სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული სექტორისთვის ახალ რეგულაციას ამზადებს - რა ცვლილებები შევა რეგულაციებში?

ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული სექტორისთვის ახალ რეგულაციას ამზადებს – რა ცვლილებები შევა რეგულაციებში?

ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული სექტორისთვის ახალ რეგულაციას ამზადებს. უწყება 114-ე და 335-ე დადგენილებების ცვლილებას გეგმავს. რეგულაცია მედიკამენტებისა და მათი დამზადებისთვის საჭირო ინგრედიენტების იმპორტირებისას, შესაბამისი მარეგულირებლის მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებას აწესებს.რა ცვლილებები შევა რეგულაციებში?

 ცვლილება როგორც იმპორტიორებს, ისე ადგილობრივ მწარმოებლებს შეეხებათ. კერძოდ, იმპორტირებული მედიკამენტი ოთხი სახის GMP სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს.

რა ცვლილებები შევა რეგულაციებში?

როგორც ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან გოგიბერიძე აღნიშნავს, ცვლილება შეეხებათ როგორც იმპორტიორებს, ისე ადგილობრივ მწარმოებლებს.

კერძოდ:

  • იმპორტირებული მედიკამენტები: ოთხი სახის GMP (Good Manufacturing Practice) სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს.
  • ადგილობრივი მწარმოებლები: საწარმო უნდა იყოს GMP სტანდარტის მქონე, თუმცა, ასევე უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნას, რომ საბოლოო პროდუქციის მისაღებად საჭირო სუბსტანცია ამავე სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს

“დადგენილებებში შედის ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს, რომ იმპორტირებულ მედიკამენტს წარმოდგენილი უნდა ჰქონდეთ GMP სერტიფიკატი, რაც გულისხმობს ოთხ GMP სტანდარტს. აქამდე ეს მოთხოვნა იმპორტიორებს არ ჰქონდათ და აღნიშნული, სავარაუდოდ, პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება“, – განაცხადა ლევან გოგიბერიძემ “საქმის კურსის” ეთერში.

რაც შეეხება მწარმოებლების მიმართულებას, ლევან გოგიბერიძის თქმით, მწარმოებლებს მოეთხოვებათ, არა მხოლოდ წარმოების GMP სერტიფიკატის ქვეშ მუშაობა და წარმოება, არამედ ახალი მოთხოვნის მიხედვით, მათ მოეთხოვებათ უკვე სუბსტანციის და დასაფასოებელი ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლების GMP სტანდარტის მქონე მწარმოებლისგან შემოტანა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ გარდა იმისა, რომ თვითონ წარმოებად უნდა ჰქონდეს GMP სტანდარტი, ამ სტანდარტის უნდა იყოს თვითონ სუბსტანცია, რომელსაც ჩვენი მწარმოებელი საბოლოო პროდუქტის მისაღებად იყენებს. ეს, რა თქმა უნდა, ურთულებს ჩვენს ადგილობრივ მწარმოებლებს წარმოების პროცესს, რადგან ძალიან რთული მოსაძიებელია. აღნიშნული მოთხოვნა თვით ევროპის ქვეყნების მწარმოებლების მიმართაც არ არის წაყენებული”, – აღნიშნა ლევან გოგიბერიძემ.

დასკვნა

ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციები ცვლილებები შეაქვს ფარმაცევტულ სექტორში, რაც მიზნად ისახავს პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების გაზრდას. თუმცა, ეს გადაწყვეტილება ადგილობრივ მწარმოებლებს გარკვეულ გამოწვევებს შეუქმნის.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ჩვილის ტირილი ზრდასრულებში ტემპერატურის მატებას იწვევს - ახალი კვლევა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights