პარასკევი, მარტი 21, 2025
მთავარიშენი ექიმიჩაიტარეთ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რათა დაიცვათ საკუთარი თავი და თქვენთვის ძვირფასი...

ჩაიტარეთ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რათა დაიცვათ საკუთარი თავი და თქვენთვის ძვირფასი ადამიანები

ჩაიტარეთ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რათა დაიცვათ საკუთარი თავი და თქვენთვის ძვირფასი ადამიანები.

18 ოქტომბრიდან ვაქცინაცია უფასოა რისკ-ჯგუფებში შემავალი პირებისთვის.
4 ნოემბრიდან ვაქცინაცია უფასო იქნება ყველა მსურველისთვის.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდან იქნება შესაძლებელი. იგი ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.
დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის სეზონური გრიპის ფართო გავრცელების პერიოდი გვიან შემოდგომა-ზამთარ-ადრე გაზაფხულის სეზონს ემთხვევა. შესაბამისად, შემოდგომიდანვე იწყება გრიპის პროფილაქტიკის პერიოდი. სეზონური გრიპის პირდაპირი პროფილაქტიკის ერთადერთი და ეფექტური საშუალება – სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა.
გრიპის ვირუსებს ცვალებადობის მაღალი უნარი გააჩნიათ და შესაბამისად საჭირო ხდება ყოველწლიურად შეიცვალოს სეზონური ვაქცინის კომპოზიცია – მოსალოდნელი მოცირკულირე შტამების გათვალისწინებით და ვაქცინაცია ჩატარდეს ყოველწლიურად, სეზონური გრიპის ვირუსების აქტიური ცირკულაციის დაწყებამდე. ვაქცინაციიდან ორი კვირის ვადაში ორგანიზმი გამოიმუშავებს იმუნიტეტს იმ კონკრეტული ვირუსების მიმართ, რომელიც გათვალისწინებული იყო სეზონურ ვაქცინაში. გრიპის ვაქცინების მრავალწლიანმა გამოყენებამ აჩვენა მათი მაღალი უსაფრთხოება და ეფექტურობა – განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარე გრიპის რისკის მქონე ჯგუფებში. ვაქცინური ვირუსისა და სეზონის მანძილზე მოცირკულირე გრიპის ვირუსთა თანხვედრისას ავად გახდომის რისკი საგრძნობლად დაბალია, ხოლო მძიმე გართულებების და მათ გამო ჰოსპიტალიზაციის რისკი – უმნიშვნელო.
ჩვეულებრივ, ჯანმრთელი ადამიანები გრიპს გადაიტანენ გართულებისა და მძიმე მიმდინარეობის გარეშე და ყოველგვარი სპეციფიკური სამედიცინო დახმარების გარეშე ერთ კვირაში გამოჯანმრთელდებიან. თუმცა, ზოგიერთი ადამიანისთვის, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადების ან მდგომარეობის მქონეთათვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ყოველწლიურად, გრიპის გართულების რისკის მქონე 200 000 მოქალაქისთვის სრულად უზრუნველყოფს სეზონური გრიპის პროფილაქტიკას. გრიპის სეზონისათვის, ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით, შეძენილია Abbott Biologicals B.V.-ის (ნიდერლანდები) წარმოების ოთხკომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა INFLUVAC.
ვაქცინის შემადგენლობა ეფუძნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ შტამურ შემადგენლობას ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებისთვის და მწარმოებელი პრეკვალიფიცირებულია. ვაქცინა ინაქტივირებულია, განთავსებულია შპრიც-დოზაში და რეკომენდებულია პრაქტიკულად ნებისმიერი ადამიანისთვის, უმნიშვნელო ინდივიდუალური გამონაკლისებით, რომელიც უნდა დადგინდეს იმუნიზაციის დროს, ექიმთან ვიზიტისას.
გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა – სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონეთაგან: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული პერსონალი და სხვ. მათთვის ვაქცინა ხელმისაწვდომია 18 ოქტომბრიდან, ხოლო 2024 წლის 4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მოქალაქეობის მქონე ნებისმიერი პირისთვის 6 თვის ასაკიდან.
გრიპის ვაქცინაცია დასაშვებია ნებისმიერ დროს – ვაქცინის ვარგისიანობის ვადის გათვალისწინებით, თუმცა მისი ეფექტურობა მატულობს ვაქცინაციის შემოდგომაზე, გრიპის ვირუსების აქტიური ცირკულაციის დაწყებამდე ჩატარებისას.
გრიპისმაგვარ სიმპტომატიკას 200-მდე ვირუსი იწვევს. გრიპის ვაქცინა მხოლოდ გრიპის ვირუსებისგან იცავს. დაასწარით გრიპის ვირუსს! დროულად ჩაიტარეთ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია!
ვაქცინა ხელმისაწვდომია იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ შემდეგ დაწესებულებებში
დაწესებულებების ბმული: https://ncdc.ge/…
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო აქტივობა ვენაში ბავშვებთან ერთად ყოფნისას

9 საუკეთესო აქტივობა ვენაში ბავშვებთან ერთად ყოფნისას

20 March, 2025
წყალი მთელი დღით შეწყდება – GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

წყალი მთელი დღით შეწყდება – GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

20 მარტი 2025
იცოდით,რომ მელნისფერი ინტერიერში სიმშვიდისა და ელეგანტურობის შეგრძნებას აღძრავს?

იცოდით,რომ მელნისფერი ინტერიერში სიმშვიდისა და ელეგანტურობის შეგრძნებას აღძრავს?

მარტი 19, 2025
როდის გამოიდარებს საქართველოში – უახლესი პროგნოზი

როდის გამოიდარებს საქართველოში – უახლესი პროგნოზი

მარტი 20, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
გასაოცარი, აუცილებლად სანახავი ადგილიები საქართველოში – უნდა ნახოთ, სანამ ცოცხალი ხართ!

გასაოცარი, აუცილებლად სანახავი ადგილიები საქართველოში – უნდა ნახოთ, სანამ ცოცხალი ხართ!

მარტი 20, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ გავასუფთავოთ მიმწვარი ჭურჭელი

როგორ გავასუფთავოთ მიმწვარი ჭურჭელი

მარტი 20, 2025
საგაზაფხულო სახის ნიღაბი სეზონური ხილისგან

საგაზაფხულო სახის ნიღაბი სეზონური ხილისგან

მარტი 20, 2025
9 თვის შემდეგ დედამიწაზე: ასტრონავტების დაბრუნება კოსმოსური მისიის შემდეგ

9 თვის შემდეგ დედამიწაზე: ასტრონავტების დაბრუნება კოსმოსური მისიის შემდეგ

19 მარტი 2025
ბაგების დასახლებაში, ახალ საავტომობილო ხიდთან არსებული სივრცის კეთილმოწყობა იგეგმება

ბაგების დასახლებაში, ახალ საავტომობილო ხიდთან არსებული სივრცის კეთილმოწყობა იგეგმება

მარტი 20, 2025
როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე

მარტი 20, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights