ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
მთავარიშენი ექიმი„მაიმუნის ყვავილი ახალი „კოვიდ-19“ არ არის და მისი კონტროლი შესაძლებელია“-ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

„მაიმუნის ყვავილი ახალი „კოვიდ-19“ არ არის და მისი კონტროლი შესაძლებელია“-ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ,  რომ მაიმუნის ყვავილი ახალი „კოვიდ-19“ არ არის და მისი კონტროლი შესაძლებელია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელის, ჰანს კლუგეს განცხადებით,  მაიმუნის ყვავილის  გამო პანიკის პრევენცია და დაავადების გავრცელების შეჩერება ერთობლივი, დროული ძალისხმევით და ყველაზე დაუცველ რეგიონებში ვაქცინების მიწოდებითაა შესაძლებელი. მაიმუნის ყვავილი ახალი „კოვიდ-19“ არ არის და მისი კონტროლი შესაძლებელია

„ვაპირებთ თუ არა კარანტინის გამოცხადებას ევროპაში? გვაქვს თუ არა საქმე ახალ კოვიდთან? ამ კითხვებზე პასუხი ცალსახად არის – არა“, – განაცხადა კლუგემ.

თუმცა, მისივე თქმით, თუ გლობალური ზომები მიღებული არ იყო, ვირუსის გავრცელება გარდაუვალია.

ცნობისთვის, მაიმუნის ყვავილის აფეთქება რამდენიმე თვის წინ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოხდა, სადაც დაავადებას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ივნისის ბოლოს დაავადება გავრცელებული იყო ბურუნდუში, კენიასა და რუანდაში.

აგვისტოში მაიმუნის ყვავილის ახალი შტამი დაფიქსირდა შვედეთშიც.

შეგახსენებთ, რომ აფრიკის ქვეყნებში “მპოქსის”სწრაფი გავრცელების გამო, 14 აგვისტოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამსაგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი ფართომასშტაბიანი გავრცელება აზიისა და ევროპის სხვა ქვეყნებში.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ აშშ ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილებას გადახედავს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights