სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიUncategorizedVIDEO: ვისთვის არის რეკომენდებული გრიპის ვაქცინაცია

VIDEO: ვისთვის არის რეკომენდებული გრიპის ვაქცინაცია

როგორც კი ტემპერატურა კლებას იწყებს, სეზონური გრიპი ისევ აქტუალური ხდება. ძნელად მოიძებნება ოჯახი, ხანგრძლივი ზამთრის განმავლობაში ერთხელ მაინც რომ არ ეწვიოს ამა თუ იმ სიმძიმით მიმდინარე “გაციება”.

სეზონური გრიპი დაავადებათა იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელსაც მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა ყოველ წელს, განსაზღვრულ პერიოდში ეჯახება. 

გრიპის ვირუსი ერთ-ერთი ყველაზე იოლად გავრცელებადი ვირუსია.

სეზონური გრიპის პროფილაქტიკის ერთადერთი პირდაპირი გზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა, თუმცა, ყველა სხვა ვაქცინისგან განსხვავებით, გრიპის ვაქცინა სეზონურია, მისი გაკეთება ყოველ წელს არის საჭირო, ამის მიზეზი კი გრიპის ვირუსის ყოველწლიური გენეტიკური ცვალებადობაა.

„დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ექიმ- ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განმარტა, ვისთვის არის რეკომენდებული გრიპის ვაქცინაცია:

„მოვუწოდებ მოსახლეობას, განსაკუთრებით რისკის ქვეშ მყოფ მოქალაქეებს: ასაკოვნებს, ორსულებს, ქრონიკული დაავადების მქონდე პირებს, მცირეწლოვან ბავშვებს (ორწლამდე)  ამათთვის არის შედარებით მაღალი რისკი და აუცილებელია ვირუსების გააქტიურებამდე ვაქცინაცია, რადგან ვაქცინა რისკებს ამცირებს“,- აღნიშნავს გოგინავა.

დასკვნა

გრიპი შეიძლება იყოს სერიოზული დაავადება, მაგრამ პრევენციის ზომების დაცვით შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მისი განვითარების რისკი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჯანმრთელობის შენარჩუნება ზამთრის სეზონზე ყოველთვის მნიშვნელოვანია. იყავით ფრთხილად და იზრუნეთ საკუთარ თავზე!

გაიკეთეთ გრიპის ვაქცინა ყოველწლიურად. ვაქცინაცია უზრუნველყოფს ორგანიზმის იმუნიტეტის გაძლიერებასა და გრიპის საწინააღმდეგო მოქმედებას.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights