვის პრინციპები – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

0
32
#post_seo_title

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა (EBRD) და ვიანის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა 16 მიმართულების ლიტერატურა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ტომად არის წარმოდგენილი, ჯამში 27 წიგნი.

სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.

წიგნში მოცემული მასალა მიზნად ისახავს თანამედროვე, დასავლური,
პროფესიული ინფორმაციის მიწოდებასა და მათი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის გაუმჯობესებას.

ექთნები დღეს უნდა გაიზარდონ და განვითარდნენ, მკვეთრად ცვალებადი ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამისათვის, საკითხავ ტექსტს თან სადისკუსიო კითხვები და სავარჯიშოები ერთვის, რომელიც ჯგუფური მეცადინეობისას შესაძლოა ნაყოფიერი აღმოჩნდეს.

ტრავმული პაციენტის საექთნო მართვის პრინციპები

ბიომექანიკა და დაზიანების მექანიზმი

ტერმინები „ბიომექანიკა“, „კინემატიკა“ და „დაზიანების მექანიზმი“ ხშირად ერთმა ნეთის ნაცვლად გამოიყენება, თუმცა, რეალურად, სხვადასხვა მნიშვნელობა აქვთ. ფართო გაგებით, ბიომექანიკა არის „სწავლება ძალის მოქმედებისა და მისი ეფექტების შესახებ“.
კინემატიკა კი მექანიკის (ენერგიის გადაცემა) ნაწილია, რომელიც სწავლობს სხეულთა
მოძრაობას მათზე მოქმედი ძალებისა და მასის გათვალისწინების გარეშე.
დაზიანების მექანიზმი წარმოადგენს იმ მექანიზმების ერთობლიობას, რომელთა ზემოქმედების შედეგადაც გარემოდან სხეულზე ენერგიის გადაცემა ხდება (მაგ., მექანიკური ენერგიის გადაცემა ავტომანქანის შეჯახების შედეგად, ელექტრული ენერგიის გადაცემა ჩამრთველიდან ან ქიმიური ენერგიის გადაცემა მჟავასთან კონტაქტის შედეგად).

ენერგია ეწოდება აგენტს, რომელიც იწვევს დაზიანებას. ენერგიის წყაროებია: მექანიკური/კინეტიკური, თერმული, ქიმიური, ელექტრული, დასხივება. დახრჩობა წარმოადგენს განსაკუთრებულ გარემოებას, როდესაც დაზიანების და/ან სიკვდილის გამომწვევი მიზეზი არის ოქსიგენაციის ნაკლებობა (იხ. ცხრილი 1.1, 1.2). მექანიკური ენერგია დაზიანების ყველაზე ხშირი მიზეზია, მაგ., ავტოავარიის, სიმაღლიდან ვარდნის, ნაკვეთი ან ცეცხლნასროლი ჭრილობის დროს.

202306072643-34ტრავმული-პაციენტი-10.02.2020

ტრავმული პაციენტის საექთნო მართვის პრინციპები - სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის | შენი ექიმი

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ