18 ივლისს ბათუმში სამედიცინო გაერთიანება ,,მედცენტრის” ჰოსპიტლების (პუშკინის ქუჩა; ბაგრატიონის ქუჩა) პაციენტთა საბჭოების მორიგი შეხვედრა გაიმართა – სადაც განიხილეს პაციენტთა კვლევის შედეგები და იმსჯელეს პაციენტთა გამოკითხვის გააქტიურების გზებზე.

პაციენტთა საბჭოს შეხვედრას დაესწრნენ საბჭოს წევრები, კლინიკის მხრიდან წარმომადგენლობა, პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელი იოსებ დემეტრაშვილი, “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი თათია გოჩაძე.

სამედიცინო გაერთიანება ,,მედცენტრის” ჰოსპიტლები (პუშკინის ქუჩა; ბაგრატიონის ქუჩა) იმ კლინიკებს შორისაა, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის, “აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით.

სწორედ “აკრედიტაცია კანადის” ინიციატივით, რომლის წარმომადგენელიც საქართველოში პროფესორი გიორგი ფხაკაძე გახლავთ,
საქართველოს აღნიშნულ კლინიკებში ინერგება უმნიშვნელოვანესი ჯანდაცვის სტანდარტები და მათგან ერთ-ერთია პაციენტთა ჩართულობა კლინიკის განვითარების პროცესებში.

პაციენტთა ჩართულობა მოიცავს პაციენტთა კმაყოფილების კვლევას და პაციენტთა საბჭოების დანერგვას, რომლებმაც უნდა განიხილონ აღნიშნული კვლევის შედეგები და მიაწოდონ საკუთარი რეკომენდაციები კლინიკას განსახილველად.
რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, ყველა აღნიშნულ კლინიკაში უკვე დაწყებულია გამოკითხვა, თითოეულ კლინიკას გააჩნია უნიკალური QR კოდი, რომელიც განთავსებულია კლინიკებში, მათ სოც.ქსელში, ვებგვერდზე და ამასთან ერთად პლათფორმა “შენი ექიმზეც”.
კითხვარის შესავსებად გადადით ბმულზე:
https://www.surveymonkey.com/r/medcentri

https://www.surveymonkey.com/r/repheralmedcentri

აღნიშნული QR კოდის დასკანერებით პაციენტებს და მათ ოჯახის წევრებს შესაძლებლობა აქვთ გადავიდნენ გამოკითხვაზე, შეავსონ კითხვარი და დააფიქსირონ საკუთარი აზრი ამა თუ იმ კლინიკაში მიღებული ჯანდაცვის მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით.
პაციენტთა საბჭოები ყოველთვიურად, რეგულარულად განიხილავენ გამოკითხვის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების თუ გამოწვევების გზებს და რეკომენდაციებს გადასცემენ კლინიკის ადმინისტრაციას განსახილველად.
პაციენტთა ჩართულობა საქართველოს ისტორიაში არის პირველი. პირველად ხდება ეს პროცესი და უმნიშვნელოვანესია ჯანდაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სტანდარტი ინერგება აკრედიტაცია კანადის ჩართულობით.
#accreditationge #აკრედიტაციაკანადა
#drpkhakadze #sheniekimi
#tatiagochadzeaccreditationcanada
#iosebdemetrashviliaccreditationcanada