პარასკევი, ივლისი 11, 2025
მთავარიშენი ექიმიჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, მობილური ტელეფონები თავის ტვინის კიბოს...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, მობილური ტელეფონები თავის ტვინის კიბოს არ იწვევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანის ჯანმრთელობაზე რადიოტალღების ზემოქმედების პოტენციური ეფექტების სისტემურმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ მობილური ტელეფონები თავის ტვინის კიბოსთან კავშირში არ არის.

the guardian-ი კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ უსადენო ტექნოლოგიების რადიოტალღები ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. მობილური ტელეფონები თავის ტვინის კიბოსთან კავშირში არ არის.

საუბრისას, მობილური ტელეფონი ხშირად თავთან გვიჭირავს. ისინი რადიოტალღებს გამოყოფენ, არამაიონიზებელი რადიაციის ერთ-ერთ ტიპს. დიდწილად სწორედ ეს ორი ფაქტორია მიზეზი მოსაზრებისა, რომ მობილური ტელეფონები შეიძლება თავის ტვინის კიბოს იწვევდეს.

ასეთი შეშფოთება უკვე დიდი ხანია, არსებობს. მობილური ტელეფონები და უფრო ზოგადად კი უსადენო ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანეს ნაწილია. შესაბამისად, მეცნიერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შეაფასოს ამ მოწყობილობათა მიერ გამოყოფილი რადიოტალღების ზემოქმედების უსაფრთხოება.

სამეცნიერო კონსენსუსი წლების განმავლობაში არ შეცვლილა და მტკიცეა — არ არსებობს კავშირი მობილურ ტელეფონებსა და თავის ტვინის კიბოს, უფრო ფართოდ კი ჯანმრთელობას შორის.

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ აშშ ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილებას გადახედავს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights