პარასკევი, ივლისი 5, 2024
მთავარიშენი ექიმი„2012 წლიდან დღემდე 4-ჯერ გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი“

„2012 წლიდან დღემდე 4-ჯერ გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი“

ჯანდაცვის სისტემის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

პრემიერის თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც მოიცავს მოსახლეობის 95%-ს.

„4-ჯერ გაიზარდა 2012 წლიდან დღემდე ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი. 2012 წელი იყო 450 მლნ ლარი და 2023 წელი იყო 1,8 მლრდ ლარი. მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება. ოთხმაგი ზრდა ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების ნაწილში მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთვის ადამიანებზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის განსაკუთრებული პრიორიტეტი. მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები 2012 წელთან შედარებით არის მნიშვნელოვნად შემცირებული, 2012 წელს ჯიბიდან გადახდების მოცულობა იყო 73%-ზე მეტი, რაც არის შემცირებული დაახლოებით 40%-მდე უკვე 2023 წლისთვის. როგორ მოგეხსენებათ, ამოქმედდა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების სისტემა, ე.წ. DRG, რამაც სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა საშუალოდ 27%-დან 12%-მდე შეამცირა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც განხორციელდა. მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების სისტემა დადებითად აისახა, როგორც მოსახლეობის დანახარჯების შემცირებაზე, ისე ფარმაცევტულ სფეროში კონკურენციის დაბალანსებაზე. დღეისათვის რეფერენტული ფასის ზედა ზღვარი დადგენილია 7100-ზე მეტ ქრონიკული დაავადებების მართვის, ონკოლოგიურ და სხვადასხვა ტიპის მედიკამენტზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, შარშან ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების გაძლიერებისთვის ჩამოყალიბდა საერთაშორისო თანამშრომლობა ისრაელის, ესპანეთისა და თურქეთის კლინიკებთან.

„შარშან აგვისტოდან დღემდე დაფინანსდა 18 წლამდე ბავშვთა ონკოლოგიური პროგრამის 89 ბენეფიციარის საზღვარგარეთ პროვაიდერ კლინიკებში მკურნალობა.

მნიშვნელოვნად გაიზარდა მშობიარობის დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან, მოიხსნა პაციენტისთვის თანაგადახდის ვალდებულება. 400 სოფლის ამბულატორია აღიჭურვა ავეჯითა და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. აშენდა და აღიჭურვა 17 სოფლის ამბულატორია, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ამბულატორიას; ამჟამად მიმდინარეობს 11 სოფლის ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიან განხორციელებას მოჰყვა ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია; 65%-დან 80%-მდე გაიზარდა განკურნების მაჩვენებელი, რაც არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა.

დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდა სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის უახლესი თაობის სისტემები. მოწყობილობა შევიძინეთ 1 155 ბავშვისთვის. გაიზარდა პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც. ვმუშაობთ პროგრამის კიდევ უფრო გასაფართოებლად. გაფართოვდა დიალიზის სერვისის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. რეანიმობილები, ამაზე იყო დიდი მოთხოვნა, დაემატა ხულოს, ოზურგეთის, ლენტეხის, მესტიისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს, ხოლო პედიატრიული პაციენტების ტრანსპორტირებისათვის – თბილისს. წლის ბოლომდე 15 ერთეული ახალი, ევროსტანდარტების რეანიმობილი მიეწოდება ბათუმს, თბილისს, გურჯაანს, აბაშას, წნორსა და ტყიბულს. ცენტრის ავტოპარკს შარშან დაემატა 25 ახალი ავტომობილი რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის და 18 სასწრაფო დახმარების ავტომანქანა; წელს ეტაპობრივად კიდევ 105 ახალი ავტომობილის დამატებაა დაგეგმილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi
მსგავსი სიახლეები
რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

5 July, 2024
ნაკრების წევრებმა ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან”, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი უკვე მიიღეს

ნაკრების წევრებმა ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან”, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი უკვე მიიღეს

5 ივლისი 2024
ინტერიერის დიზაინი მათთვის, ვისაც ფეხბურთი ძალიან უყვარს

ინტერიერის დიზაინი მათთვის, ვისაც ფეხბურთი ძალიან უყვარს

ივლისი 4, 2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ივლისი 3, 2024
ხვიჩა კვარაცხელიას ქართულის მასწავლებელი ეროვნულ პრემიაზეა წარდგენილი:

ხვიჩა კვარაცხელიას ქართულის მასწავლებელი ეროვნულ პრემიაზეა წარდგენილი:

5 ივლისი 2024
რეზო გაბრიაძის დაბადების დღე ქუთაისში აღინიშნება

რეზო გაბრიაძის დაბადების დღე ქუთაისში აღინიშნება

ივნისი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
პროდუქტები -რომლებიც გაიაფდა ივნისში

პროდუქტები -რომლებიც გაიაფდა ივნისში

ივლისი 4, 2024
როგორ მოვამზადოთ სახის ნიღაბი- ხაჭოსგან

როგორ მოვამზადოთ სახის ნიღაბი- ხაჭოსგან

ივლისი 4, 2024
რა უნდა გაითვალისწინოთ საფრანგეთში ჩასვლისას

რა უნდა გაითვალისწინოთ საფრანგეთში ჩასვლისას

4 ივლისი 2024
ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია განხორციელდა

ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია განხორციელდა

ივლისი 4, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights