ოთხშაბათი, იანვარი 22, 2025
მთავარიშენი ექიმიკვლევებში ნაჩვენებია, რომ რესვერატროლის დახმარებით ერთუჯრედიანი ორგანიზმის სიცოცხლის ხანგრძლივობა 60%- 80%-მდე იზრდება

კვლევებში ნაჩვენებია, რომ რესვერატროლის დახმარებით ერთუჯრედიანი ორგანიზმის სიცოცხლის ხანგრძლივობა 60%- 80%-მდე იზრდება

“ფრანგული პარადოქსი”, რესვერატროლი, სხვა ფიტოალექსინები და ფლავონოიდები.

შავი პინო, საკმიელა და ყვავილოვანი მტვრის საოცრად არომატული “დღეგრძელობის” ღვინო – ონკოლოგიური, ვირუსული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია … და რესვერატროლით მდიდარი ღვინის დამზადების საკუთარი (ანუ ჩემეული)
May be an image of fruit
ტექნოლოგია “ყვავილოვანი მტვერით” და ელეუტეროკოკის ფოთლებით …
რესვერატროლი/ბრასინინი/პოლიდატინი
რესვერატროლის ისტორია – რესვერატროლის ისტორია იწყება XX საუკუნის 80-იანი წლებიდან… იაპონიის ერთ-ერთ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, მკვლევართა ჯგუფის ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ მცენარე Japon-ის იგივე Polygonum Cuspidatum -ის მშრალი ფესვები, შედიოდა ერთ-ერთი უძველესი იაპონური სასმელის „Kojo-Kon”-ის შემადგენლობაში. სასმელი „Kojo-Kon” იაპონურ და ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში საუკუნეთა მანძილზე გამოიყენებოდა, როგორც უნიკალური სამკურნალო საშუალება ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული, სიმსივნური, ალერგიული და გულ-სისხლმილთა დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. მკვლევართა აღნიშნული ჯგუფის მიერ იქნა დადგენილი, რომ „Kojo-Kon”-ის ძირითადი აქტიური ნივთიერებები იყო რესვერატროლი და მისი გლიკოზიდები;
No photo description available.
რა არის რესვერატროლი?
რესვერატროლი არის მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერება. ბიოქიმიური კლასიფიკაციით იგი მიეკუთვნება პოლიფენოლური ნაერთების – სტილბენების კლასს.
მცენარეებში რესვერატროლი და სხვა სტილბენები გამომუშავდებიან ისეთი ეგზოგენური და ენდოგენური გაღიზიანების საპასუხოდ, როგორებიცაა:
 ცოცხალი ქსოვილების მექანიკური დაზიანებები (ჭრილობები);
 ულტრაიისფერი გამოსხივება;
 ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები.
რესვერატროლი ცხიმში ხსნადი ნივთიერებაა და არსებობს ცის და ტრანს ფორმით. რესვერატროლის, როგორც ცის, ასევე ტრანს ფორმა გლიკოზიდების სახითაა წარმოდგენილი (ანუ დაკავშირებულია გლუკოზის ერთ მოლეკულასთან) და რესვერატროლ-3-O-ბეტა-გლუკოზიდი ეწოდება. რესვერატროლი, ისევე როგორც ფიტოალექსინების ოჯახის სხვა წარმომადგენლები, ანტიბიოტიკური ეფექტით ხასიათდება. იგი მცენარეების “იმუნოკომპეტენტური” უჯრედების მიერ სხვადასხვა დაავადებების საპასუხოდ წარმოიქმნება. მაგ; მცენარეების სოკოვანი ინფექციების დროს რესვერატროლი P-კუმაროილ COA-სა და მალონილ COA-საგან სინთეზდება.
1920 წლის დასაწყისში დოქტორმა ჯოანა ბრანდტმა გამოაქვეყნა წიგნი, რომელშიც აცხადებდა, რომ ყურძენმა ის სიმსივნური დაავადებისაგან განკურნა. მას შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ყურძენი (და რასაკვირველია ღვინოც) შეიცავს რამდენიმე სასარგებლო ნივთიერებას, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლში ქოლესტეროლის კონცენტრაციის დაქვეითებას, ამცირებენ გულის დაავადებების რისკს და ხასიათდებიან ანტიოქსიდანტური მოქმედებებით.
1985 წლიდან მკვლევარები ინტენსიურად შეუდგნენ რესვერატროლის ფარმაკოლოგიური ეფექტების შესწავლას. ვირთაგვების ლეიკოციტებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში დადგინდა, რომ რესვერატროლი მნიშვნელოვნად თრგუნავდა ლეიკოციტების მიერ ეიკოზანოიდების (არაქიდონის მჟავის კასკადის პროდუქტების _ პროსტაგლანდინები, თრომბოქსანები და ლეიკოტრიენები) პროდუქციას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ანთებითი რეაქციების ინიციაციისა და პრომოციის პროცესში.
აკადემიური მედიცინა რესვერატროლით დაინტერესდა 1992 წლიდან, როდესაც პირველად დადგინდა მისი არსებობა წითელი ღვინის შემადგენლობაში. ამ ფაქტმა გამოიწვია ვარაუდი იმის შესახებ, რომ სწორედ ღვინოში რესვერატროლის არსებობით შეიძლება აიხსნას ე.წ. “French Paradox”-ის ფენომენი. მოგვიანებით დაგროვდა ინფორმაციები რესვერატროლის ანტისიმსივნური ეფექტებისა და მისი მიღების პირობებში სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის შესახებ.
რესვერატროლის შემცველი პროდუქტების მრავალფეროვნება…
რესვერატროლის ძირითად ბუნებივ წყაროს წარმოადგენს მცენარე Polygonum Cuspidatum, რომელიც რესვერატროლს წარმოქმნის, რათა დაიცვას თავი ულტრაიისფერი სხივების, რადიაციის, ოზონის ან ბიოლოგიური აგენტების დამაზიანებელი (მუტაგენური და ტოქსიკური) ზემოქმედებისაგან.
რესვერატროლი, ქიმიოთერაპიული საშუალება ჰიდრეას (ჰიდროქსიურეა) მსგავსად, მოქმედებს, როგორც რიბონუკლეოტიდური რედუქტაზის ინჰიბიტორი.
რესვერატროლი ზომიერი რაოდენობით შედის ყურძენში (რესვერატროლი მხოლოდ ყურძნის კანში მოიპოვება), ღვინოში, ყურძნის წვენში, თუთაში, იუკაშიდიგერაში (ენდემიური აგავასმასგვარი მცენარე ზოგიერთი უდაბნო რეგიონიდან) და სხვადასხვა კენკროვნებში, მათ შორის მოცვსა და შტოშში.
ყურძნის კანში რესვერატროლის რაოდენობა დამოკიდებულია ვაზის კულტურული ჯიშზე, მის გეოგრაფიულ წარმოშობასა და ვაზის გადატანილ ან მიმდინარე ინფექციებზე. გარდა ამისა ღვინოში რესვერატროლის შემცველობა დამოკიდებულია ღვინის დაყენების (ფერმენტაციის) დროზე. ამ პერიოდში ღვინო იმყოფება ყურძნის კანთან კონტაქტში და რაც უფრო დიდხანს ყოვნდება საღვინე მასა ამ მდგომარეობაში მით უფრო მატულობს ყურძნის კანიდან რესვერატროლის ექსტრაქცია ღვინის სპირტით (ეთანოლით) და მით უფრო იზრდება ღვინოში რესვერატროლის შემცველობა. წითელი და თეთრი ღვინოები შეიცავენ, როგორც წესი ნაკლებ რესვერატროლს ვიდრე შავი ღვინო.
რესვერატროლის მეტაბოლიზმი და ბიოშეღწევადობა –
ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი რესვერატროლი კარგად ადსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაგრამ მისი ბიოშეღწევადობა არის შესამჩნევად დაბალი, თუმცა მეტაბოლიზმი და ორგანიზმიდან ელიმინაცია არის ძალიან სწრაფი.
„ French Paradox”-ის სათავეებთან
რესვერატროლის ინტენსიური შესწავლის პირველი იმპულსი იყო საფრანგეთის კარდიოლოგიური კლინიკების მიერ გამოქვეყნებული ერთობ პარადოქსული სტატისტიკა. სტატისტიკურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ გულ-სისხლმილთა დაავადებების მინიმალური მაჩვენებელი აღინიშნებოდა ადამიანებში, რომლებიც ინტენსიურად მოიხმარდნენ ცხიმებით მდიდარ საკვებს. შემდგომმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ცხიმებით მდიდარი საკვები არ წარმოადგენდა გულ-სისხლმილთა დაავადებების რისკ ფაქტორს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მაღალკალორიულ საკვებთან ერთად იღებდნენ წითელ ღვინოს. დადგინდა, რომ წითელ ღვინოში არსებული რაღაც ნივთიერება იცავდა ორგანიზმს, მაღალკალორიული (ცხიმოვანი) კვების პირობებში გულ-სისხლმილთა დაავადებების განვითარებისგან. ეს ნივთიერება იყო რესვერატროლი.
ამ ფაქტს გარკვეულწილად ხსნიან რესვერატროლის ანტიოქსიდანტური და ანტიკოაგულაციური მოქმედებით. თუმცა ზუსტი მექანიზმი ბოლომდე გარკვეული არ არის.
May be an image of food
რესვერატროლი როგორც ანტიოქსიდანტი –
რესვერატროლი დღეისათვის ცნობილი ბუნებრივი ანტიოქსიდანტებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია (მელატონინის და ტოკოფეროლის შემდეგ). რესვერატროლი მნიშვნელოვნად ამცირებს ჟანგბადის თავისუფალი რადიკალებით ადამიანის სისხლის უჯრედების დაზიანების რისკს. ერთ-ერთ ექსპერიმენტში, მკვლევარებმა ერთ ჭურჭელში მოათავსეს ადამიანის სისხლი, რესვერატროლი და ნივთიერება რომელსაც შეუძლია ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნა. რესვერატროლმა გამოხატულად დაიცვა უჯრედები რადიკალების სასიკვდილო ზემოქმედებისაგან.
რესვერატროლის ანტიოქსიდანტური ეფექტის ასახსნელად მოწოდებული სამი სხვადასხვა თეორია:
I. რესვერატროლი CoQ10-თან ერთად ამცირებს (ამოკლებს) სუნთქვითი ჯაჭვის III კომპლექსის ოქსიდაციურ ჯაჭვს. ეს ის უბანია, სადაც წარმოიქმნება ჟანგბადის სხადასხვა ფორმის ტოქსიკური რადიკალი;
II. რესვერატროლი ანეიტრალებს მიტოქონდრიებში წარმოიქმნილ სუპეროქსიდულ რადიკალებს;
III. რესვერატროლი თრგუნავს ლიპიდების პეროქსიდული-ჟანგვის პროცესებს, რომელიც გამოწვეულია ნივთიერებათა და ენერგიის ცვლის პროცესში FFenton-ის რეაქციის ტოქსიკური პროდუქტებით.
რესვერატროლის როლი გულ-სისხლმილთა დაავადებების მკურნალობასა და პრევენციაში –
დადგენილია, რომ რესვერატროლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულ-სისხლმილთა სისტემის მრავალი დაავადების მკურნალობასა და პრევენციაში. რესვერატროლი, როგორც ანტიოქსიდანტი იცავს ლიპიდებს პეროქსიდული დეგრადაციისგან (დაშლისგან). ის აჩერებს დაჟანგული LLDL -ის გადასვლას სისხლმილის კედელში.
ღვიძლის პარენქიმის უჯრედულ კულტურებზე რესვერატროლის ზემოქმედება, აჩვენებს, რომ შესამჩნევად მცირდება ეთერიფიკაციებული ქოლესტეროლისა და ტრიგლეცირების ბიოსინთეზი და სეკრეცია, მაშინ როდესაც ტრიგლიცერიდების ინტრაცელულური მაჩვენებელი უცვლელი რჩება. აღნიშნული ფაქტი გვაძლევს საშუალებას დავუშვათ, რომ რესვერატროლი ამცირებს ღვიძლის მიერ VLDL -ის “სეკრეციას” (ეს უკანასკნელის კი მოცირკულირე სისხლში LDL-ად გარდაიქმნება). რესვერატროლი აღნიშნული მექანიზმით ამცირებს ღვიძლის მიერ დაბალი სიმკვრივის, ანუ ათეროგენული ლიპოპროტეინების მეტაბოლიზმს.
მკვლევარებმა აჩვენებს, რომ პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში ტრანს რესვერატროლი თრგუნავს თრომბოცირტების აგრეგაციას და თრომბოციტების მიერ თრომბოქსინის პრიდუქციას. ინ ვიტო ექსპერიმენტში რესვერატროლმა 60%-ით შეამცირა თრომბოციტებიდან თრომბოქსანის სეკრეცია. რესვერატროლის აღნიშნული თავისებურება არ ახასიათებს ღვინის შემადგენლობაში არსებულ არც ერთ პოლიფენალურ ნაერთს ან სხვა რომელიმე ანტიოქსიდანტს. თრომბოქსანი განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულ-სისხლმილთა დაავადებების განვითარებაში: იგი ხელს უწყობს პათოლოგიურ კოაგულაციას, ავიწროებს არტერიებს და შეუძლია დააზიანოს სისხლმილთა ენდოთელიუმი და ამით ხელი შეუწყოს ათეროსკლეროზული ფოლაქის ფორმაციას. თრომბოქსანის საპირისპიროდ პროსტაციკლინები თრგუნავენ თრომბების წარმოქმნას და აქვთ გამოხატული ანგიოპროტექტორული მოქმედება. პროსტაციკლინები სინთეზდება და სეკრეცირდება დაუზიანებელი ენდითელური უჯრედების მიერ არაქიდონის მჟავაზე ფერმენტ პროსტაციკლინ-სინთაზას მოქმედებით.
ფერმენტ პროსტაციკლინ-სინთაზას აქტივობა შესაძლებელია მოიშალოს სხვადასხვა თავისუფალი რადიკალებით, განსაკუთრებით ლიპიდების პეროქსიდული და/ან ჰიდროპეროქსიდული ჟანგვის პროდუქტებით. პროსტაციკლინების პროდუქციის გასძლიერებლად, უნდა შემცირდეს პეროქსიდების წარმოქმნა, რაც მიიღწევა რესვერატროლისა და სხვა ბიოფლავონოიდების, ასევე C და E ვიტამინების და სელენის კომბინაციური მოქმედებით.
მოცემული ნივთიერებები სინერგულად მოქმედებენ: ამცირებენ თრომბოციტების აგრეგაციას, აძლიერებენ პროსტაციკლინის პროდუქციას და თრგუნავენ თრომბოქსანისა და თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას.
აზოტის მონოქსიდი – NONO, არის ნივთიერება, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გულისა და არტერიული სისხლმილების ნორმული ფუნქციობისთვის. ის ახდენს არტერიების გლუვი მუსკულატურის მოდუნებას და შესაბამისად აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას სისხლმილებში. კვლევები მიუთითებენ, რომ ცხიმებით მდიდარი საკვების ჭარბად მიღება დაახლოებით 30%-ით ამცირებს ორგანიზმში აზოტის ოქსიდის წარმოქმნას. რესვერატროლის მიღებით კი შესაძლებელია აღნიშნული “ცხიმოვანი აგრესიის” პირობებში აზოტის ოქსიდის პროდუქციის გაზრდა.
და ბოლოს დადგენილია ასევე, რომ რესვერატროლი აჩერებს სისხლმილებში უჯრედების პათოლოგიურ პროლიფერაციას, რაც არტერიების სანათურის შევიწროების და შესაბამისად მთელი რიგი არტერიოპათიების მიზეზს წარმოადგენს.
რესვერატროლის როლი სიმსივნური დაავადებების
მკურნალობასა და პრევენციაში –
უკანასკნელ წლებში ინტენსიურად დაიწყო კვლევები ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობაში რესვერატროლის გამოყენების შესახებ. 2000-2003 წლებში დადგენილი იქნა, რომ რესვერატროლი ეს არის პირველი ნატურალური ნივთიერება, რომელსაც შეუძლია სიმსივნური დაავადება განვითარების სხვადასხვა ეტაპზე (ინიციაცია, პრომოცია, პროგრესია) შეაჩეროს. დადგენილია, რომ რესვერატროლის ანტისიმსივნური მოქმედედბა ვრცელდება როგორც ეპითელური (კიბო), ასევე შემაერთებელი (სარკომა) და ნერვული ქსოვილებიდან განვითარებულ სიმსივნეებზე.
მრავალფეროვანია რესვერატროლის ანტისიმსივნური მოქმედების მექანიზმი. ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეების დროს რესვერატროლი ახდენს ესტროგენული და ანდროგენული აგრესიის ბლოკადას, ხოლო ჰორმონდამოუკიდებელი სიმსივნეების შემთხვევაში, სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება გენების მოდულაციის გზით ხორციელდება.
სამეცნიერო კვლევები მიუთითებენ, რომ რესვერატროლი იწვევს სიმსივნური უჯრედების “სპეციფიკურ” სიკვდილის, მიუხედავად იმისა აქტიურია თუ არა აღნიშნულ სიმსივნურ უჯრედებში სიმსივნის სუპრესორი გენი p53. რესვერატროლი თანაბრად ზემოქმედებს ესტროგენ პოზიტიურ და ესტროგენ ნეგატიურ სიმსივნურ უჯრედებზე. დეტალურადაა გაშიფრული რესვერატროლის ანტისიმსივნური მოქმედების ერთ-ერთი მექანიზმი, რომლის არსი შემდგომში მდგომარეობს: დადგენილია, რომ მრავალ სიმსივნურ ქსოვილში არსებობს და გარკვეულ ფუნქციებს ასრულებს ფერმენტი ციტოქრომი p-450 და CY1B1; ეს ფერმენტები რესვერატროლს ფიტოესტროგენის მსგავს ნაერთად – პიცეატანოლად გარდაქმნიან, რომელსაც ძლიერი სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. პიციატანოლი და რესვერატროლი (გარდაუქმნელი) შერჩევითად აზიანებენ მხოლოდ სიმსივნური უჯრედებს და არავითარ უარყობით გავლენას არ ახდენენ ჯანმრთელ უჯრედებზე.
Natre-Dame-ის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) კვლევებით დადგენილია, რომ ვიტამინი D3 ორგანიზმში გარდაიქმნება ნივთიერებად, რომელსაც შეუძლია სარძევე ჯირკვლის სიმსივნური უჯრედების ზრდის შეჩერება. ამავე უნივერსიტეტის კვლევებით დადგენილია, რომ რესვერატროლი ვიტამინ D D-სთან კომბინაციაში მნიშვნელოვნად თრგუნავს სარძევე ჯირკვლის სიმსივნურ ზრდას.
ავსტრიელი მკვლევარების მიერ დადგენილია, რომ რესვერატროლი აფერხებს სიმსივნური უჯრედების ძვლებში მეტასტაზირებას. იგივე მკვლევარების მიერ დადგენილია რესვერატროლის დადებითი თერაპიული ეფექტები: სარძევე ჯირკვლის, პანკრეასის, თირკმელის, მსხვილი ნაწლავის და პროსტატის კიბოს მკურნალობაში.
ცნობილია, რომ ლინოლეინის მჟავა (დასავლური სამზარეულო მდიდარია აღნიშნული ნივთიერების შემცველობით) წარმოადგენს სიმსივნური პროცესის მაპროვოცირებელ და შემდგომ ზრდის ხელისშემწყობ საშუალებას. იაპონელ მკვლევართა მიერ შესწავლილი და დადგენილია, რომ როგორც ექსპერიმენტულ მოდელებში, ასევე ადამიანებში ლინოლეინის მჟავის სიმსივნის წარმოქმნისა და ზრდის ხელიშემწყობი მოქმედება სრულად იბლოკება რესვერატროლის თანაარსებობის პირობებში.
კოლორადოს უნივერსიტეტის კვლევებით დადგენილია, რომ რესვერატროლის კომბინაცია TNF-სთან (სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი), მნიშვნელოვან შედეგს იძლევა პროსტატის კიბოს მკურნალობაში. პროსტატის კიბოს მკურნალობას აღნიშნული ალტერნატიული მეთოდი, მკურნალობის სხვა ალტერნატიულ მეთოდებთან შედარებით, ბევრად ეფექტური და ნაკლებტოქსიკურია. ამავე უნივერსიტეტის კვლევებით დადგენილია, რომ რესვერატროლი ერთნაირად დადებითად მოქმედებს პროსტატის კიბოს ნებისმიერ მორფოლოგიურ ტიპზე.
იტალიელი მკვლევარების მიერ თაგვების მოდელებზე შესწავლილია რესვერატროლის მოქმედება სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებაზე. ექსპერიმენტების შედეგად აღინიშნა, რომ რესვერატროლის გავლენით მკვეთრად გახანგრძლივდა სპონტანური სიმსივნეების აღმოცენების დრო. ასევე აღინიშნა, რომ სიმსივნე წარმოიქმნება საკვლევ ჯგუფთა მხოლოდ 11,5%-ში, მაშინ როცა საკონტროლო ჯგუფში სპონტანურ სიმსივნეთა რაოდენობა 87,9%-ს აღწევდა. შემდგომმა დაკვირვებებმა გვიჩვენეს, რომ საკვლევ ჯგუფში აღმოცენებული სიმსივნეები არ მეტასტაზირებენ, ხოლო საკონტროლო ჯგუფში ადრეულ და ხშირ მეტასტაზებს იძლეოდნენ ფილტვებსა და ძვლებში. აღნიშნული კვლევა ადასტურებს, რესვერატროლის სარძევე ჯირკვლის კიბოს საპროფილაქტიკო მოქმედებას. იმუნოჰისტოქიმიური და დნმ-ის ინ სიტუ ჰიბრიდიზაციის მეთოდებით გამოვლინდა, რომ რესვერატროლი სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედებში თრგუნავს ონკოგენების ექსპრესიას და ააქტიურებს აპოპტოზს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე რესვერატროლის ჩართვა ანტისიმსივნუმ მკურნალობაში, როგორც დამხმარე საშუალება გამოიწვევს მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას, ამავდროულად ცნობილია, რომ რესვერატროლი არ ამცირებს არც ერთი ქიმიო და თარგეთული თერაპიის მკურნალობის ეფექტურობას.
რესვერატროლის ანტივირუსული მოქმედება –
სხვადასხვა ვირუსოლოგიური კვლევითი ცენტრების მიერ მოწოდებული რესვერატროლის ანტივირუსული მოქმედების რამდენიმე ერთმანეთისაგან პრინციპულად განსხვავებული მექანიზმი:
 რესვერატროლი და დნმ შემცველი ვირუსები. რესვერატროლი თრგუნავს ვირუსული დნმ-ის რეპლიკაციისა და ტრანსკრიპციას. აღნიშნული მექანიზმი დადგენილია ჰერპეს ვირუსულ ინფექციებთან მიმართებაში.
 რესვერატროლი და რნმ შემცველი ვირუსები. რესვერატროლი თრგუნავს ვირუსული რნმ-ის უკუტრანსკრიპციის უზრუნველმყოფი ფერმენტ-უკუტრასკრიპტაზას მოქმედებას. აღნიშნული მექანიზმი დადგენილია ჰეპატიტ C ვირუსთან მიმართებაში.
 რესვერატროლი თრგუნავს ვირუსული ცილების პოსტტრანსლაციურ მოდიფიკაციას. აღნიშნული მექანიზმი ცნობილია ჰეპატიტების და შიდს-ის ვირუსთან მიმართებაში.
 რესვერატროლი თრგუნავს ვირუსული ცილების ტრანსპორტერებას, რაც უჯრედში ახალი ვირუსების აწყობისთვის აუცილებელი ვირუსული ცილების დეფიციტს ქმნის და შესაბამისად წყდება ვირუსების გამრავლება. მოცემული მექანიზმი კარგად არის შესწავლილი გრიპის ვირუსებთან მიმართებაში. აღნიშნულ შემთხვევებში რესვერატროლის თერაპიული ეფექტი 90%-ზე მაღალია.
უახლესი კვლევებით, არსებობს მტკიცებულებეი, რომ რესვერატროლი ახდენს ახალი კორონავირუსული ინფექციის გამრავლების ბლოკირებას.
რესვერატროლის ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება –
2003 წელს ჩინელმა ფარმაკოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ რესვერატროლი ეფექტურად ებრძვის ანთებითი რეაქციის განვითარებას. დაზიანების ადრეულ ეტაპზე რესვერატროლის გამოყენებამ, პრედნიზოლონთან შედარებით 11-ჯერ უფრო სწრაფად და ხარისხიანად შეამცირა ანთებითი რეაქციის გამოვლინება. ამასთანავე რესვერატროლი, როგორც ანტიოქსიდანტი აქტიურად იცავდა ქსოვილს (როგორც დაზიანებულს, ასევე დაუზიანებელს) თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისგან.
ამავე წელს, ბრიტანელი მკვლევარების მიერ დადგინდა, რომ რესვერატროლი შესამჩნევად ანელებს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მიმდინარეობას, რაც გამოიხატება, აღნიშნული პათოლოგიის გამწვავების და შესაბამისად ანთებითი პროცესის პროფილაქტიკაში; ფილტვების ქრონიკული დაავადებების პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მაკროფაგები, რომლებიც ანთებითი ციტოკინების უწყვეტ წყაროს წარმოადგენენ, რითაც აღრმავებენ ანთებით პროცესს. მკვლევარებმა, 15 მწვავე და 15 ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტით დაავადებული პაციენტიდან, აიღეს ბრონქული სითხე და მოახდინეს მაკროფაგების იზოლაცია და კულტივაცია. მწეველების მაკროფაგულ კულტურაზე ინ ვიტო რესვერატროლის ზემოქმედებამ 94%-ით შეამცირა ანთებითი ციტოკინების პროდუქცია, ხოლო ობსტრუქციული ბრონქიტით დაავადებულ პაციენტების მაკროფაგებში – 88%-ით. აღნიშნულის საფუძველზე გაკეთდა დასკვნა, რომ რესვერატროლი ეფექტურია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს და მწეველებში მკვეთრად ამცირებს აღნიშნული დაავადების განვითარების ალბათობას. რესვერატროლის მოქმედების მექანიზმი კი აღნიშნულ შემთხვევაში მაკროფაგების მიერ ანთების მედიატორების – ციტოკინების პროდუქციის და აუტოიმუნური რეაქციების განვითარების დათრგუნვაში მდგომარეობს.
რესვერატროლის როლი ნერვულ სნეულებთა პათოგენეზსა და მკურნალობაში –
მისურის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევებით დადგენილია, რომ რესვერატროლი შესანიშნავად იცავს ცენტრალური ნერვული სისტემის უჯრედებს ოქსიდაციური სტრესის პირობებში წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისგან და სრულად აჩერებს ცნს-ში ლიპოპროტეინების ჟანგვის პროცესს. ცნობილია, რომ ოქსიდაციური სტრესი და ლიპოპროტეინების ჟანგვის პროდუქტები იწვევენ ნეირონების ნეკროზს და ნერვული ქსოვილის ანთებით დაზიანებას. აღნიშნული მექანიზმი ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას ერთ-ერთი მიზეზია. კვლევებით დამტკიცებულია, რომ როგორც ინ ვიტო, ასევე ინ ვივო პირობებში რესვერატროლი ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და ამცირებს ანთებითი რეაქციებს.
ალცჰაიმერის დაავადების ერთ-ერთი პათოგენეზური რგოლია ბეტა-ამილოიდური ცილის წარმოქმნა და მისი შემდგომი ტოქსიკური ზემოქმედება ცნს ნეირონებსა და სისხლის კაპილარებზე. კვლევებმა აჩვენეს, რომ რესვერატროლი მკვეთრად ამცირებს ბეტა-ამილოიდური ცილის ტოქსიკურ ზემოქმედებას როგორც ნეირონებზე, ასევე კაპილარების ენდოთელიციტების მემბრანებზე.
Savasken-ის კვლევები (2003წ) შესწავლილი და დადგენილია, რომ რესვერატროლის მოქმედებით ცნს-ში იზრდება გლუტათიონის კონცენტრაცია. გლუტათიონი უნივერსალური ენდოგენური ანტიოქსიდანტია და ძირითადად ემსახურება ინტრაცელულარულ სივრცეში თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზაციას.
დადგენილია ასევე რესვერატროლის დადებითი თერაპიული ზემოქმედება პარკინოსნის დაავადების და გლიობლოსტომის კლინიკურ მიმდინარეობებზე.
რესვერატროლი და `დღეგრძელობის გენები” –
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის და Biomol -ის ლაბორატორიის მკვლევარების მიერ დადგენილია, რომ რესვერატროლი აძლიერებს `დღეგრძელბის გენების” – „sirtuins” SIR (Silent Information Regulator) ექსპრესიას, და ~80%-ით ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას; არნიშნული გენების ექსპრესია ნივთიერებათა ცვლის მულტისისტემულ რეგულაციას ემსახურება, რაც კატაბოლური პროცესების ინტენსივობის შემცირებას გულისხმობს. აღნიშნული ფენომენი ორგანიზმის ენერგეტიკულ პოტენციალს რენტაბელურად ანაწილებს და საბოლოო ჯამში, ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების მნიშვნელოვნ გახანგრძლივებას იწვევს.
ჰარვარდის მკვლევარების მონაცემებით რესვერატროლი სირტუინს – გენების გააქტიურებას თანაბარი ხარისხით ყველა ცოცხალ ორგანიზმში იწვევს; ერთუჯრედიანებიდან დაწყებული ადამიანით დამთავრებული, მცენარეების და სოკოების ჩათვლით. აღნიშნულ კვლევებში ნაჩვენებია, რომ რესვერატროლის დახმარებით ერთუჯრედიანი ორგანიზმის სიცოცხლის ხანგრძლივობა 60%- 80%-მდე იზრდება.
ადამიანის უჯრედულ კულტურებში, გამმა გამოსხივების ზემოქმედების პირობებში რესვერატროლმა, სირტუინს გენებზე ზემოქმედების გზით, 30%-ით გაზარდა უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლიობა, საკონტროლო კულტურასთან შედარებით.
„sirtuins”-ის გენების აქტივაცია რესვერატროლის ანტიოქსიდანტური ფუნქციებით ვერ აიხსნება; დადგენილია, რომ რესვერატროლი უკავშირდება ქრომატინის სპეციფიკურ უბნებს და უშუალოდ გენეტიკურ აპარატზე მოქმედებს; რესვერატროლი არეგულაციებს დნმ-ის აცეტილირების და დეზაცეტილერების პროცესების, (ცნობილია, რომ დეზაცეტელირებულიო გენი კარგავს აქტივობას, აცეტილირება კი აღადგენს გენის ექსპრესიას). რესვერატროლის მოქმედების აღნიშნნული მექანიზმი საფუძვლად უდევს მის ანტისიმსივნურ მოქმედებას; სიმსივნურ უჯრედებში გენების აქტივობის დისბალანსი გარკვეულწილად განპირობებულია დნმ-ის აცეტილაცია/დეზაცეტილირების პროცესების დარღვევით, ხოლო რესვერატროლს შეუძლია დნმ-ის აღნიშნული ეპიგენეტიკური ფენომენის რეგულაცია.
რესვერატროლისა და სპილენძის “პროოქსიდანტური კომბინაცია” ამცირებს დაბერების და ნეიროდეგენერაციის მრავალ ბიოლოგიურ მახასიათებელს თაგვებში
დაბერების პროცესისა და სიკვდილის ერთ-ერთი მექანიზმია, დნმ-ის რეპლიკაციის პროცესის მოშლა, რაც უფრო მეტადაა გამოხატული ყოველ ახალ შვილეულ უჯრედებში. დნმ-ის დამახინჯებული რეპლიკაციის გამო დაგროვილი „შეცდომების” შედეგად წარმოიქმნება დნმ-ის პატარა აქტიური ფრაგმენტი, რომელსაც შეუძლია ექსპრესია და “დამახინჯებული” ინფორმაციის რეალიზებით სხვადასხვა პათოლოგიების განვითარება. ცხოველებზე ექსპერიმენტში ნაჩვენები იქნა, რომ რესვერატროლის ზემოქმედებით 60%-ით მცირდება დნმ-ის პათოლოგიური რეპლიკაცია; აღმოჩნდა, რომ უჯრედში სადაც აქტიურია „დღეგრძელობის გენები”, უჯრედთა პროლიფერაციის პროცესში არ ზიანდება დნმ-ის რეპლიკაცია. ექსპერიმენტულად დადასტურდა, რომ რესვერატროლი ააქტიურებს რა სირტუინს გენებს, უჯრედები მნიშვნელოვანწილად დაცულია გენეტიკური აპარატის დაზიანებისაგან და ეძლევათ საშუალება აბსოლუტურად ნორმალურად ამოწურონ გენეტიკურად დეტერმინირებული გამრავლებისა და დიფერენციაციის პოტენციალი.
ბრასინინი არის ჯვაროსანთა ოჯახის მცენარეებიდან, ძირითადად ჯვაროსანი ბოსტნეულისგან გამოყოფილი ფიტოალექსინი, რომელიც ავლენს კიბოს საწინააღმდეგო, ქიმიოპრევენციულ, ანტიპროლიფერაციულ და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას. ფილტვის კიბოს უჯრედებში, ბრასინინი აინჰიბირებს მიმდინარე და IL-6-ინდუცირებულ STAT3 სიგნალიზაციას PIAS-3 და SOCS-3 მოდულაციის გზით. როგორც ჩანს, ბრასინინი იწვევს აპოპტოზს PC-3 პროსტატის კიბოს უჯრედებში PI3K/Akt/mTOR/S6K1 სიგნალის ჩახშობის გზით.
ბრასინინი აღმოჩენილია ვაზის გარკვეულ ჯიშებში, ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა ღვინოში ბრასინინის გამოყოფის და შენარჩუნების ტექნოლოგია და შესაბამისად მოცემული ღვინო 🍷 გარკვეული თავისებურებებით მოახდენს ადამიანის ორგანიზმის დეტოქსიკაციას და ქემოპრევენციას.
პოლიდატინი წარმოადგენს პოლიფენოლური ფიტოალექსინის სახეობას, აქვს მრავალი ფიზიოლოგიური და ფარმაკოლოგიური ეფექტი, მათ შორის ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება. პოლიდატინი არის ეფექტური კანდიდატი პრეპარატი სხივური-ანთებისგან დასაცავად. პოლიდატინი ავლენს სისხლძარღვთა დაცვის ძლიერ უნარს (მსხვილი სისხლძარღვებიდან კაპილარების ჩათვლით) და ანთებითი სისხლძარღვების გამოხატულ თერაპიულ პოტენციალს, სავარაუდოდ მისი ძლიერი ანტიოქსიდანტური აქტივობისა და სისხლძარღვთა მაინერვირებელი ნეირონების პირდაპირი დაცვის გამო.
პოლიდატინი ასევე წარმოადგენს ძლიერ ნეიროპროტექტორულ საშუალებას, მოქმედებს ე.წ. დღეგრძელობის გენებზე. ხელს უწყობს ტესტოსტერონის სეკრეციის მოდულაციას ღრმა სიბერემდე ასაკობრივი ნორმების შენარჩუნებით და იცავს ტესტოსტერონის მაპროდუცირებელ უჯრედებს განლევა-გამოფიტვისაგან, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის. ნერვული და იმუნური სისტემის ნორმული და მყარი ფუნქციონირების ერთ-ერთი გარანტორია. საინტერესოა, რომ მიუხედავად მრავალი კვლევებისა პოდატილინის თერაპიული მნიშვნელოვანი კონცენტრაცია ჩვენს მიერ აღმოჩენილი იქნა მხოლოდ საკმიელას ჯიშის ყურძენში.
წერს ექიმი ონკოლოგი, პროფესორი ალექსანდრე თავართქილაძე.
May be an image of text that says "'Bu c. This work: leveraging persistent radicals to access trans-2,3-diaryl-DHBs 'Bu 10 'Bu (CH3)2CO (sealed tubed), oH 120 °C, 16 'Bu persistent radical (7R) -oH 'Bu trans-2,3-diaryl-DHB (10) >10:1 trans/cis radical combination Bu 5-exo-trig cyclization oH 'Bu operationally simple complex systems access into resveratrol oligomers"May be an image of rat and text that says "Study design R-Cu Young Mice Aged Mice Daily cell death no. Aged Mice R-Cu Mechanism 1X1012 cfChPs released from enter.in cells the circulation ScfChPs released from dying ying brain cells B Oxygen radicals brain icro-environment Oxygen radicals are from stomach cfChPs cfChPs induce DNA amage Inflammation healthy brain cells Cu(ll) SOD Cu(1) Up-regulation Oxygen radicals regulation Ageing Hallmarks Ageing hallmarks modulation Neuro-degeneration Telomere attrition Amyloid deposition DNA damage Apoptosis Inflammation Senescence Aneuploidy Mitochondrial dysfunction Metabolic Dysfunction Glucose Cholestrol CRP Aged Mice Aged Mice R-Cu"May be an image of text that says "oH Ho oH Resveratrol"May be an image of text that says "trans-resveratrol MAP Kinases ↓ WT p53 ↓ V3S Mitochondrial translocation Mutated/Aggregatedp53 WT p53 Phosphorylated p53 Acetylated p53 Mutated p53 rescued of aggregation Tumor Cell Death"May be an image of text that says "OI Emodin Binding of coronaviruses to host cell Celastrol Target cell membrane Tanshinone| 3CLpro Spike Ginsenoside-R guesterin quergetin-3.p galactoside Receptor yllsoquinoline PLpro Hirsutenone RdRp Houttuynlae HouttuieTerbs Herba Theaflavin Nucleocapsid Receptor Coronavirous Resveratrol Target cell membrane (receptor- binding domain fs protein) Inhibition of interaction Inhibition of virus replication Natural products"No photo description available.No photo description available.May be an image of text that says "'Bu c. This work: leveraging persistent radicals to access trans-2,3-diaryl-DHBs 'Bu 10 'Bu (CH3)2CO (sealed tubed), oH 120 °C, 16 'Bu persistent radical (7R) -oH 'Bu trans-2,3-diaryl-DHB (10) >10:1 trans/cis radical combination Bu 5-exo-trig cyclization oH 'Bu operationally simple complex systems access into resveratrol oligomers"
May be an image of rat and text that says "Study design R-Cu Young Mice Aged Mice Daily cell death no. Aged Mice R-Cu Mechanism 1X1012 cfChPs released from enter.in cells the circulation ScfChPs released from dying ying brain cells B Oxygen radicals brain icro-environment Oxygen radicals are from stomach cfChPs cfChPs induce DNA amage Inflammation healthy brain cells Cu(ll) SOD Cu(1) Up-regulation Oxygen radicals regulation Ageing Hallmarks Ageing hallmarks modulation Neuro-degeneration Telomere attrition Amyloid deposition DNA damage Apoptosis Inflammation Senescence Aneuploidy Mitochondrial dysfunction Metabolic Dysfunction Glucose Cholestrol CRP Aged Mice Aged Mice R-Cu"
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ქალაქი-გამოქვაბული ესპანეთში: სეტენილ დე ლას ბოდეგასი

ქალაქი-გამოქვაბული ესპანეთში: სეტენილ დე ლას ბოდეგასი

21 January, 2025
დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გამოსვლის შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი

დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გამოსვლის შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი

21 იანვარი 2025
სადა ელეგანტურობა – რაში მდგომარეობს სკანდინავიური სტილის საიდუმლო?

სადა ელეგანტურობა – რაში მდგომარეობს სკანდინავიური სტილის საიდუმლო?

იანვარი 21, 2025
ვიდეო – ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა

ვიდეო – ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა

იანვარი 21, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
ვიდეო – ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა

ვიდეო – ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა

იანვარი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი ყველი?

როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი ყველი?

იანვარი 21, 2025
როგორ მოვუაროთ მშრალ კანს სახლის პირობებში

როგორ მოვუაროთ მშრალ კანს სახლის პირობებში

იანვარი 21, 2025
“დონალდ ტრამპის ახალი პოლიტიკა და მისი გავლენა საქართველოზე” – გიორგი ფხაკაძე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

“დონალდ ტრამპის ახალი პოლიტიკა და მისი გავლენა საქართველოზე” – გიორგი ფხაკაძე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

21 იანვარი 2025
თბილისის მერია წარმატებულ სპორტსმენებს დააჯილდოებს

თბილისის მერია წარმატებულ სპორტსმენებს დააჯილდოებს

იანვარი 21, 2025
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 23 მლრდ დოლარს გადააჭარბა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 23 მლრდ დოლარს გადააჭარბა

იანვარი 21, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights