პაციენტის უფლებები
საქართველოს კანონის ,,პაციენტის უფლებების შესახებ’’ თანახმად, თქვენ, როგორც პაციენტს, გაქვთ შემდეგი უფლებები:
• საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს, სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
• პაციენტის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, გენეტიკური მემკვიდრეობის, რწმენისა და აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის ან პირადული უარყოფითი განწყობის გამო აკრძალულია.
• პაციენტს უფლება აქვს მეორე აზრის მოსაძიებლად დაუბრკოლებლად მიმართოს სხვა ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას.
• პაციენტს უფლება აქვს, აირჩიოს და ნებისმიერ დროს შეიცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი.
• სახელმწიფო იცავს პაციენტის უფლებას სამედიცინო მომსახურებაზე, რომლის გადაუდებლად განხორციელების გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება.თუ პაციენტი გადაუდებლად საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას, რომლის გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, ხოლო სამედიცინო მომსახურების გამწევს არ აქვს შესაძლებლობა, აღმოუჩინოს პაციენტს ასეთი მომსახურება, იგი ვალდებულია, მიაწოდოს პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს სრული ინფორმაცია, თუ სად შეიძლება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღება.
• საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმყოფება სხვა სახელმწიფოში, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში, ჯანმრთელობის დაცვის უფლება გარანტირებული აქვთ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, ხოლო მათი არარსებობისას მოქმედებს იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც პირი იმყოფება. წინასწარ გაეცნოთ და შეუზღუდავად გამოიყენოთ ყველა მონიჭებული უფლება;
• მიიღოთ ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების არსებული რესურსებისა და მათი მიწოდების სახეების, საფასურისა და ანაზღაურების ფორმების შესახებ;
• ისარგებლოთ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით;
• უზრუნველყოფილი იქნეს თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის ჩართულობა მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
• დაცული იქნეს თქვენს სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობა;
• პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კომპენსაცია.
• უარი განაცხადოს რომელიმე კონკრეტული სახის ან, ზოგადად, სამედიცინო მომსახურების მიღებაზე და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს აღნიშნულს;
• გამოთქვას უკმაყოფილება ან/და შენიშვნები გაწეული მომსახურების თაობაზე.
• მოითხოვოს წერილობითი პასუხი.
• მოითხოვოს, რომ ოჯახის წევრისათვის/კანონიერი წარმომადგენელისათვის მიწოდებული იქნეს ინფორმაცია (თქვენს კლინიკაში) ვიზიტის შესახებ, ან პირიქით, არ იქნას მიწოდებული მათთვის ასეთი ინფორმაცია;
• მოითხოვოს, რომ არ იქნას გავრცელებული ინფორმაცია ჰოსპიტალში თქვენი ვიზიტის შესახებ.
• გამოიყენოს კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალება, მათ შორის სატელეფონო, ელექტრონული ფოსტა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მკურნალ ექიმს მიაჩნია, რომ აღნიშნული ხელს შეუშლის მკურნალობისა და გამოჯანმრთელების პროცესს;
• მოითხოვოს სამედიცინო დოკუმენტაციის ასლი;
• მიიღოს ადეკვატური მკურნალობა ტკივილის კონტროლისათვის.
თუ მიგაჩნიათ, რომ დარღვეული იქნა ან შეიძლება დაირღვეს თქვენი უფლებები, დარეკეთ პაციენტებთან ურთიერთობის ცხელ ხაზზე, შემდეგ ნომერზე 598435034
საჩივარი შეგიძლიათ, დააფიქსიროთ იმეილის info@accreditation.ge ან ვებ-გვერდის საშუალებით sheniekimi.ge.
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” პაციენტებთან ურთიერთობის კოორდიინატორი: თათია გოჩაძე.