ნევროზი – გარკვეული ნევრო-ფსიქიკური აშლილობის ჯგუფი, რომელიც აქვეითებს ადამიანის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს

0
1000
ნევროზი – გარკვეული ნევრო-ფსიქიკური აშლილობის ჯგუფი, რომელიც აქვეითებს ადამიანის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს
#post_seo_title

ნევროზი – გარკვეული ნევრო-ფსიქიკური აშლილობის ჯგუფი, რომელიც აქვეითებს ადამიანის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს.

ნევროზი წარმოადგენს ნევრო-ფსიქიკურ აშლილობათა ჯგუფს, რომელიც მნიშვნელოვნად აქვეითებს ადამიანის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს. ეს მდგომარეობა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ფსიქოლოგიური და ემოციური პრობლემები, რაც გავლენას ახდენს როგორც პირადი, ისე პროფესიული ცხოვრების ხარისხზე.

გამოყოფენ ნევროზის შემდეგ ტიპებს:
·         ნევრასტენია;
·         ისტერია;
·         აკვიატებული მდგომარეობა.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         გონებრივი ან ფიზიკური გადაღლა;
·         ნერვული სისტემის მოშლა;
·         სწრაფი დაღლისკენ თანდაყოლილი მიდრეკილება;
·         ნარკოტიკების და ალკოჰოლის გამოყენება.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         ემოციური დაძაბულობა;
·         ქრონიკული დაღლა;
·         ხმაურისა და სინათლისადმი ზემდეტი ემოციური დამოკიდებულება;
·         კომპლექსები, დაბალი ან გადაჭარბებული თვითშეფასება;
·         ხასიათის სწრაფი ცვალებადობა;
·         ხშირი ტირილი;
·         გაღიზიანება.
სომატიკური სიმპტომები:
·         თავის ტკივილი;
·         ხელების კანკალი;
·         თავბრუს ხვევა, თვალების დაბნელება;
·         პოტენციის დაქვეითება;
·         მადის დაკარგვა;
·         ძილის დარღვევა.

დიაგნოსტიკა
ექიმი-ნევროლოგი ატარებს პაციენტის სრულ დათვალიერებას და ნერვული დაავადებების გამოკვლევისთვის საჭირო ყველა პროცედურას.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებელი პრეპარატები;
·         ვიტამინები;
·         ფსიქოთერაპია.
·         ანტიდეპრესანტები;
·         ტრანკვილიზატორები (აუცილებლობის შემთხვევაში).

საშიშროება
დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:
·         შრომისუნარიანობის დარღვევა;
·         ასოციალური ქცევა;
·         დეპრესია;
·         პანიკა;
·         ფობია.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება;
·         ფსიქიკის კონტროლისა და მოსადუნებელი ვარჯიშების შესრულება.

ნევროზი ერთ-ერთი ისეთი მდგომარეობაა, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ სპეციალისტს და მიიღოთ პროფესიონალური დახმარება, რათა არ გამწვავდეს მდგომარეობა და დაიწყეთ ეფექტური მკურნალობა.

#drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  საქართველოს და სენეგალის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედიაჰოლდინგები თანამშრომლობას იწყებენ - პროფესორ გიორგი ფხაკაძის ინიციატივა

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ