შაბათი, მაისი 10, 2025
მთავარიაკრედიტაცია"პაციენტთა ჩართულობა მნიშვნელოვანია, რათა გავუთანაბრდეთ ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტს" - ექსკლუზიური ინტერვიუ აკრედიტაცია...

“პაციენტთა ჩართულობა მნიშვნელოვანია, რათა გავუთანაბრდეთ ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტს” – ექსკლუზიური ინტერვიუ აკრედიტაცია კანადის მრჩეველ იოსებ დემეტრაშვილთან

2024 წლის 29 აგვისტოს კლინიკა “ვივამედში” მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის, “აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა იოსებ დემეტრაშვილმა და თათია გოჩაძემ ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს.

გთავაზობთ “პაციენტთა საბჭოების სამდივნოს” ხელმძღვანელ იოსებ დემეტრაშვილთან ინტერვიუს:

იოსებ დემეტრაშვილი
აკრედიტაცია კანადის მრჩევლის იოსებ დემეტრაშვილის ვიზიტი კლინიკა ვივამედში

– ბატონო იოსებ, საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს – საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის არაერთი კლინიკა და მათ შორის, გიორგი ფხაკაძის დამსახურებით, საქართველოში ავტორიტეტული ორგანიზაციის “აკრედიტაცია კანადის” სტანდარტებით 20 -ზე მეტი კლინიკა გადის აკრედიტაციის პროცესს.

იოსებ დემეტრაშვილი
იოსებ დემეტრაშვილის ვიზიტი კლინიკა პინეოში

ყველა ამ კლინიკაში ინერგება არაერთი სტანდარტი და მათგან ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი პროექტი არის პაციენტთა ჩართულობა, რომლის ფარგლებშიც კლინიკებში მიმდინარეობს პაციენტთა გამოკითხვა, იქმნება “პაციენტთა საბჭოები” და თქვენი როლი სწორედ ამ კონტექსტში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან “პაციენტთა საბჭოების სამდივნოს” ხელმძღვანელი ბრძანდებით.

იოსებ დემეტრაშვილი
იოსებ დემეტრაშვილის ვიზიტი კლინიკა ჰერაში

  რეალურად აკონტროლებთ პროცესს, როგორ უნდა იყოს გამართული პაციენტთა ჩართულობა კლინიკების განვითარების პროცესში.

როგორ შეაფასებთ ზოგადად ამ პროცესს? რამდენად მნიშვნელოვანია პაციენტის ჩართულობა კლინიკის განვითარების პროცესში? ეს სიახლეა  საქართველოში…

– დიახ გამომდინარე იქიდან, რომ კანადის მმართველობამ საკუთარ ქვეყანაში ეს სტანდარტი სავალდებულო გახადა და დააკანონა, ჩათვალა, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტანდარტი.

იოსებ დემეტრაშვილი
იოსებ დემეტრაშვილის ვიზიტი ჯო ენის ჰოსპიტალში

ჩვენ აქტიურად ვმართავთ ვიზიტებს კლინიკებში და ვაწვდით ინფორმაციას პაციენტებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში. ეს საჭიროა იმისთვის, რომ მიიღონ კარგი მომსახურება და მივიდეთ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტამდე.

ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი პაციენტების ჩართულობა აღნიშნულ საკითხში.

იოსებ დემეტრაშვილი
იოსებ დემეტრაშვილის ვიზიტი კლინიკა ქსენონში

როგორი ტენდენცია შეიმჩნევა – რამდენად აქტიურობენ პაციენტები და კლინიკები ამ სტანდარტის დანერგვაში?

– პაციენტებმა, ჩემი აზრით, იგრძნეს და გაითავისეს ის პასუხისმგებლობა, რაც მიენიჭათ. მათ მოსაზრებას ითვალისწინებენ და გარკვეული საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობენ. დღესაც ორ კლინიკაში გავმართეთ ნაყოფიერი ვიზიტი “აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა და პაციენტებმა ისაურეს იმ შენივნებზე, რაც კლინიკამ უნდა გამოასწოროს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კლინიკა ამ ყველაფერს გაითვალისწინებს, რადგან მათი ვალდებულება და ინტერესია, რომ ყველა პაციენტი იყოს მათი მომსახურებით კმაყოფილი.

  2025 წლის 29 აპრილს "აკრედიტაცია კანადის" გუნდი საპატრიარქოს კლინიკას ყოველთვიური ვიზიტით ესტუმრა

აკრედიტაცია კანადა

ჩვენი ვიზიტები არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც მრჩევლების, რადგან უნდა გავუწიოთ რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარებათ – უფრო ადვილად გაიარონ აკრედიტაციის პროცესში.

ყველა კლინიკას ვუსურვებთ აკრედიტაციის გავლას და გისურვებთ ჯანმრთელობას!

#drpkhakadze #sheniekimi

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights