სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი2024 წლის 5 და 6 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების რიგით მე-8...

2024 წლის 5 და 6 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების რიგით მე-8 კონგრესი. იგი მიეძღვნება მსოფლიო გულის დღეს

2024 წლის 5 და 6 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების რიგით მე-8 კონგრესი. იგი მიეძღვნება მსოფლიო გულის დღეს.

კონგრესის ფარგლებში განხილულ იქნა კარდიოვასკულური დაავადებების მართვის თანამედროვე მიდგომები, ასევე განხილულ იქნა 2024 წელს გამოცემული 4 ახალი გაიდლაინი.
კონგრესის პირველ დღეს ჩატარდა “მწვავე კორონარული სინდრომის მართვის გამოწვევების|” სესია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჩვენი კლინიკის კლინიკური და ინტერვენციული კარდიოლოგიის და თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი კახა ნადარაია.
სესიაზე კახა ნადარაიამ წარმოადგინა „მწვავე კორონარული სინდრომის ანტითრომბული თერაპიის ძირითადი და ალტერნატიული სტრატეგიების“ მიმოხილვა. სესიის ბოლოს გაიმართა ხანგრძლივი და საინტერესო დისკუსია.
კონგრესის მეორე დღეს 6 ოქტომბერს „დისლიპიდემიის“ სესიაზე ჩვენი კლინიკიდან კახა ნადარაიას მიერ წარმოდგენილ იქნა მეორე მოხსენება: „როდის დავიწყოთ კომბინირებული ლიპიდ-დამაქვეითებული თერაპია მწვავე და ქრონიკული კორონარული სინდრომის მიმდინარეობისას“, სესიამ გამოიწვია დიდი ინტერესი და მასში უცხოეთიდან ჩართულები იყვნენ წამყვანი კარდიოლოგები.
კონგრესს ესწრებოდნენ როგორც ქვეყნის წამყვანი კარდიოლოგები, კარდიოქირურგები და არითმოლოგები, ასევე ახალგაზრდა ექიმები და რეზიდენტები. მასში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი კლინიკის კარდიოლოგები.
კონგრესის ფარგლებში ჩატარდა ასევე ვორქშოფები და ტრენინგები.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights