- სიბრმავე
- თირკმლის უკმარისობა
- გულის შეტევა
- ინსულტი
- ქვედა კიდურების ამპუტაცია
14 ნოემბერი – დიაბეტის მსოფლიო დღე მნიშვნელოვანი შეხსენება მთელი პროგრესული კაცობრიობისათვის, რომ ამ დაავადების გავრცელების ზრდამ უკვე სტაბილური ხასიათი მიიღო.
დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის თაოსნობით დიაბეტის მსოფლიო დღე აერთიანებს 145-ზე მეტ ქვეყანას და მოიცავს მილიონობით ადამიანს შაქრიანი დიაბეტისა და მისი გართულებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.
დიაბეტის მსოფლიო დღის აღნიშვნა მოიცავს ამ დაავადებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს და მიუთითებს სამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, ექიმებს, ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რათა დიაბეტით დაავადებულთა მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალონ.
დიაბეტის მსოფლიო დღე, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1991 წლიდან აღინიშნება. 2006 წელს გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 14 ნოემბერი ოფიციალურად აღიარა დიაბეტის მსოფლიო დღედ (2006 წლის 20 დეკემბრის სპეციალური რეზოლუცი A/RES/61/225). რეზოლუციაში გენერალური ასამბლეის მიერ შემოთავაზებულია გაეროს წევრი ქვეყნებისთვის დიაბეტთან ბრძოლის ეროვნული პროგრამების შემუშავება და დაავადებულ ადამიანებზე ზრუნვა.
დიაბეტის მსოფლიო დღის ლოგო – ცისფერი წრე – დიაბეტის გლობალური სიმბოლოა, რომელიც დიაბეტზე ინფორმირებულობის გაზრდის კამპანიის ფარგლებში შეიქმნა. ემბლემა გაეროს რეზოლუციით მიღებულ იქნა 2007 წელს. რგოლი არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სიმბოლო; ცისფერი ფერი გამოხატავს ცას, რომელიც სხვადასხვა ერებს აერთიანებს და, ამასთან, გაერთიანებული ერების დროშის ფერია; რგოლი კი დიაბეტური საზოგადოების ერთიანობის ნიშანია. დიაბეტის მსოფლიო დღის ლოგო გამოხატავს დიაბეტის საზოგადოების ერთიანობას დაავადების პანდემიის წინააღმდეგ.
მიხეილ სარჯველაძემ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებთან გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებზე იმსჯელა
კვლევამ აჩვენა, რომ COVID-19 მნიშვნელოვნად ზრდის ტიპი 2 დიაბეტის რისკს ბავშვებში
დიაბეტის განკურნება შესაძლებელია! – პირველად მსოფლიოში, პირველი ტიპის დიაბეტი ღეროვანი უჯრედებით უკუაქციეს
დიაბეტის მართვა, წონის დაკლება და ალცჰაიმერის პრევენცია: GLP-1 აგონისტების ახალი ერა
მწარე პოლიფენოლებმა მცენარეულ საკვებში შეიძლება შეამცირონ სიმსუქნისა და დიაბეტის რისკი
„ჭკვიანი ინსულინი“ დიაბეტის მართვას გაადვილებს
დიაბეტური თირკმელი – ქუთაისის „ჯანმრთელობის ორგანიზაციის“ ექიმის რეკომენდაციები
მეცნიერებმა ისტორიაში პირველად პაციენტი დიაბეტისგან განკურნეს
დიაბეტური ტერფი – დაავადება აზიანებს რბილ ქსოვილებს, სახსრებს და ჩნდება წყლულის სახით
დიაბეტური რეტინოპათია – თვალის ბადურის სისხლძარღვების დაზიანება, რომელიც ჩნდება დიაბეტის დროს
დიაბეტური ნეიროპათია წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის გართულებას, რაც იწვევს პაციენტის ნერვული სისტემის დაზიანებას
ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მართვა – საინფორმაციო ბუკლეტი (დიაბეტის მართვა)
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მართვა – საინფორმაციო ბუკლეტი (დიაბეტის მართვა)
დიაბეტის პრევენცია – საინფორმაციო ბუკლეტი (ჯანმრთელობის პრევენცია)
დიაბეტის მართვა – საინფორმაციო ბუკლეტი (ქრონიკული დაავადებები)
ქრონიკული დაავადებების მართვა სახლის პირობებში – საინფორმაციო ბუკლეტი (ჯანდაცვა სახლის პირობებში)
ქრონიკული დაავადებების მართვა სახლში – საინფორმაციო ბუკლეტი (ამბულატორიული მოვლა)



