ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
მთავარიშენი ექიმიყველაფერი ვირუსზე, რომელიც ახლა ბავშვებში ცირკულირებს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს

ყველაფერი ვირუსზე, რომელიც ახლა ბავშვებში ცირკულირებს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს

ბოლო პერიოდში სეზონური ვირუსები განსაკუთრებით გააქტიურდა და უამრავი ადამიანი მაღალ ტემპერატურას, ყელის ტკივილს, ხველასა და რესპირატორული ინფექციებისათვის დამახასიათებელ სხვა სიმპტომებს უჩივის.

არის ბავშვებში გავრცელებული ვირუსი, სახელწოდებით ( კოკსაკი ) რომელიც სახეზე და ხელ-ფეხის მიდამოზე გამონაყარით ვლინდება.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვებში გავრცელებულ კოკსაკის ვირუსს, რომელიც სახეზე და ხელ-ფეხის მიდამოზე გამონაყარით ვლინდება.

კოკსაკის ვირუსი: ინფორმაცია და გავრცელება

კოკსაკის ვირუსი ენტეროვირუსების ჯგუფს ეკუთვნის და მისი იდენტიფიკაცია მოხდა ნიუიორკის შტატში, ქალაქ კოკსაკში. ეს ვირუსები გავრცელებულია ყველგან, თუმცა  სეზონურობა აქვთ ზომიერი კლიმატისა და სუბტროპიკულ ქვეყნებში. კოკსაკის ვირუსი აქტიური არის, განსაკუთრებით ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე.

რისკის ჯგუფები

ძირითადად, 2 წლამდე ასაკის ბავშვები არიან ყველაზე მოწყვლადი, –  40-45% შემთხვევები აღნიშნულ ასაკში აღირიცხება. დაავადების რისკი მკვეთრად მცირდება ძუძუთი კვების დროს. ყველაზე მაღალი რისკი არის 5 წლამდე ბავშვებისთვის.

ვირუსის გადაცემა და სიმპტომები

გადაცემის მექანიზმები

კოკსაკის ვირუსი გადადის დაავადებული ან ვირუსმტარებელი ადამიანისგან. მისი გადაცემის მექანიზმები მოიცავს ფეკალურ-ორალურ, საყოფაცხოვრებო და ჰაერ-წვეთოვან გზებს. ვირუსი შეიძლება გავრცელდეს დაბინძურებულ წყალში, სათამაშოებზე და საყოფაცხოვრებო საგნებზე.

სიმპტომები

კოკსაკის ვირუსი კლინიკურად შეიძლება გამოიხატოს შემდეგი სიმპტომებით:

  • არასპეციფიური ენტეროვირუსული ცხელება: 38.5-40°C-მდე ტემპერატურა, გაღიზიანებადობა, თავის ტკივილი, ღებინება.
  • ხელ-ფეხ-პირის დაავადება: ვეზიკულური გამონაყარი ხელის, ფეხის და პირის ირგვლივ.
  • ჰერპანგინა: ენტეროვირუსული ვეზიკულური ფარინგიტი, რომელიც ხშირად ბაქტერიულ ანგინაში ერევა.
  • ენტეროვირუსული სტომატიტი: სიწითლე და გამონაყარი პირის ღრუს ტერიტორიაზე.
  • ჰემორაგიული კონიუქტივიტი: თვალების ინფექცია.

მკურნალობა და პროფილაქტიკა

კოკსაკის ვირუსული ინფექციების დროს უმჯობესია სიმპტომური მკურნალობა. ანტიბიოტიკოთერაპია ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბაქტერიული ინფექციაა თანდართული.

პროფილაქტიკის წესები

ვაქცინო-პროფილაქტიკა, გარდა პოლიომიელიტის ვირუსისა არ არსებობს. დაავადების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვა:

  • ხშირად დაიბანეთ ხელები საკვების მიღების წინ და ჰიგიენური პროცედურების შემდეგ.
  • სასმელად გამოიყენეთ ბუტილირებული ან ადუღებული წყალი.
  • არ გამოიყენოთ მშრალი ყინული ბავშვებისთვის სასმელების გასაგრილებლად.
  • ყურადღება მიაქციეთ საკვების შენახვის პირობებს.
  • ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილირებამდე შეზღუდეთ ბავშვების შესვლა დაბინძურებულ აუზებში და ქვიშის მოედნებზე.

გამოიყენეთ ერთჯერადი პირადი მოხმარების საგნები (ხელსახოცები, ცხვირსახოცები და ა.შ.) მოხმარებისთანავე ისინი მოათავსეთ დახურულ ნაგვის ყუთებში.
პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვა თქვენ და თქვენს შვილებს თავიდან ააცილებს, როგორც ენტეროვირუსულ ისე უამრავ სხვა ინფექციებსაც.

დასკვნა

პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვა მნიშვნელოვნად შემცირებს როგორც კოკსაკის, ისე სხვა ენტეროვირუსული ინფექციების გავრცელების რისკს. დაიცავით წესები და გაითვალისწინეთ რეკომენდაციები, რათა შეინარჩუნოთ თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

მყუდრო ინტერიერის 4 აუცილებელი შემადგენელი

ნოემბერი 27, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

27 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights