სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმირა იწვევს ჭარბ მენსტრუაციას, რამდენად საყურადღებოა მენსტრუაციის გადაცდენა

რა იწვევს ჭარბ მენსტრუაციას, რამდენად საყურადღებოა მენსტრუაციის გადაცდენა

რა იწვევს ჭარბ მენსტრუაციას, რამდენად საყურადღებოა მენსტრუაციის გადაცდენა და რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს ის.

ამის შესახებ ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარგვერდზე საუბრობს:

„ნორმალური მენსტრუაციის ხანგრძლივობა 21-დან 35 დღემდე პერიოდს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ მენსტრუაციის დაწყების პირველი დღიდან შემდეგი მენსტრუაციის დაწყების პირველ დღემდე 21-დან 35 დღე არსებული მონაკვეთი ნორმალურია.

თუ ქალს ერთჯერადად ჭარბი მენსტრუაცია დაუფიქსირდა, მაგრამ არა ისეთი ჭარბი, რომ გადაუდებელი დახმარება დასჭირდა ან შრომისუნარიანობა დაუქვეითდა, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ შემთხვევაა და ასეთი შემთხვევები ხდება. შეიძლება, ზოგჯერ უფრო ჭარბი მენსტრუაცია იყოს, ზოგჯერ უფრო ნაკლები. მაგრამ, თუ ქალს ჭარბი მენსტრუაცია რეგულარულად აქვს, დღეში 6-7 პაკეტზე მეტს ხარჯავს, გამონადენი არის კოლტებით, შრომისუნარიანობა უქვეითდება, აქვს დაბალი ჰემოგლობინი, რასაკვირველია, ექიმს უნდა მიმართოს.

ჭარბი მენსტრუაციის მიზეზი შეიძლება, საშვილოსნოს ქსოვილოვანი წარმონაქმნი იყოს, პოლიპი, ფიბრომა, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია ანუ საშვილოსნოს ღრუს ქსოვილის გასქელება, რომელიც მენსტრუაციის დროს ბოლომდე არ ჩამოიშლება.

მენსტრუაციის გადაცდენა ერთჯერადად, თუ პაციენტს სხვა არაფერი აწუხებს და მაქსიმუმ 7 დღე გრძელდება, შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს. ის შესაძლოა რაიმე სახის სტრესთან იყოს დაკავშირებული. მათ შორის, გაციებასთან, დაავადებასთან, მგზავრობასთან და ასე შემდეგ. მაგრამ, თუ გადაცილება ერთ კვირაზე მეტია ან მეორდება პერიოდულად, ეს ნორმალური არ არის და ექიმ-გინეკოლოგს უნდა მიმართოთ.“

ჭარბი მენსტრუაცია და მენსტრუაციის გადაცდენა: მექანიზმი და რეკომენდაციები

  • ნორმალური მენსტრუაციის ხანგრძლივობა: ნორმალურად, მენსტრუაციის ციკლი 21-35 დღე გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ მენსტრუაციის დაწყების პირველი დღიდან მომდევნო მენსტრუაციის დაწყების დღემდე პერიოდი 21-დან 35 დღემდე არის ნორმალური.
  • ჭარბი მენსტრუაცია: თუ ქალს ერთჯერადად აღენიშნებოდა ჭარბი მენსტრუაცია, მაგრამ არ იყო საჭირო გადაუდებელი დახმარების გაწევა და შრომისუნარიანობა არ დაუქვეითდა, შეიძლება ის ჩავთვალოთ როგორც შემთხვევითობად. თუმცა, რეგულარულად ჭარბი მენსტრუაციის შემთხვევებში (დღეში 6-7 პაკეტი ან მეტი, კოლტებით გამონადენი, დაბალი ჰემოგლობინი) აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
  • ჭარბი მენსტრუაციის მიზეზები: ჭარბი მენსტრუაციის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს საშვილოსნოს ქსოვილოვანი წარმონაქმნი (პოლიპი, ფიბრომა), ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია (საშვილოსნოს ღრუს ქსოვილის გასქელება), რაც მენსტრუაციის დროს ბოლომდე არ ჩამოიშლება.
  • მენსტრუაციის გადაცდენა: ერთჯერადი მენსტრუაციის გადაცდენა, თუ არ არის თანმდევი სიმპტომები და მაქსიმუმ 7 დღე გრძელდება, შეიძლება იყოს ნორმალური და დაკავშირებული სტრესულ ფაქტორებთან (გაცივება, დაავადება, მგზავრობა). თუმცა, თუ გადაცდენა ერთ კვირაზე მეტია ან ხშირად ხდება, საჭიროა ექიმ-გინეკოლოგთან კონსულტაცია.
  “სუპერბაქტერიების საფრთხე: ომების მიკრობული მემკვიდრეობა”

#drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights