ოთხშაბათი, ივლისი 3, 2024
მთავარიაკრედიტაცია„ვივამედში“ პაციენტთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა – კანადური ხარისხი ქართულ კლინიკებში

„ვივამედში“ პაციენტთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა – კანადური ხარისხი ქართულ კლინიკებში

2024 წლის 28 ივნისს კლინიკა „ვივამედში“ „პაციენტთა საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა. მათ განიხილეს პაციენტთა კმაყოფილების კვლევის შესახებ ინფორმაცია და გადაწყვიტეს, რომ საბჭოს შეხვედრა რეგულარულად გაიმართება, რადგანაც ეს მნიშვნელოვანი იქნება  კლინიკის განვითარებისთვის.

„ვივამედში“ პაციენტთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა – კანადური ხარისხი ქართულ კლინიკებში | შენი ექიმი

„ვივამედი“ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის – „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.

„ვივამედში“ პაციენტთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა – კანადური ხარისხი ქართულ კლინიკებში | შენი ექიმი

ამიტომ მოტივირებულია, გააუმჯობესოს საკუთარი მომსახურების ხარისხი. აქედან გამომდინარე, კლინიკის ინიციატივით, პაციენტები თვეში ერთხელ შეიკრიბებიან და ყველა იმ საკითხზე იმსჯელებენ, რაც პაციენტთა კვლევის შედეგად იქნება აქტუალური.

პაციენტების ჩართულობა კლინიკების განვითარების პროცესში საქართველოს ისტორიაში სიახლეა და მიმართულია ჯანდაცვის ხარიხსის გაუმჯობესებისკენ.

ყველაფერ აღნიშნულის ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექპსერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც საქართელოში „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელია.

„ვივამედში“ პაციენტთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა – კანადური ხარისხი ქართულ კლინიკებში | შენი ექიმი

პაციენტთა ჩართულობას კლინიკების მართვის პროცესში აქტიურად გააშუქებს მედიაჰოლდინგი „შენი“, რომელიც პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემატიკის მედიაჰოლდინგია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიოში.

„ვივამედში“ პაციენტთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა – კანადური ხარისხი ქართულ კლინიკებში | შენი ექიმი

„შენი ექიმი“ პაციენტთა საბჭოს წევრებს ესაუბრა და გთავაზობთ მათ კომენტარებს დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით:

„ვივამედში“ პაციენტთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა – კანადური ხარისხი ქართულ კლინიკებში | შენი ექიმი

 

ნათელა ცენტერაძე:

„მეორე წელია, ვივამედის პაციენტი ვარ… აქ თვალის პრობლემების გამო მოვედი და ეს პრობლემა100%-ით მომიგვარდა. პირველ რიგში, უღრმესი მადლობა მინდა, გადავუხადო ექიმებს. ძალიან კმაყოფილი ვარ დაწყებული საინფორმაციო განყოფილებიდან, დამთავრებული დაცვით – ყველასი ძალიან მადლიერი ვარ.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ოფთამოლოგიურ დეპარტამენტს და ქალბატონ ილონა წერედიანს. მოწესრიგდა კაფეტერია, სადაც სისუფთავეა და  ნამდვილად კარგია ეს ყველაფერი. ასევე ცენტრალურ კიბეებზე არ იყო სახელურები, რომელიც გაკეთდა. ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ ცენტრალურ შემოსასვლელთან არ არის პანდუსი, რომელიც ნამდვილად გასათვალისწინებელია.“

„ვივამედში“ პაციენტთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა – კანადური ხარისხი ქართულ კლინიკებში | შენი ექიმი

ავთანდილ ქობალია, თადარიგის პოლკოვნიკი, ვეტერანი:

„45 წლის განმავლობაში ვმუშაობდი შინაგან საქმეთა ორგანოებში და რა ჯანმრთელობაც იქ დავხარჯე, ახლა იჩინა თავი. აქედან გამომდინარე, ხშირად მომიწია სიარული ჯერ ჰოსპიტალში, შემდეგ კი „ვივამედში“. ორი წელია, ხშირი სტუმარი ვარ ამ კლინიკის. ვეტერანებს აქ კარგად გვემსახურებიან…

რაც შეეხება სულხან აბესაძეს, რომ კვდებოდე აქედან ცოცხალს გაგიშვებს. დღეში შეიძლება 50-100 პაციენტი მიიღოს და ყვალა კმაყოფილი წავიდეს. რამდენიმე მკურნალობა ჩავიტარე თვალებზე, ახლა ფილტვების ანთებით ვწევარ. კვებაც ძალიან მოწესრიგებული აქვთ. მედპერსონალიც ისე გიღებენ, რომ გრძნობ ყურადღებას, სითბოს.

ამ საავადმყოფოს ერთი პრობლემა აქვს, პირველი რაც უჭირთ, ეს არის საწოლების რაოდენობა. პალატების მდგომარეობაც ნორმალურია, პატარა ხარვეზების მიუხედავად. თუმცა სხვა კლინიკებთან შედარებით, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ კლინიკით. სამწუხარო რეალობაა, რომ მედიცინა საქართველოში მოიკოჭლებს. ეს საავადმყოფო გვემსახურება 61 000 ვეტერანს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საავადმყოფო კერძოა, კარგი იქნება, სახელმწიფომაც თავი გამოიჩინოს დახმარებისა და გაუმჯობესების მხრივ.“

ნინო ჯაჭვაძე:

„მივესალმები მსგავს პროექტებს. აქ ჩავიტარე რადიოლოგიური კვლევა ორჯერ და ძალიან კმაყოფილი წავედი. არა მარტო პროფესიონალიზმით, გარემოც არაჩვეულებრივია და ამ კლინიკას წარმატებულ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ.“

მარიანა წამალაიძე:

„მომწონს ეს პროცესი და  დადებითად ვაფასებ…“

ნატო ბუცხრიკიძე:

„დაახლოებით ერთი წლის წინ ვიწექი ამ კლინიკაში, კარდიოლოგიურ განყოფილებაში, მქონდა ჰაერის უკმარისობა. გამოვჯანმრთელდი და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ საავადმყოფოსი და მედპერსონალის. წარმატებებს ვუსურვებ მომავალშიც.“

კოტე სანიკიძე:

„თავადაც ექიმი ვარ. საქმე ისაა, რომ მაქვს ორი ქრონიკული დაავადება და აქ ვმკურნალობ. პნევმონიის გამო ყოველ წელს აქ ვარ, არ იქნებოდა ცუდი, რომ ერთი პალატა მაინც ამით დაავადებულთათვის ყოფილიყო განკუთვნილი. მე თვითონ ავღანეთის ომის მონაწილე ვარ, 1985-88 წლებში. ყბა-სახის ქირურგად ვმუშაობდი ქამბულში…

აქ ძალიან კარგი მდგომარეობაა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ყურადღებით გეპყრობიან და მეორე ის, რომ  სამედიცინო წამლების მიღებასთან დაკავშირებით შეფერხება არ არის.“

ნანული ჩაჩუა:

„ეს არის არაჩვეულებრივი ინიციატივა, რასაც ახლა „აკრედიტაცია კანადა“ აკეთებს. ამით ბევრი რამ გაკეთდა და კიდევ ბევრი გაკეთდება. მე მივეკუთვნები იმ პაციენტებს, რომლებსაც ასეთი შეხედულება აქვთ, რომ არ უნდა ვიცოდე რა მჭირს.

მოხდა ისე, რომ ჩემი ოჯახის წევრი მოხვდა ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში და მკურნალობდა. მთავარმა ექიმმა, როდესაც ჩემს ახლობელთან შემოვიდა, არაჩვეულებრივი ფრაზა თქვა: „ექიმი და, ზოგადად მედიკოსი, რომ ჩაიცვამთ თეთრ ხალათს, ყველას გახსოვეთ, რომ თქვენ მოსიარულე ღმერთი შედიხართ ავადმყოფთანო“…

რამდენიმე წლის წინ ცოტა გამირთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოვხვდი ამ საავადმყოფოში, კარდიოლოგიურ დეპარტამენტში, სადაც დამხვდა სწორედ ისეთი ადამიანი, რომელმაც აბსოლუტურად შემცვალა. ჩემი ცხოვრების მანძილზე, საკმაოდ ასაკიანი ვარ და ვამბობ, რომ პირველად მოვხვდი საავადმყოფოში, როგორც პაციენტი. მადლობელი ვარ კახა ნადარაიასი, რომელმაც სწორედ იმ ექიმის ფრაზა გამახსენა. დღეს თუ ოდნავ კარგად ვგრძნობ თავს, არა მედიკამენტების, არამედ ექიმის დამსახურებაა. იმ ადამიანობისა და სულისკვეთების, რომელიც მან ჩადო, ძალიან მადლიერი ვარ და დიდხანს დღეგრძელობას ვუსურვებ.“

ბადრი ცინცაძე:

„რამდენიმე წელია, ვმკურნალობ „ვივამედში“ სხვადასხვა დაავადებზე. ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით, ექიმების პროფესიონალიზმით. სხვა კლინიკაში გადაღებული ეხოსკოპიით მოვედი და აქ სულ სხვა, რეალური სურათი დამხვდა. მას შემდეგ დიაბეტზე ვმკურნალობ სოფო მებუკესთან და ნორმაზე ჩამომივიდა. სხვათაშორის დიაბეტი კოვიდის შემდეგ აღმომაჩნდა. ორ თვეში ოპერაცია მაქვს ჩანიშნული ამავე კლინიკაში და ოპერაციის შემდგომ გეტყვით, რა სიტუაცია იქნება პალატაში.

ეს ინიციატივა აუცილებელია. მსოფლიო ვითარდება, ადამიანებისადმი დამოკიდებულება ვითარდება და ეს უნდა იყოს ყველა სფეროში, მით უმეტეს, სამედიცინო სფეროში, სადაც ადამიანის სიცოცხელს ეხება საქმე.“

 ცნობისთვის: “პაციენტთა საბჭო“  შიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.

რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით. გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.

გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაცია კანადის” (Accreditation Canada)-ის სტანდარტების მიხედვით სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა;0 შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

მკვლევარისაერთაშორისო აკრედიტაცია კანადის წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორიგიორგი ფხაკაძე.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ანონიმურია და რესპონდენტის იდენტიფიცირება შეუძლებელიაკითხვარის შევსების დროს პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ივსებაშევსებული ინფორმაცია კონფიდენციალური და ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზერაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის შესწავლას და გაუმჯობესებას… ანონიმურობა დაცული იქნება კვლევის ყველა ეტაპზე.

 

აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge

პაციენტთა კვლევაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე:

https://www.surveymonkey.com/r/vivamed

ან დაასკანერეთ QR კოდი:

„ვივამედში“ პაციენტთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა – კანადური ხარისხი ქართულ კლინიკებში | შენი ექიმი

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi
მსგავსი სიახლეები
სად უნდა წახვიდეთ სლოვაკეთში თქვენი ინტერესების მიხედვით

სად უნდა წახვიდეთ სლოვაკეთში თქვენი ინტერესების მიხედვით

28 June, 2024
საშაურმეების ჩამონათვალი, სადაც დარღვევები გამოვლინდა

საშაურმეების ჩამონათვალი, სადაც დარღვევები გამოვლინდა

2 ივლისი 2024
ფერთა  კომბინაციები სამზარეულოს დიზაინისთვის

ფერთა კომბინაციები სამზარეულოს დიზაინისთვის

ივლისი 2, 2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ივლისი 3, 2024
რეჟისორი, მსახიობ-მეთოჯინე ბახვა წერედიანი გარდაიცვალა

რეჟისორი, მსახიობ-მეთოჯინე ბახვა წერედიანი გარდაიცვალა

2 ივლისი 2024
რეზო გაბრიაძის დაბადების დღე ქუთაისში აღინიშნება

რეზო გაბრიაძის დაბადების დღე ქუთაისში აღინიშნება

ივნისი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა მომსახურებას სთავაზობს აგროტურიზმი ტურისტებს საქართველოში

რა მომსახურებას სთავაზობს აგროტურიზმი ტურისტებს საქართველოში

ივლისი 2, 2024
რჩევები მამაკაცებისთვის-წვერი მოდურად და ესთეტიურად რომ გამოიყურებოდეს

რჩევები მამაკაცებისთვის-წვერი მოდურად და ესთეტიურად რომ გამოიყურებოდეს

ივლისი 2, 2024
ევროპის საუკეთესო ქალაქები სტარტაპის დასაწყებად

ევროპის საუკეთესო ქალაქები სტარტაპის დასაწყებად

2 ივლისი 2024
ლამინირებული პირადობის მოწმობები უქმდება

ლამინირებული პირადობის მოწმობები უქმდება

ივლისი 2, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights