სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმისასწრაფო დახმარების ექიმებმა, ასპინძაში, ქალი მანქანაში ამშობიარეს

სასწრაფო დახმარების ექიმებმა, ასპინძაში, ქალი მანქანაში ამშობიარეს

ასპინძის სასწრაფო დახმარების რაიონული სამსახურის ექიმებმა ორსულის ტრანსპორტირებისას სასწრაფო დახმარების მანქანაში მშობიარობა მიიღეს.

ასპინძის სასწრაფო დახმარების  რაიონულ სამსახურში გამოძახება ლოზუნგით “მშობიარობა” შევიდა.
ასპინძის რაიონის სოფელ ივერიაში მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ახალგაზრდა ქალი მუცლის ტკივილით დახვდათ, ქალისთვის ეს მეოთხე მშობიარობა იყო.

ექიმებმა სწრაფად შეათანხმეს ახალციხის კლინიკაში პაციენტის გადაყვანა და დაიწყეს ტრანსპორტირების პროცესი.

ჰოსპიტალიზაციისას ქალს მშობიარობა დაეწყო. ბრიგადის წევრების პროფესიონალიზმისა და სწორი მოქმედების შედეგად ქვეყანას სრულიად ჯანმრთელი ბიჭი მოევლინა, მედპერსონალმა ჭიპლარი გადაჭრა, შეასრულეს  ყველა საჭირო სამედიცინო მანიპულაცია.

ექიმ ქეთევან ველიჯანაშვილის თქმით, აღსანიშნავია ექთნის, თინა ასპანიძის პროფესიონალიზმი და მძღოლის ბაჩუკი ზაზაძის  ოპერატიულობა. სამედიცინო ბრიგადის წევრებისთვის სასწრაფო დახმარების მანქანაში ეს პირველი მშობიარობა იყო.

დედაც და პატარაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სტაბილურ მდგომარეობაში სამშობიაროში გადაიყვანა.

“გვეამაყება: ექიმი – ქეთევან ველიჯანაშვილი, ექთანი – თინა ასპანიძე, მძღოლი – ბაჩუკი ზაზაძე” – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გრამატიკულად გაუმართავი საუბარი ფიზიკურ სტრესს იწვევს - კვლევა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights