სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიტრადიციული საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია "ახალი ათწლეულის მედიცინა"

ტრადიციული საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია “ახალი ათწლეულის მედიცინა”

2024 წლის 20-27 ივლისს, დაბა ჩაქვში გაიმართა მედიკოსთა 56-ე ტრადიციული საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია “ახალი ათწლეულის მედიცინა”,

სადაც კარდიოლოგიურ სესიას თავჯდომარეობდა, ჩვენი კლინიკის კლინიკური და ინტერვენციული კარდიოლოგიისა და თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მწვავე კარდიოლოგიური პათოლოგიების მართვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი კახა ნადარაია.
სესიაზე განხილული იქნა კლინიკური კარდიოლოგიის უახლესი მიღწევები.
მოხსენებებით წარსდგნენ ასევე ჩვენი კლინიკის კარდიოლოგები:
კახა ნადარაია:
ST ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის(STEMI) მართვის გამოწვევები საქართველოში
თამარ შენგელია:
ახალი ბიომარკერის, SST2-ის როლი გულის უკმარისობის პროგნოზის შეფასებაში.
კახა ნადარაია:
IC კლასის ანტიარითმიული პრეპარატის ეტაციზინის ეფექტურობა და უსაფრთხოება პარკუჭოვანი და პარკუჭზედა არითმიების დროს.
პრეზენტაციებმა გამოიწვია დიდი ინტერესი და გაგრძელდა მრავალრიცხოვანი კითხვებით და ხანგრძლივი დისკუსიით.
კონფერენციაში მონაწილეებს და მომხსენებლებს გადაეცათ სერთიფიკატები.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რა უნდა ვიცოდეთ: რეკომენდაციები და პრევენციული ნაბიჯები - მეცნიერები შესაძლო პანდემიის შესახებ გვაფრთხილებენ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights