სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმისაჩხერის სამედიცინო ცენტრში მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების ლაბორატორია გაიხსნა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების ლაბორატორია გაიხსნა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების ლაბორატორია გაიხსნა. ეს საქართველოში პირველი სივრცეა, რომელიც სამედიცინო სფეროში მკურნალობის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.

საჩხერის სამედიცინო გუნდმა პრაქტიკა გერმანიის, შვეიცარიის და სხვა მსგავსი ლაბორატორიების გამოცდილებებით დანერგა.

უნიკალური სამედიცინო სივრცე ბიძინა ივანიშვილის და ეკატერინე ხვედელიძის ინიციატივით შეიქმნა და აღიჭურვა, რომლის ბიუჯეტმაც ორ მილიონ ლარს უკვე გადააჭარბა.

„ქალბატონი ეკატერინე ხვედელიძის დონაციით შევიძინეთ ისეთი მწარმოებლის აპარატურა როგორიცაა „ზეისი“, „თერმოფიშერი“ და სხვა ცნობილი ბრენდების მიერ წარმოებული სამედიცინო აპარატურა. მოვაწყვეთ სივრცე, გავიარეთ კონსულტაციები მსგავს ლაბორატორიებთან წამყვან ქვეყნებში. მცდელობა გვქონდა გაგვეზარდა ღეროვანი უჯრედები და წარმატებულად გავიარეთ. პარალელურად, ჩვენ დავნერგეთ საჩხერის სამედიცინო ცენტრში ისეთი ლაბორატორიული კვლევები, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ უკვე გაზრდილი ღეროვანი უჯრედების თავისებურებები“, – განაცხადა საჩხერის საავადმყოფოს დირექტორმა მიშა ქამუშაძემ.

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  კანაფის ზემოქმედება ტვინზე – ახალი მტკიცებულება ფსიქოზთან კავშირის შესახებ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights