მშრალი თვალის სინდრომი- თვალების დაავადება, რომელსაც ახასიათებს რქოვანას მდგომარეობის ცვლილება ცრემლის არასწორი გამოყოფის გამო

რატომ ჩნდებიან და რა უნდა გააკეთოთ, თუ თვალებში ამ „ნაწილაკების“ დანახვას დაიწყებთ,
თვალის დაავადებების ადრეული ნიშნები, რომლებიც არ უნდა გამოგეპაროთ - თვალების წინ „მცურავი“ სხეულების ან ლაქების გამოჩენა შეიძლება იყოს ბადურის აშრევების სიმპტომი

«მშრალი თვალის» სინდრომი – თვალების დაავადება, რომელსაც ახასიათებს რქოვანას მდგომარეობის ცვლილება ცრემლის არასწორი გამოყოფის გამო, რაც იწვევს დისკომფორტს მხედველობითი დატვირთვის დროს.

მშრალი თვალის სინდრომი XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოფთალმოლოგიური პრობლემა.

მიზეზები
·         კონტაქტური ლინზების ხანგრძლივი ან არასწორი ტარება;
·         ცრემლის წარმოქმნის შემაფერხებელი პრეპარატების გამოყენება;
·         თვალების ხანგრძლივი დატვირთვა;
·         მხედველობის ლაზერული კორექცია;
·         რქოვანას მექანიკური დაზიანებები;
·         ორგანიზმის ასაკობრივი ცვლილება;
·         კვების რეჟიმის დარღვევა.

სიმპტომები
·         თვალების ქავილი, წვა;
·         თვალების გაღიზიანება, ჩაწითლება;
·         მხედველობის დაქვეითება;
·         ჭარბი ცრემლდენა;
·         დაწებებული ქუთუთოები დილაობით;
·         ხანგრძლივი დატვირთვის შემდეგ მხედველობის დაბინდვა;
·         კაშკაშა ნივთებზე ყურებისას დისკომფორტი;
·         თვალის კიდეებში ლორწოვანი ნადების გაჩენა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ოკულისტი, რისთვისაც საჭიროა:
·         რქოვანას, კონიუქტივის და ქუთუთოების ბიომიკროსკოპული გამოკვლევა;
·         კონიუქტივის და რქოვანას ცვლილებების გამოსავლენი სპეციალური წვეთების გამოყენება.

მკურნალობა
·         ჩანაცვლებითი თერაპიის პრეპარატები;
·         ანტიბაქტერიული პრეპარატები;
·         პოლივიტამინები;

საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
·         ქრონიკული კონიუქტივიტი;
·         რქოვანაზე ნაპრალების გაჩენა;
·         მხედველობის დაქვეითება.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება;
·         კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ყოფნისას ყოველ 40 წუთში შესვენება;
·         საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის რეგულარულად განიავება;
·         მზის ქვეშ ყოფნისას მზის სათვალისა და ქუდის გამოყენება.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე - "ვივამედის" გინეკოლოგის, ნინო ჩერქეზიშვილის გზამკვლევი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ