სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი„B ჰეპატიტს აქვს გაცილებით უფრო მაღალი ონკოგენური უნარი, ვიდრე C ჰეპატიტს“

„B ჰეპატიტს აქვს გაცილებით უფრო მაღალი ონკოგენური უნარი, ვიდრე C ჰეპატიტს“

უნდა იცოდეს მოსახლეობამ, რომელიც მთელი სერიოზულობით ეკიდებოდა C ჰეპატიტის პრობლემას და ნაკლებად სერიოზულად აღიქვამს B ჰეპატიტს, მას აქვს გაცილებით უფრო მაღალი ონკოგენური უნარი, ვიდრე C ჰეპატიტს, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ B ჰეპატიტის მართვის პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, B ჰეპატიტის პროგრამა დიდხანს მზადდებოდა და სულ რაღაც ორი კვირის წინ, ის უკვე დაიწყო.

„თუ C ჰეპატიტის პროგრამა მხოლოდ ნაწილობრივ ფინანსდებოდა სახელმწიფოს მიერ, მაგრამ ძირითად ხარჯებს იღებდა ამერიკული მხარე, საუბარია მედიკამენტებზე, რამდენიმე მილიარდი დოლარის მედიკამენტები იყო მოწოდებული, თუ შიდს ძირითადად სახელმწიფო ახორციელებდა, მაგრამ გლობალური ფონდის მხარდაჭერითა და სხვა საერთაშორისო სტრუქტურების მიერ, B ჰეპატიტის პროგრამა მთლიანად სახელმწიფოს მიერ იქნება დაფინანსებული.

ორი წლის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში დაახლოებით 70 ათასი ქრონიკული ავადმყოფია B ჰეპატიტით. კერძოდ, დადგინდა, რომ ყველა გამოკვლეულის 2,7 პროცენტს აქვს ქრონიკული B ჰეპატიტი და ეს მოსახლეობაზე გადათვლით გამოდის დაახლოებით 70 ათასი, მაგრამ ამ 70 ათასიდან ყველა არ საჭიროებს მკურნალობის დაუყოვნებლივ ჩატარებას. მკურნალობის დაწყებას აქვს კრიტერიუმები.

სულ ახლახან დაიდო მონაცემები, რომ მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებას საჭიროებს დაახლოებით 50 პროცენტი, ანუ, საქართველოში სადღეისოდ, უნდა ვიფიქროთ, რომ დაახლოებით 35 ათასი B ჰეპატიტით ავადმყოფია, რომელსაც დღესვე სჭირდება მკურნალობა“, – განმარტა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, B ჰეპატიტს ძალიან სერიოზული გართულებები ახასიათებს.

„ესენია: ღვიძლის ციროზი, ღვიძლის კიბო და ღვიძლის უკმარისობა. ესენი ყველა სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებებია. უნდა აღინიშნოს და ეს უნდა იცოდეს მოსახლეობამ, რომელიც მთელი სერიოზულობით ეკიდებოდა C ჰეპატიტის პრობლემას და ნაკლებად სერიოზულად აღიქვამს B ჰეპატიტს, მას აქვს გაცილებით უფრო მაღალი ონკოგენური უნარი, ვიდრე C ჰეპატიტს. ანუ B ჰეპატიტს შეუძლია ღვიძლის კიბოს გამოწვევა უფრო მაღალი ალბათობით“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რა ხდება მაშინ, როცა თვალს ისრეს? - ამ დროს ექოვანას მიკროტრავმები შეიძლება მივაყენოთ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights