საშვილოსნოს პოლიპები: მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა

0
1011
საშვილოსნოს პოლიპები: მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა
#post_seo_title

საშვილოსნოს პოლიპები: მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა

საშვილოსნოს პოლიპები – საშვილოსნოს შიდა კედელზე მიმაგრებული ეს წარმონაქმნები ყალიბდება საშვილოსნოს ღრუში. ენდომეტრიუმი ანუ უჯრედების არაბუნებრივი ზრდა საშვილოსნოს ლორწოვან გარსში საშვილოსნოს პოლიპების წარმოქმნას იწვევს, თუმცა წანაზარდი ავთვისებიანი არაა. საშვილოსნოს პოლიპების ზომა რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე მერყეობს. პაციენტს შესაძლოა ერთი ან რამდენიმე პოლიპი ჩამოუყალიბდეს. წანაზარდი უმეტესად დიდი ფუძით ან წვრილი ყუნწით საშვილოსნოს ყელზეა მიმაგრებული, მაგრამ საშოშიც შესაძლოა აღმოჩნდეს.

მიზეზები
დაავადების წარმოშობის ძირითადი მიზეზებია:

საკვერცხეების ჰორმონალური დისფუნქცია;
ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია;
სასქესო გზების ქრონიკული ანთებითი პროცესები;
საშვილოსნოს ტრავმები.

სიმპტომები

ჭარბი და ხანგრძლივი მენსტრუაცია;
მენსტრუაციულ პერიოდებს შორის სისხლდენა;
მენოპაუზის დროს სისხლენის გაგრძელება;
მუცლის ქვედა ნაწილში წამოვლითი ტკივილები;
ბავშვის ჩასახვის შეუძლებლობა.

დიაგნოსტიკა
დაავადების გამოკვლევას ატარებს გინეკოლოგი, რომელიც ნიშნავს:

გინეკოლოგიურ დათვალიერებას;
საშვილოსნოს და მცირე მენჯის ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
საშვილოსნოს ჰიდროსონოგრაფიას;
ჰისტეროსკოპიას;
ჰისტოლოგიურ გამოკვლევას.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:

ჰორმონალურ თერაპიას;
ქირურგიულ ჩარევას.

ოპერატიული ჩარევა შესაძლოა მოიცავდეს:

საშვილოსნოს ყელის პოლიპის ამოკვეთას;
საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ცვეთას;
ენდომეტრიუმის რეზექციას;
საშვილოსნოს ამოკვეთას.

საშიშროება
თუ დროულად არ იმკურნალებთ, შესაძლოა განვითარდეს:

პოლიპის ავთვისებიან წანაზარდში გადასვლა;
უნაყოფობა.

რისკ-ჯგუფები
განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან პაციენტები:

არტერიული ჰიპერტენზიით;
სიმსუქნის პრობლემებით;
ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებით;
შაქრიანი დიაბეტით;
იმუნური დარღვევებით;
ნერვულ-ფსიკიქური აშლილობით.

რეკომენდაცია!

სასქესო ორგანოების დაავადებების დროული მკურნალობა;
ბარიერული ტიპის კონტრაცეპტივების გამოყენება;
ფეხმძიმობის ქირურგიული გზით შეწყვეტის თავიდან აცილება;
წელიწადში 2-ჯერ გინეკოლოგთან ვიზიტი.

თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ საშვილოსნოს პოლიპები, მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ ექიმს. სწორი დიაგნოზი და მკურნალობა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ გართულებები და შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  პოსტსამშობიარო დეპრესია

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ