სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიაღმოაჩინეს გენი, რომელიც ჭარბწონიანობასთან არის დაკავშირებული

აღმოაჩინეს გენი, რომელიც ჭარბწონიანობასთან არის დაკავშირებული

კვება და ვარჯიში ჩვენს წონაზე აისახება, თუმცა შედეგები ყველა ადამიანზე ერთნაირად არ ვლინდება. ზოგიერთი ადამიანი წონის მატებისკენ უფროა მიდრეკილი, ვიდრე სხვები. შესაბამისად, მათთვის წონაში დაკლებაც უფრო რთულია.

და, აი, ახლა ჟურნალ Med-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კონკრეტული გენის მუტაცია წონის მატებასთანაა დაკავშირებული. საუბარია SMIM1 გენზე, რომელიც ჭარბწონიანობასთან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე მოქმედების გამოა დაკავშირებული.

მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთის ბიობანკის მონაცემები შეისწავლეს. ეს მოიცავდა ნახევარი მილიონი ადამიანის მონაცემს, მათ შორის ცხოვრების წესსა და ბიოლოგიურ ინფორმაციას.

ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ SMIM1-ის გენეტიკური მუტაციის მქონე ადამიანებს მაღალი ქოლესტერინი, ღვიძლის ფერმენტების დიდი რაოდენობა და სხვა ისეთი ნიშნები აღენიშნებოდათ, რომლებიც ჭარბ წონასთანაა დაკავშირებული.

ასევე აღმოჩნდა, რომ SMIM1-ის მუტაცია მეტაბოლიზმის რეგულირების უნარზე ცუდად მოქმედებს.

ეს ნიშნავს, რომ SMIM1 მუტაციის მქონე ადამიანები ჭარბწონიანობისკენ არიან მიდრეკილნი. შესაბამისად, ასეთ ადამიანებს კალორიების დაწვა უფრო უჭირთ, ვიდრე SMIM1-ის არ მქონე პირებს.

“ჭარბწონიანობის მიზეზები ძალიან კომპლექსურია და უმეტეს შემთხვევაში, მრავალი ფაქტორის ერთობლიობას მოიცავს. თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ კონკრეტულ გენეტიკურ ფაქტორს მივაკვლიეთ”, — განუცხადა CNN-ს ექსეთერის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მატია ფრონტინმა.

მკვლევრების თქმით, კონკრეტული გენეტიკური ცვალებადობა იშვიათია (5 000 ადამიანიდან ერთი). ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ კონკრეტული გენი ვერ იქნება ჭარბწონიანობის მიზეზი.

“მთლიანობაში, ჭარბწონიანობის ძირითადი მიზეზი ცხოვრების სტილი, გარემო და ამ ყველაფერთან გენების ურთიერთქმედებაა”, — თქვა ფრონტინმა.

მიუხედავად ამისა, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. მკვლევრების თქმით, შეიძლება კიდევ ბევრი გენი იყოს ისეთი, რომელიც ჭარბწონიანობასთანაა დაკავშირებული.

თარგმანი მომზადებულია Next.on.ge-ს მიერ

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  თმის ცვენა ქალებში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights