სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიUncategorizedმიხეილ სარჯველაძემ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებთან გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის...

მიხეილ სარჯველაძემ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებთან გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებზე იმსჯელა

ჯანდაცვის სამინისტროში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) სისტემებზე იმსჯელეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ბენეფიციარები უახლესი სისტემებითა და სენსორებით მარაგდებიან.

ამასთან, მათივე ინტერესების გათვალისწინებით, დამატებითი საჭიროებების მიმართულებით უწყება კვლავ აგრძელებს მუშაობას. მიხეილ სარჯველაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მათ, ვინც ინსულინის ტუმბოს (პომპა) იყენებს, სამინისტრო პოპმპასთან თავსებადი CGM სისტემებით უზრუნველყოფს. შეხვედრაზე განიხილეს შაქრიანი დიაბეტის 18 წელს ზემოთ პროგრამაც.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სამინისტროსთვის პრიორიტეტულია პაციენტთა საუკეთესო ინტერესების დაცვა და მათთვის საჭირო სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა, რისთვისაც ყველა შესაძლებლობა იქნება გამოყენებული.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კობა ზურაბიშვილი, დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ჯავახაძე, ექიმები და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რა ხდება მსოფლიოში და რატომ უნდა ვიყოთ მზად საქართველოშიც -  კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights