ფილტვისმიერი გული – გულის დაავადება, რომელსაც ახასიათებს მარჯვენა წინაგულისა და პარკუჭის გადიდება. დაავადების მწვავე ფორმა შეიძლება განვითარდეს ძალიან სწრაფად

0
109
ფილტვისმიერი გული – გულის დაავადება, რომელსაც ახასიათებს მარჯვენა წინაგულისა და პარკუჭის გადიდება. დაავადების მწვავე ფორმა შეიძლება განვითარდეს ძალიან სწრაფად
#post_seo_title

ფილტვისმიერი გული – გულის დაავადება, რომელსაც ახასიათებს მარჯვენა წინაგულისა და პარკუჭის გადიდება. დაავადების მწვავე ფორმა შეიძლება განვითარდეს ძალიან სწრაფად, ამისთვის საკმარისია რამოდენიმე წუთი ან დღე. ქრონიკული ფომის ჩამოყალიბებისთვის საკმარისია რამოდენიმე თვე ან წელი.  დადგენილია, რომ დაავადება უყალიბდებათ იმ ადამიანების 3%-ს ვისაც აწუხებს ქრონიკული ბრონქოლოგიური დაავადებები.

ფილტვისმიერი გული არის გულის დაავადება, რომელსაც ახასიათებს მარჯვენა წინაგულისა და პარკუჭის გადიდება. ეს მდგომარეობა ხშირად ვითარდება იმ ადამიანებში, ვისაც აქვს ქრონიკული ბრონქოლოგიური დაავადებები.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         სასუნთქი გზების დაავადებები;
·         დაავადება, რომელიც იწვევს დამაკავშირებელი ქსოვილის ჭარბ გადიდებას და ფილტვის ქსოვილის გამკვრივებას;
·         გულმკერდის დეფორმაცია;
·         ცხიმიანობა;
·         ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;
·         ქრონიკული ვასკულიტი.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         გულმკერდის არეში უცაბედი ტკივილი;
·         ხუთვა;
·         არტერიული წნევის დაცემა;
·         გახშირებული გულისცემა;
·         კანის საფარის სილურჯე;
·         გულის რითმის დარღვევა.

ქრონიკული ფორმის სიმპტომებია:
·         ფიზიკური დატვირთვისა და წოლის დროს ხუთვა;
·         ფეხების შეშუპება;
·         გულმკერდისა და ღვიძლის არეში მუდმივი ტკივილები;
·         გულყრა;
·         ხველა სისლხის გამოყოფით.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-კარდიოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
·         ელექტროკარდიოგრაფია;
·         გულმკერდის ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
·         ელექტროკარდიოგრაფია;
·         სპირომეტრია;
·         ფილტვის ანგიოგრაფია;
·         სისხლში გაზების რაოდენობის დადგენა.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიკოაგულანტებს;
·         შარდმდენ პრეპარატებს;
·         ჟანგბადის თერაპიას;
·         ბრონქოლიტიკებს;
·         გლუკოკორტიკოიდულ პრეპარატებს;
·         გულის გლიკოზიდებს.

საშიშროება
უყურადღებობის შემთხვევაში მოსალოდნელია შემდეგი გართულებები:
·         ფილტვის შეშუპება;
·         ფილტვ-გულის უკმარისობა.
რთულ შემთხვევებში შესაძლოა ლეტალური შედეგი.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია
·         ბრონქიოლოგიური დაავადებების დროული მკურნალობა;
·         სუნთქვის უკმარისობის შეჩერება;
·         სუნთქვის ვარჯიშების შესრულება;
·         ფიზიკური დატვირთვის გაკონტროლება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ