სამშაბათი, აპრილი 1, 2025
მთავარიაკრედიტაცია“აკრედიტაცია კანადის” მრჩევლის მორიგი ვიზიტი „საპატრიარქოს კლინიკაში“ – მიმდინარეობს საერთაშორისო აკრედიტაციისთვის მზადება

“აკრედიტაცია კანადის” მრჩევლის მორიგი ვიზიტი „საპატრიარქოს კლინიკაში“ – მიმდინარეობს საერთაშორისო აკრედიტაციისთვის მზადება

2024 წლის 16 სექტემბერს კლინიკა  “საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში” მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის, “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა თათია გოჩაძემ ნაყოფიერი ვიზიტი გამართა.

აკრედიტაცია კანადა თათია გოჩაძე
აკრედიტაცია კანადის მრჩევლის თათია გოჩაძის ვიზიტი საპატრიარქოს კლინიკაში
ვიზიტი შეეხებოდა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში დასანერგ არაერთ სტანდარტს. 
აკრედიტაციისთვის მზადების პროცესში კლინიკამ დანერგა პაციენტთა კმაყოფილების კვლევა – გამოკითხვა; დანიშნა პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორი; შექმნა პაციენტთა საბჭო.

ცნობისთვის, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაწყებულია. მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს 2025 წლის  იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.

პაციენტის უსაფრთხოება, ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი, გამართული ინფრასტრუქტურა, პაციენტის ჩართვა კლინიკების განვითარების პროცესში – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.

“აკრედიტაცია კანადის” მრჩევლის მორიგი ვიზიტი „საპატრიარქოს კლინიკაში“ – მიმდინარეობს საერთაშორისო აკრედიტაციისთვის მზადება | sheniekimi.ge | შენი ექიმი
აკრედიტაცია კანადის მრჩევლის თათია გოჩაძის ვიზიტი საპატრიარქოს კლინიკაში

კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს გადამწყვეტი კომპონენტი იქნება.

“აკრედიტაცია კანადას” საქართველოში ჰყავს ქართველი ექსპერტები, რომლებიც ეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში. მრჩევლები უკვე რამდენიმე თვეა, აქტურ და უწყვეტ რეჟიმში ეხმარებიან და კონსულტაციებს უწევენ კლინიკებს აკრედიტაციისთვის საჭირო ყველა სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით.

“აკრედიტაცია კანადის” მრჩევლის მორიგი ვიზიტი „საპატრიარქოს კლინიკაში“ – მიმდინარეობს საერთაშორისო აკრედიტაციისთვის მზადება | sheniekimi.ge | შენი ექიმი
აკრედიტაცია კანადის მრჩეველი თათია გოჩაძე საპატრიარქოს კლინიკაში

სულ მალე კი საქართველოში კანადიდან ჩამოვა შემმოწმებელი გუნდი და აღნიშნული კლინიკების აკრედიტაციის დასკვნით ეტაპს გაივლის – გადაწვეტს, ესა თუ ის კლინიკა მიიღებს თუ არა აკრედიტაციას. 

როგორც აღვნიშნეთ, სამედიცინო დაწესებულებების მსოფლიოში უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაცია 《აკრედიტაცია კანადა》🇨🇦 საქართველოშია და კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციას აწარმოებს.

"აკრედიტაცია კანადის" მრჩევლებმა "ვივამედში" მორიგი ვიზიტი გამართეს - კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციისთვის ემზადება | შენი ექიმი

🇨🇦 ორგანიზაციის სათავო ოფისი მდებარეობს ოტავაში. Accreditation Canada-ს აქვს სატელიტური ოფისები ტორონტოში, მონრეალსა და ბრიუსელში.

《აკრედიტაცია კანადა》აღჭურვილია მცოდნე და გამოცდილი გუნდით, 1000-ზე მეტი პროფესიონალით, საგნის ექსპერტებით და პარტნიორებით, რომლებიც მუშაობენ კლინიკებთან კანადასა და მთელ მსოფლიოში, მათშორის საქართველოში.

《აკრედიტაცია კანადის》 წარმომადგენელი საქართველოში არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

"აკრედიტაცია კანადის" მრჩევლებმა "ვივამედში" მორიგი ვიზიტი გამართეს - კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციისთვის ემზადება | შენი ექიმი

მიმდინარე წლის გაზაფხულზე გიორგი ფხაკაძე საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა და ორგანიზაციის აღმასრულებელ ვიცე- პრეზიდენტ კატერინა ტარასოვასთან ერთად ინტენსიურ რეჟიმში მართავდა შეხვედრებს/ტრენინგებს ყველა კლინიკასთან, რომელიც 《აკრედიტაცია კანადის》ჩართულობით გადის საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს.

  "აკრედიტაცია კანადის" პროგრამის მენეჯერი იულია შჩერბინა დაესწრო Politico Health Care Summit-ს ბრიუსელში

"აკრედიტაცია კანადის" მრჩევლებმა "ვივამედში" მორიგი ვიზიტი გამართეს - კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციისთვის ემზადება | შენი ექიმი

Accreditation Canada-ს 🇨🇦 1000-ზე მეტი ექსპერტი
60 წელზე მეტია, 12 500-ზე მეტ ლოკაციაზე, 40-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს ჯანდაცვის, სოციალური და საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზაციებთან ხარისხისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

"აკრედიტაცია კანადის" მრჩევლებმა "ვივამედში" მორიგი ვიზიტი გამართეს - კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციისთვის ემზადება | შენი ექიმი

ალესანდრო ბურიანი აკრედიტაცია კანადის საერთაშორისო ექსპერტი საქართველოში

ცნობისთვის – საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის მოსაპოვებლად სამუშაო პროცესში  “საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრმა”  უკვე შექმნა პაციენტთა კმაყოფილების კითხვარი, რომელიც ონლაინ ივსება და ანონიმურად იგზავნება. კითხვარის შესავსებად გადადით ბმულზე:

https://www.surveymonkey.com/r/patriarch

 პასუხებს „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენლობა რეგულარულად წარუდგენს ჰოსპიტლის ხელმძღვანელობას.
 ჰოსპიტალში ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია პოსტერები, სადაც დატანილია QR კოდი, რომლის საშუალებითაც პაციენტები ან მათი ახლობლები ავსებენ კითხვარს:
საპატრიარქოს კლინიკა
დაასკანერეთ QR კოდი და შეავსეთ კითხვარი
პაციენტთა საბჭოს წევრები არიან  “საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის” პაციენტები ან მათი ოჯახის წევრები. საბჭო რეგულარულად შეიკრიბება და იმსჯელებენ გამოკითხვის შედეგებზე. პაციენტთა საბჭოს ჩართულობა ჰოსპიტლის საქმიანობაში ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, დაიხვეწოს და უფრო მოქნილი გახდეს სერვისები ჰოსპიტალში სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

 “საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი”   საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით."აკრედიტაცია კანადის" მრჩევლებმა "ვივამედში" მორიგი ვიზიტი გამართეს - კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციისთვის ემზადება | შენი ექიმიპაციენტების ჩართულობა კლინიკების განვითარების პროცესში საქართველოს ისტორიაში სიახლეა და მიმართულია ჯანდაცვის ხარიხსის გაუმჯობესებისკენ.

ყველაფერ აღნიშნულის ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექპსერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე."აკრედიტაცია კანადის" მრჩევლებმა "ვივამედში" მორიგი ვიზიტი გამართეს - კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციისთვის ემზადება | შენი ექიმიპაციენტთა ჩართულობას კლინიკების მართვის პროცესში აქტიურად აშუქებს მედიაჰოლდინგი „შენი“, რომელიც პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემატიკის მედიაჰოლდინგია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიოში.

“პაციენტთა საბჭო“  შიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.

  „დამიბრუნა სიცოცხლის ხალისი, გადამარჩინა და მომაბრუნა იმ ქვეყნიდან“- მადლიერი პაციენტი

გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.

გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაცია კანადის” (Accreditation Canada)-ის სტანდარტების მიხედვით სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა; შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

მკვლევარისაერთაშორისო აკრედიტაცია კანადის წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორიგიორგი ფხაკაძე.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ანონიმურია და რესპონდენტის იდენტიფიცირება შეუძლებელიაკითხვარის შევსების დროს პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ივსებაშევსებული ინფორმაცია კონფიდენციალური და ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზერაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის შესწავლას და გაუმჯობესებას… ანონიმურობა დაცული იქნება კვლევის ყველა ეტაპზე.

აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge

#drpkhakadze #sheniekimi

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ტრადიციული კერძები. რა ხდის ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს უნიკალურს?

ქართული ტრადიციული კერძები. რა ხდის ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს უნიკალურს?

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
უცნობი თბილისი – ნაკლებად ცნობილი ისტორიული ადგილები

უცნობი თბილისი – ნაკლებად ცნობილი ისტორიული ადგილები

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights