ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
მთავარიშენი ექიმივაქცინა, შესაძლოა, ქიმიოთერაპიის ალტერნატივა გახდეს - ფილტვის კიბოს მსოფლიოში პირველი ვაქცინის კლინიკური...

ვაქცინა, შესაძლოა, ქიმიოთერაპიის ალტერნატივა გახდეს – ფილტვის კიბოს მსოფლიოში პირველი ვაქცინის კლინიკური კვლევა დაიწყეს

შვიდ ქვეყანაში ექიმებმა ფილტვის კიბოს მსოფლიოში პირველი ვაქცინის კლინიკური კვლევა დაიწყეს. ფილტვის კიბოს ახალი ვაქცინა: mRNA ტექნოლოგია შესაძლოა ქიმიოთერაპიის ალტერნატივა გახდეს

ბრიტანული გამოცემის, „გარდიანის ინფორმაციით, mRNA-ს ტექნოლოგიით შექმნილი ვაქცინა, შეიძლება, ქიმიოთერაპიის ალტერნატივა გახდეს, რადგან ის ორგანიზმს ნაკლებ ზიანს აყენებს. BNT116 ვაქცინა მიზნად ისახავს არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს (NSCLC) სამკურნალო პროცესის გაუმჯობესებას. ეს არის ფილტვის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმა. ვაქცინის კლინიკური კვლევა უკვე დაიწყო შვიდ ქვეყანაში: გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-ში, გერმანიაში, უნგრეთში, პოლონეთში, ესპანეთში და თურქეთში. კვლევაში მონაწილეობას დაახლოებით 130 პაციენტი მიიღებს, რომლებიც ვაქცინის ეფექტურობას შეაფასებენ.

ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რაც ფილტვის კიბოს ახალ ვაქცინას აქვს, არის მისი დაბალი ტოქსიურობა, განსხვავებით ქიმიოთერაპიისგან, რომელიც ხშირად აზიანებს არა მხოლოდ კიბოს უჯრედებს, არამედ ჯანმრთელიც, BNT116 ვაქცინა მიზანმიმართულად მოქმედებს კიბოს უჯრედებზე, რაც მის ეფექტურობას და უსაფრთხოებას ზრდის.

ეს კლინიკური კვლევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ფილტვის კიბოს მართვის ახალ მექანიზმზე და შესაძლოა მომავალი თაობის ტრადიციული მკურნალობის მეთოდების შეცვლის საფუძველი გახდეს.

როგორც „გარდიანი“ წერს, ვაქცინა, რომლის გამოცდაც ახლა მიმდინარეობს, ადამიანის ორგანიზმს ასწავლის, როგორ უნდა მოძებნოს და გაანადგუროს კიბოს უჯრედები, შემდეგ კი ხელს უშლის დაავადების ხელახლა განვითარებას.

BNT116-ის სახელით ცნობილი, BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინა არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს (NSCLC) სამკურნალოდაა, რომელიც ამ დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ვაქცინის პირველი ფაზის კლინიკური კვლევა შვიდი ქვეყნის 34 კვლევით ცენტრში დაიწყო. ესენია: გაერთიანებული სამეფო, აშშ, გერმანია, უნგრეთი, პოლონეთი, ესპანეთი და თურქეთი. მთლიანობაში, კვლევაში დაახლოებით 130 პაციენტი ჩაერთვება.

როგორც „გარდიანი“ წერს, ფილტვის კიბოს ვაქცინა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მსგავსად მუშაობს და ადამიანის ორგანიზმს კიბოს უჯრედების წინააღმდეგ საბრძოლველად ამზადებს. მისი მიზანია, გააძლიეროს ადამიანის ორგანიზმის იმუნური პასუხი კიბოზე, ხოლო ჯანმრთელი უჯრედები ხელშეუხებლად დატოვოს.

როგორც სტატიაში ნათქვამი, ამ ვაქცინას არ აქვს ისეთი ტოქსიკური ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე, როგორიც ქიმიოთერაპიას, რომელიც ხშირად აზიანებს არა მხოლოდ კიბოს, არამედ ჯანმრთელ უჯრედებსაც.

  მსოფლიო მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი - კარგი შედეგები აჩვენა რიგი დაავადებების სამკურნალოდ...
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights