სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიმსოფლიო კონგრესში ქართველი ექიმები ჩაერთვნენ - ახალი ანტიბიოტიკების შექმნა და განვითარება

მსოფლიო კონგრესში ქართველი ექიმები ჩაერთვნენ – ახალი ანტიბიოტიკების შექმნა და განვითარება

ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების საზოგადოების (ESCMID) და მიკრობიოლოგიის ამერიკული საზოგადოების (ASM) ორგანიზებით პორტუგალიაში, ქალაქ პორტოში,  გაიხსნა მსოფლიო კონგრესი. მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება შეიკრიბა იმ სიახლეებისა და გამოწვევების გარშემო სასაუბროდ რაც დღეს თანამედროვე მედიცინაშია. კონგრესი კონკრეტულად ეხება ახალი ანტიბიოტიკების შექმნასა და განვითარებას, ყველაზე გავრცელებული ინფექციების მართვაში ახლებურ მიდგომებს და ანტიბიოტიკორეზისტენტობის პრევენციის გზებს.

კონგრესში საქართველოდან მიწვეულები არიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები: ლევან რატიანი, ლუიზა გაბუნია, ქეთევან მაჭავარიანი.

ლევან რატიანი, თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი:

„ჩვენ მიწვეული გახლავართ როგორც ESCMID-ის წევრები საქართველოდან. ანტიბიოტიკო-რეზისტენტობა და გავრცელებული ინფექციების ეფექტიანი, რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია, მთავრობის, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს, სათანადო, კანონზე დაფუძნებული რეგულაციებით. მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკორეზისტენტობის შეფასების კლინიკური კრიტერიუმების ჩამოყალიბება მტკიცებულებების საფუძველზე. ასევე, ეფექტიანი ანტიბიოტიკო თერაპიის დროს მნიშვნელოვანი და ამოსავალი წერტილია “როცა საჭირო და აუცილებელია მხოლოდ მაშინ მომეცი წამალი, რომელიც სიცოცხლეს მაჩუქებს”.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის მკურნალობისთვის მიმდინარე წელს 4 მილიონ ლარამდე გამოყოფს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights