შაბათი, აპრილი 19, 2025
მთავარიშენი ექიმი„შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, თვალების გაწითლება, ქავილი, შესაძლოა მასში იყოს ქლორამინი, შარდი...

„შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, თვალების გაწითლება, ქავილი, შესაძლოა მასში იყოს ქლორამინი, შარდი ან ორგანიზმიდან გამოყოფილი სხვა სითხეები” – ზაზა თელია

დერმატოლოგი ზაზა თელია აუზებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს – „შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, თვალების გაწითლება, ქავილი“.

“სტატისტიკით, მაგალითად, აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 40% შარდავს საზოგადოებრივ აუზებში. საქართველოში ეს სტატისტიკა უცნობია.
მოგეხსენებათ, აუზების დამუშავება ხორციელდება ქიმიური საშუალებებით იმისათვის, რომ მოხდეს დაავადებების გავრცელების პრევენცია.
ქლორი შესაძლოა შეუერთდეს ორგანიზმიდან გამოყოფილ სითხეებს (შარდი, ფეკალიები) და გამოიწვიოს ქიმიური რეაქცია.
ეს ქიმიური რეაქცია ამცირებს ქლორის რაოდენობას აუზში, რაც შესაბამისად აღარ არის საკმარისი ბაქტერიების გასანეიტრალებლად. პირიქით, წარმოიქმნება ქიმიური გამაღიზიანებელი ნივთიერებები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, თვალების გაწითლება, ქავილი. ამ ნივთიერებას ქლორამინი (Chloramine) ეწოდება
ქლორამინს (Chloramine) აქვს ქლორისთვის დამახასიათებელი სუნი და ადამიანებში ის ასოცირდება ქლორის სუნთან, თუმცა სუფთა, დამუშავებულ აუზს არ უნდა ჰქონდეს სუნი, ანუ ქლორით ადექვატურად დამუშავებულ აუზს არ აქვს სუნი.
ამრიგად, თუ აუზს აქვს ქლორის სუნი – შესაძლოა მასში იყოს ქლორამინი (Chloramine), შარდი ან ორგანიზმიდან გამოყოფილი სხვა სითხეები”.
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  ჭექა-ქუხილის დროს უსაფრთხოების რეკომენდაციები: არასოდეს მიიღოთ შხაპი ჭექა-ქუხილის დროს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights