სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიმენოპაუზა: ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები

მენოპაუზა: ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები

მენოპაუზა: ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები

რა ასაკში დგება მენოპაუზა? ყველა ქალს აწუხებს თუ არა კლიმაქსის სიმპტომები? შეიძლება თუ არა ნაადრევი კლიმაქსი სტრესით ან ავადმყოფობით გამოწვეული? შესაძლებელია თუ არა ორსულობა კლიმაქსის დროს? შეიძლება თუ არა მენოპაუზის დაწყება მტკივნეული მენსტრუაციის ან პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის გავლენით?

მენოპაუზა: ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და პასუხები

ცნობილი გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი მენოპაუსაზთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს.

 რა ასაკში დგება მენოპაუზა?

მენოპაუზა არის ფიზიოლოგიური პროცესია, რომელიც ყველა ქალს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ახასიათებს და ძირითადად 48-50 წლის ასაკში იწყება. სანამ მენოპაუზა დაიწყება, ქალები ხშირად განიცდიან პერიმენოპაუზას — გარდამავალ პერიოდს, რომლის დროსაც მენსტრუაცია შესაძლოა გახდეს რეგულარული ან გაწვდილი. მენოპაუზა იმაზე მეტყველებს, რომ ერთი წლის განმავლობაში მენსტრუაცია არ არის.

 ყველა ქალს აწუხებს თუ არა კლიმაქსის სიმპტომები, როგორიცაა ოფლიანობა, ალები და უძილობა?

მხოლოდ 70%-80% ქალებს უჩნდებათ კლიმაქსის სიმპტომები, როგორიცაა ოფლიანობა, ალები და უძილობა. ამიტომ, ყველა ქალი არ განიცდის ამ ტიპის სიმპტომებს.

შეიძლება თუ არა ნაადრევი კლიმაქსი ძლიერმა სტრესმა ან მძიმე ავადმყოფობამ გამოიწვიოს?

დიახ, ნაადრევი კლიმაქსი შეიძლება გამოწვეული იყოს ძლიერმა სტრესით ან მძიმე ავადმყოფობით.

შესაძლებელია თუ არა ორსულობა კლიმაქსის დროს?

კლიმაქსის დროს, როდესაც ერთი წლის განმავლობაში მენსტრუაცია არ არის, ორსულობა შეუძლებელია. თუმცა, პერიმენოპაუზის პერიოდში, როცა მენსტრუაცია არარეგულარულია და ჯერ კიდევ შესაძლებელია, ორსულობა შესაძლებელია, მაგრამ შანსი შემცირებულია.

 შეიძლება თუ არა მენოპაუზის დაწყება მტკივნეული მენსტრუაციის, პრემენსტრუალური სინდრომისა ან პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის გავლენით?

მტკივნეული მენსტრუაცია და პრემენსტრუალური სინდრომი არ არიან პირდაპირი ფაქტორები მენოპაუზის დაწყებისას. თუმცა, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალების მენოპაუზა, როგორც წესი, 3-4 წლით გვიან დგება, რადგან მათ ქერქუჯრედების მარაგი უფრო ხანგრძლივად აქვთ შენარჩუნებული.

#drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ალოეს და თაფლის ასეთი ნაზავით საუკეთესო შედეგებს მიიღებთ სახლში მკურნალობისას
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights