რა არის ცრუ ფეხმძიმობა?

0
518
რა არის ცრუ ფეხმძიმობა?
#post_seo_title

ცრუ ფეხმძიმობა: სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობა – რა არის ცრუ ფეხმძიმობა?

რა არის ცრუ ფეხმძიმობა? – ცრუ ფეხმძიმობა (ფსევდოფეხმძიმობა) – ფსიქიკური ფენომენი, ქალის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის შედეგად ის არწმუნებს საკუთარ თავს, რომ ფეხმძიმედ არის. ჩვეულებრივ ცრუ ფეხმძიმობას არ აქვს რეციდივები.

ცრუ ფეხმძიმობა (Pseudocyesis) არის მდგომარეობა, როდესაც ქალს აქვს ყველა ფეხმძიმობის მახასიათებელი სიმპტომი, თუმცა რეალურად ის არ არის ორსულად. ეს მდგომარეობა ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ასპექტების კომბინაციაა და ხშირად ძალიან რთულია განასხვავოს ნამდვილი ფეხმძიმობისგან.

მიზეზები:
აღნიშნული მდგომარეობის გამომწვევი მიზეზებია:
·         ფსიქოემოციური აშლილობა;
·         ჰორმონალური დარღვევები;
·         მეორადი ამენორეა;
·         ფეხმძიმობის და მშობიარობის მიმართ პათოლოგიური შიში ან დაფეხმძიმების ძლიერი სურვილი;
·         საკვერცხეების შეშუპება.

სიმპტომები
·         მენსტრუაციის ხანგრძლივი შეფერხება;
·         ტოქსიკოზის სიმპტომები (გულის რევა, ღებინება, რიგ საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნილება);
·         სარძევე ჯირკვლების გადიდება;
·         ხსენის გაჩენა;
·         მუცლის გადიდება;
·         წონაში მომატება;
·         ნაყოფის მოძრაობის მსგავსი შეგრძნება;
·         ცრუ სამშობიარო ტკივილები.
ცრუ ფეხმძიმობის სიმპტომები საშუალოდ გრძელდება 3-3,5 თვე.

დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის დასადგენად მეან-გინეკოლოგი ატარებს შემდეგი სახის ღონისძიებებს:
·         გინეკოლოგიური დათვალიერება;
·         ფეხმძიმობის ტესტი;
·         იმუნოლოგიური, ბიოლოგიური გამოკვლევა;
·         მცირე მენჯის ორგანოების გამოკვლევა;
·         მუცლის ღრუს ორგანოების გამოკვლევა;
·         ქრონიკული ჰონადოტროპინის დონის დადგენა სისხლში.
რიგ შემთხვევებში საჭიროა ენდოკრინოლოგისა და ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ფსიქოთერაპევტთან გასაუბრებას;
·         ჰიპნოზის სეანსებს;
·         სისხლში ჰორმონების დამარეგულირებელ პრეპარატებს;
·         სტრესის შედეგების, შფოთვისა და მოუსვენრობის მომხსნელ პრეპარატებს.

საშიშროება
დროული დახმარების გარეშე შეიძლება უარყოფითი შედეგი გამოვლინდეს რეალური მშობიარობის დროს (ნაადრევი მშობიარობის სახით).

რისკის ჯგუფი
·         30-40 წლის ქალები, რომლებიც დიდი ხანი მკურნალობენ უნაყოფობაზე და სურთ დაფეხმძიმება;
·         არამყარი ფსიქიკის მქონე ქალები, ემოციურები იმ საკითხების მიმართ, რაც ეხება ბავშვებს და ფეხმძიმობას;
·         ქალები, რომლებსაც გადატანილი აქვთ აბორტი ან მოუკვდათ შვილი;
·         ქალები, რომლებიც უახლოვდებიან მენოპაუზის პერიოდს და არ გაუჩენიათ შვილი.

  კუშიგინის სინდრომი - ხასიათდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ ჭარბი რაოდენობით გამომუშავებული ჰორმონების ზემოქმედბით ორგანიზმზე

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია გინეკოლოგისა და ენდოკრინოლოგის მუდმივი კონსულტაციის გავლა, ასევე დაფეხმძიმების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ექიმი-ფსიქოთერაპევტის კონსულტაციის გავლა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ