სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმითბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს სასწრაფოს ექიმებმა გული აუმუშავეს

თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს სასწრაფოს ექიმებმა გული აუმუშავეს

თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს სასწრაფოს ექიმებმა გული აუმუშავეს.

ინფორმაცია ამის შესახებ, სოცაიალურ ქსელში ვრცელდება:

“თბილისის მე-4 რაიონული სამსახურის 0431 ბრიგადამ გამოძახება მიიღო – ლოზუნგი-უგონო. თბილისის ერთ-ერთ უბანში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას შუახნის მამაკაცმა გონება დაკარგა. გამოძახების ადგილზე მისულ ბრიგადას საკმაოდ მძიმე სურათი დახვდა. ხალხმრავალ ადგილას, დიდ დარბაზში იატაკზე მწოლიარე უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი. როგორც ბრიგადის ექიმი თეონა ჯიჯიაშვილი იხსენებს, მამაკაცი არ სუნთქავდა, ხოლო მონიტორზე დაფიქსირდა გულის გაჩერება. ბრიგადის ექიმების მიერ ჩატარებული პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად აღდგა სასიცოცხლო პარამეტრები. მონიტორზე დაფიქსირდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით გადაყვანილ იქნა თბილისის ერთ-ერთ სტაციონარში. ექიმ თეონა ჯიჯიაშვილის ინფორმაციით, მოგვიანებით ექიმებმა მოიკითხეს პაციენტის მდგომარეობა და აღმოჩნდა, რომ მამაკაცს ჩაუტარდა კორონარული სტენტირება და მისი გამოჯანმრთელების პროცესი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს.

გვეამაყება: ექიმი – თეონა ჯიჯიაშვილი, უმცროსი ექიმი – გიორგი ჯვებენავა, მძღოლი – ხვიჩა რევაზიშვილი” – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა კაცს გაჩერებული გული აუმუშავეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights