სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი„სტუმრებს ბავშვის კოცნის უფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ“

„სტუმრებს ბავშვის კოცნის უფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ“

ამ რჩევების შესრულება დაეხმარება მშობლებს ბავშვის ჯანმრთელობის დაცვაში და თავიდან აარიდებთ საფრთხეებს, რომლებიც დაკავშირებულია ზედმეტი ემოციური და ფიზიკური ზემოქმედებებით. „სტუმრებს ბავშვის კოცნის უფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ“ – პედიატრი

იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ იმ მავნე ჩვევებზე ისაუბრა, რომელიც მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რათა მთელი რიგი გართულებები აცილონ თავიდან. მაგალითად აქ საუბარია ბავშვის მაღლა აგდების ჩვევაზე, რომელიც როგორც წესი, ბავშვებს ძალიან ახარებთ.

„ძალიან ხშირად უყვართ ჩვენთან ბავშვების ზემოთ აგდება, დაჭერა, თამაში. ეს არის სერიოზული გართულების რისკი. ამას შენჯღრეული ბავშვის სინდრომი ჰქვია. ჩვენ ბავშვს ვეთამაშებით, განა ცუდ რამეს ვაკეთებთ. ბავშვს ზემოთ აგდება და დაჭერა უხარია, მაგრამ ეს არის სერიოზული რისკი” – ამბობს პედიატრი.
ასევე ივანე ჩხაიძემ ისაუბრა სტუმრების შესახებ და განმარტა, რომ ვირუსული ინფექციების აქტივაციის პერიოდში, სტუმრებს ბავშვების გადაკოცნის უფლება არ უნდა მივცეთ:

„სტუმრებს ბავშვის კოცნის უფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ. ოჯახის წევრი სხვა არის. მიკრობიომა, რომელიც ოჯახშია გავრცელებული, სხვა არის, მით უმეტეს, დედისა და ბავშვის კავშირი. ძალიან ბევრი ელემენტი გადაეცემა კანიდან, ძუძუდან. მით უმეტეს, ახლა, საერთოდ არ უნდა მივიდეს არცერთი უცხო ბავშვთან. ეს კატეგორიულად გამორიცხულია. ათი მწვანე პასპორტი რომ აჩვენოს, არ უნდა მივიდეს ახლოს ბავშვთან. ეს ასეა პანდემიის გარეშეც და ახლა, მით უმეტეს“, – ამ თემებზე ივანე ჩხაიძემ POSTV-ის ეთერში ისაუბრა.

სტუმრებს შეუზღუდეთ ბავშვებთან პირდაპირი კონტაქტი, განსაკუთრებით იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ვირუსული ინფექციების აქტივობა მაღალია.

სტუმრების მიერ ბავშვის კოცნის უფლების არ მიცემა მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მშობლების ყურადღება ამ დეტალზე ხელს შეუწყობს ბავშვის დაცვას შესაძლო ჯანმრთელობის პრობლემებისგან და დაიცავს მათ ვირუსული ინფექციებისგან.

#drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
   უჯრედები ყოველთვის ისე არ იყოფიან, როგორც სკოლაში გვასწავლიდნენ! -  რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights