სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიაკრედიტაცია"აკრედიტაცია კანადის" მრჩევლის მორიგი ტრენინგი კლინიკა "ვივამედში"

“აკრედიტაცია კანადის” მრჩევლის მორიგი ტრენინგი კლინიკა “ვივამედში”

2024 წლის 14 აგვისტოს კლინიკა “ვივამედში” “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა, თათია გოჩაძემ არასამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგი გამართა.

თათია გოჩაძე
აკრედიტაცია კანადის მრჩეველი თათია გოჩაძე კლინიკის პერსონალს უტარებს ტრენინგს პაციენტთა ჩართულობის გააქტიურების მიზნით

ტრენინგი შეეხებოდა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში დასანერგ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტანდარტს – პაციენტის ჩართულობას კლინიკის განვითარების პროცესში.

აკრედიტაცია კანადის მრჩევლები თათია გოჩაძე და იოსებ დემეტრაშვილი კლინიკა ვივამედში
აკრედიტაცია კანადის მრჩევლები თათია გოჩაძე და იოსებ დემეტრაშვილი კლინიკა ვივამედში
“აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით საქართველოში 20-ზე მეტი კლინიკა გადის საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს და აღნიშნულ კლინიკებში პაციენტთა ჩართულობის სტანდარტის ფარგლებში მიმდინარეობს პაციენტთა გამოკითხვა QR კოდის დასკანერების საფუძველზე; კლინიკებში იქმნება პაციენტთა საბჭოები, რომლებიც განიხილავენ პაციენტთა კმაყოფილების კვლევის შედეგებს და საკუთარ რეკომენდაციებს გადასცემენ კლინიკის ადმინისტრაციას განსახილველად.

აკრედიტაცია კანადა თათია გოჩაძე
აკრედიტაცია კანადის მრჩეველი თათია გოჩაძე კლინიკის პერსონალს უტარებს ტრენინგს პაციენტთა ჩართულობის გააქტიურების მიზნით

აღნიშნული სტანდარტი საქართველოს ისტორიაში პირველად ინერგება – ინიციატივა ეკუთვნის ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტს, პროფესორ გიორგი ფხაკაძეს, რომელიც საქართველოში წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მააკრედიტირებელ ორგანიზაციას – “აკრედიტაცია კანადას”.

“აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” მორიგი ტრენინგი გამართა | შენი ექიმი
აკრედიტაცია კანადა საქართველოში

იმისათვის, რომ პაციენტთა ჩართულობის სისტემის პროექტი იყოს მდგრადი და შედეგიანი, “აკრედიტაცია კანადა” ატარებს ტრენინგებს პაციენტთა გამოკითხვაში ჩართვის მაქსიმალურად გასააქტიურებლად.

#accreditationge #აკრედიტაციაკანადა

#drpkhakadze #sheniekimi

#tatiagochadzeaccreditationcanada

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  27 მილიონი ‼️ გიორგი ფხაკაძის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ისტორიულ ნიშნულს აღწევს ‼️
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights